საქართველოთი მოხიბლული იაპონელი ოსტატი
საქართველოთი მოხიბლული იაპონელი ოსტატი
26-06-2012
მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ოსტატი, საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე-დოს ვიცე-შეფინსტრუქტორი ტეტსუჯი ნაკამურა საქართველოს ეწვია და სამდღიანი სემინარი გამართა. VI დანის მფლობელმა სენსეიმ (მასწავლებელი) გამოცდებიც ჩაატარა და შვიდ საუკეთესო ქართველ სპორტსმენს ხარისხი მიანიჭა. ნაკამურა ტეტსუჯი საქართველოში საბრძოლო ხელოვნების ცენტრის პრეზიდენტის, ლევან როგავას მოწვევით ჩამოვიდა. ის ამჟამად კანადაში ცხოვრობს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, რათა გამოცდილება ახალგაზრდა სპორტსმენებს გაუზიაროს. იაპონელ სტუმარს აქ მიღებული შთაბეჭდილების შესახებ ვესაუბრეთ:

ტეტსუჯი ნაკამურა:

- საქართველოში პირველად ჩამოვედი. აქამდე ამ ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და როცა ჩამოსვლა შემომთავაზეს, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა პაკისტანის ან ერაყის ტიპის ქვეყანა, მაგრამ მაინც ჩამოვედი. გულწრფელად ვაღიარებ, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხალხით, თქვენი სტუმართმოყვარეობით. სრულიად უცნობი ადამიანები ისე მხვდებოდნენ, რომ რამდენჯერმე კარგად დავფიქრდი, ნამდვილად პირველად ვხვდები-მეთქი? მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და ამა თუ იმ ქვეყანაზე ბევრი ლაპარაკი არ მჩვევია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ერთხელ სტუმრობა საკმარისია, რომ შეიყვარო. ქართველები სასიამოვნო და მეგობრული, თბილი ხალხია. თქვენ გაქვთ საოცრად ლამაზი ბუნება, გემრიელი კერძები და რაც მთავარია, კარგი ღვინო. არ ველოდი, თუ ასეთ პატარა ქვეყანას ასეთი დიდი კულტურული წარსული ექნებოდა. მიუხედავად საქართველოს ხელსაყრელი, მაგრამ სახიფათო გეოსტრატეგიული მდებარეობისა, ამ პატარა ქვეყანამ მაინც შეინარჩუნა თვითმყოფადობა. ეს თქვენი ხალხის მებრძოლ ხასიათზე მიანიშნებს. საკმაოდ ბევრი ქვეყნის წარსულს გავცნობივარ და ვიცი, როგორია დიდი სახელმწიფოების მეზობელი პატარა ქვეყნის ხვედრი.
- როგორ შეაფასებთ ქართველ სპორტსმენებს?

- ძალზე კმაყოფილი დავრჩი ახალგაზრდა კარატისტების მაღალი ბრძოლისუნარიანობით. 30-ზე მეტ ქვეყანაში ვყოფილვარ და არ მახსოვს ასეთი სერიოზული დამოკიდებულება ამ ასაკის სპორტსმენებისგან. სიამოვნებით გავაგრძელებ მათთან ურთიერთობას.

ლევან როგავა, ორგზის მსოფლიო და შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი:

- სენსეი ნაკამურა X დანის მფლობელის, ლეგენდარული მორიო ჰიგაონას მოსწავლეა. ის აღმოსავლური ორთაბრძოლების სამყაროში უმნიშვნელოვანესი პერსონაა და ამიტომ მისი სტუმრობა მეტად ჩვენთვის დიდი მოვლენაა, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც ივლისში უკრაინაში გაიმართება. სემინარი სამდღიანი იყო და სხვადასხვა რანგის კარატმენებისთვის ინტენსიურ ვარჯიშებსა და გამოცდებს მოიცავდა. იაპონელ ოსტატს დიდი ხანია ვიცნობ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ გამართულ სემინარსა და მასტერკლასზე არაერთხელ ვყოფილვარ და ვიცი, რას ნიშნავს, სპორტსმენისთვის ასეთი დონის ოსტატთან თანამშრომლობა.
ერთმანეთს წელს რომში გამართულ სემინარზე შევხვდით და საქართველოში ჩამოსვლა შევთავაზე. ჩვენს ქვეყანაში ადრე არასდროს ყოფილა და შევატყვე, რომ ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა ჩამოსვლა. მის ჩამოსვლას დავამთხვიეთ ახალი დარბაზის გახსნაც, რომელიც სპეციალურად სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო ატრიბუტიკითა და აღმოსავლური ელემენტებით არის გაკეთებული. როგორც აღვნიშნე, მის სემინარზე ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ მივხვდი, რომ აქედან განსაკუთრებული შთაბეჭდილებით წავიდა. ევროპაში მის მიერ გამართული სემინარები ბევრად უფრო მსუბუქი იყო, აქ კი ოსტატი ბოლომდე დაიხარჯა.

- გვითხრა, რომ საქართველო ძალიან მოეწონა.

- დიახ, ოფიციალური ნაწილის, ანუ სემინარების დასრულების შემდეგ, თბილისსა და მცხეთაში კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ. ქართულ სუფრაზეც პირველად მოუწია ყოფნამ და ყანწის დანახვაზე გაოცებულმა მკითხა, ეს რა არისო? ვუთხარი, ამაში ღვინოს ვასხამთ და სადღეგრძელოს ვამბობთ-მეთქი. თავადაც დალია და გაოცდა, რომ ეს შეძლო.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
ყური მიგდე
28 ივნისი 2012 13:36
irina მოგე;აძის მოადგილე ხომ არ ხარ?
რა ჯანდაბა გინდა? ხალხი შრომობს, სწავლობს, მსოფლიოს ცვენ ქვეყანას აცნობს და .... შენ რა გინდა და რა გაინტერესებს ვერ მივხვდი... ბოდიში საზოგადოებასთან.
irina
27 ივნისი 2012 19:28
ქართველებს თუ არ ჭირდები გამარჯობას არ გეტყვიან,ესეთი კარატისტები კიდე თავის ფულით არსად დადიან,,ბოლომდე გვითხრას რა დაუჯდა საკუთარი კლუბის გახსინის ცერემონიალი ტავისი კარატისტი სტუმრით?
3-ოთახიანი, 4(6), 87 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ...
მოსკოვიდან 36 კმ-ში, კაშირის ტრასაზე მდებარე 570კვ.მ....
2-ოთახიანი, 4(5), 67 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ...
სხვა სიახლეები
"12 წლიდან ვეწეოდი სიგარეტს... ვინ დამიშლიდა? მითამაშია ფულზეც. თამაში ახლაც მიყვარს, მაგრამ ზომიერად"
დაწვრილებით...
ოთხშაბათს, 30 იანვარს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მაესტრო, გამოჩენილი საოპერო მომგერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ნოდარ ანდღულაძე
დაწვრილებით...
"ლუარსაბს დღეს შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება"
დაწვრილებით...
"ტანიას და გურამის სიყვარული იყო ლეგენდა. ეს იყო სიყვარული, რომელსაც ალბათ ყველა ინატრებს ... უკვე 17 წელი გავიდა ტანიას გარდაცვალების შემდეგ და მამას ერთი დღეც არ ავიწყდებოდა ტანიაზე რომ არ ესაუბრა და ელოცა..."
დაწვრილებით...
84 წლის ასაკში მსახიობი გურამ საღარაძე გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
"ლანჩხუთსკი პარენ" - ასე უწოდებს თავს და მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სიყვარულის დედაქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. საზოგადოება დიდი ხანია იცნობს ბადრი ვადაჭკორიას, ცნობილ ფოტოხელოვანს, ჟურნალისტსა და დიპლომატს. მან უკვე არაერთი ფოტო აჩუქა "კვირის პალიტრის" მკითხველსაც საახალწლო კალენდრების სახით.
დაწვრილებით...
5 იანვარი!  იანვარი! ქართველებო, დროზე მოვიშოროთ ეს დებილი, თავისი უზნეო მონებით! დროზე! რატომ უნდა ვუთმინოთ ათი წელი ამ ჩათლახების (დიდი ბოდიში) პარპაშს! თავის გადარჩენისთვის ეს გახრწნილები, კარგად რომ იციან, რა საშინელება ელით, საქართველოს გაანადგურებენ, საკუთარ ცოლ-შვილს დაკლავენ, მშობლებს გააქრობენ, ოღონდ ის მილიარდები, რაც ქართველებს მოჰპარეს, თავის უწმინდურ ვნებებს მოახმარონ (ივანიშვილს იმდენი ფული სად აქვს, რაც ამ ქურდებმა ჩაიჯიბეს!).
დაწვრილებით...
რა იქნება ინგა გრიგოლიას 2013 წლის საჩუქარი
დაწვრილებით...
"ლივ ტაილერს დავახრჩობ სმაში"
"ბრუკ შილდსს სიამოვნებით მივიპატიჟებდი სუფრასთან"

დაწვრილებით...
"მოდელები, ყოფილი ვიზაჟისტები, სტილისტები და საუნის გოგონები ჩამოლაბორანტებულ
და დისკრედიტირებულ პოლიტიკოსებს დაშორდნენ"

დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: