გია ონიანი: "პუტინის საყვარელ ქალს ქართველების მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს..."(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

გია ონიანი: "პუტინის საყვარელ ქალს ქართველების მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს..."(ექსკლუზივი)

"ალინამ რომ გაიგო, მომღერალი ვიყავი, მითხრა, შენთან ერთად უნდა ვიმღეროო და კარაოკეში წავედით... მართლაც არაჩვეულებრივად იმღერა. კარგი სმენა აქვს და გულით, სულით მღერის. რევაზ ლაღიძის "თბილისო" რომ ვიმღერე, ლამის ტირილი დაიწყო...…მინდა ხასზგასმით ავღნიშნო, რომ ძალიან მოსწონს ქართველები და დიდი სიამოვნებით ეხმარება მოსკოვში მყოფ ქართველებს პრობლემების მოგვარებაში.. მეც შემომთავაზა, თუ რამე პრობლემა მექნებოდა ,მისთვის დამერეკა. ასე რომ, არც მიკვირს მთელი რუსეთი მასზეა რომაა შეყვარებული, მათ შორის პუტინიც"... - იხსენებს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი გია ონიანი ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონ, ახლა კი დუმის ბინადარ ლამაზმან ალინა კაბაევასთან შეხვედრას...

გია ონიანი:

- ალინა მოსკოვში გავიცანი, 2006 წელს.. იმ პერიოდში კონცერტი მქონდა მოსკოვში და კონცერტის შემდეგ ჩემმა ნათესავმა (სახელს და გვარს განგებ არ ვასახელებ) რესტორანში შესანიშნავი მასპინძლობა გამიწია. სწორედ მანვე მოიწვია ალინა, რომელთანაც მეგობრობდა... ალინამ ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. გახსნილი და უბრალო ადამიანია.

- ქართველების მიმართ რა დამოკიდებულებას იჩენდა, ან თუნდაც საოპერო ხელოვნების მიმართ?

- რომ გაიგო, ოპერის მომღერალი ვიყავი, შენთან ერთად უნდა ვიმღეროო, მითხრა და შემდეგ კარაოკეში წავედით... მართლაც არაჩვეულებრივად იმღერა. კარგი სმენა აქვს და გულით, სულით მღერის. რევაზ ლაღიძის "თბილისო" რომ ვიმღერე, ლამის ტირილი დაიწყო...…მინდა ხასზგასმით ავღნიშნო, რომ ძალიან მოსწონს ქართველები და დიდი სიამოვნებით ეხმარება მოსკოვში მყოფ ქართველებს პრობლემების მოგვარებაში.. მეც შემომთავაზა, თუ რამე პრობლემა მექნებოდა, მისთვის დამერეკა. ასე რომ, არც მიკვირს მთელი რუსეთი მასზეა რომაა შეყვარებული, მათ შორის პუტინიც... რესტორანში კარგი საღამოს შემდეგ, ღამის 4-5 საათი იქნებოდა, ღამის მოსკოვში "ფორმულა 1-ის" მოწყობა რომ მოინდომეს.. ალინა პორშე-თი იყო, ჩვენ "ბეემვე სპორტ კუპე" -თი... თმები გამითეთრეს შიშისგან, ვყვიროდი, გააჩერეთ ტაქსით წავალ მეთქი... (ვერ ვიტან სისწრაფეს)

- ალინას სპორტულ შესაძლებლობებზე რას ფიქრობთ?

- ალინამ რევოლუცია მოახდინა მხატვრული ტანვარჯიშის სამყაროში და ისეთივე ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, როგორც ფეხბურთში პელეს. ათენის ოლიმპიადაზე ალინამ ოქრო აიღო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც... მან შეცვალა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი - შეფასების კრიტერიუმები, მისი გამოსვლა ადამიანის შესაძლებლობების ახალი გამოვლინებად აღიარეს. ასე რომ, ისტორიული პიროვნებაა. ოქრო ბევრმა მოიგო, მაგრამ ასეთი პოპულარობა არავის ჰქონია. უძღვნიან სიმღერებს, კლიპებს. პაპარაცების და პრესის ყურადღების ცენტრშია მუდამ... თუმცა ურთიერთობაში ძალიან უბრალო და კონტაქტურია...

- არ გაგიკვირდათ, ასეთი ლეგენდარული სპორტსმენი რომ პოლიტიკაში წავიდა?

- ამის მერე ბევრი რამ შეიცვალა...… ტრამვა მიიღო, შეეშვა სპორტს და პოლიტიკაში წავიდა. დუმის დეპუტატი გახდა და ერთ-ერთი სერიოზული თანამდებობა აქვს გაზპრომში.. მე რუს პოლიტიკოსებთან რა მესაქმება და საერთოდ პოლიტიკასთან, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არ იყო ალინას არჩევანი და იძულებული გახადეს... ფული და პოპულარობა არც მანამდე არ აკლდა. პიროვნულად არ ჩანდა ასეთი ადამიანი, ვინც პოლიტიკით დაინტერესდებოდა.

- რა იცით მისი და ვლადიმერ პუტინის რომანის შესახებ?

- ის ვიცი, რაც ყველამ... ანუ დანამდვილებით არაფერი.

- გარეგნობით ძალიან მომხიბვლელი ჩანს...

- სიმპათიურია და შარმიანი, მაგრამ ძალიან დაბალია. ასსამოც სანტიმეტრზე მეტი ნამდვილად არ იქნება... შვილი რომ ჰყავს, ვიცი, მაგრამ მამა ვინ არის, არ ამხელს. როგორც მოგახსენეთ, მეც მხოლოდ ის ვიცი, რასაც პრესა წერს.

- ალინაზე საუკეთესო წარმოდგენა დაგრჩენიათ... გულწრფელად გვითხარით, ასეთი კარგი ადამიანი პუტინისთვის გემეტებათ?

- რატომაც არა... ცოლს (თუ ცოლია) ყოველთვის აქვს გავლენა ქმარზე და თუ ქართველების მიმართ პუტინის ცოლს პოზიტიური განწყობა ექნება, იქნებ ჩვენთვის უკეთესიც იყოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)