"თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო" - მედეა ჯაფარიძის ცხოვრების მზეჭაბუკი
"თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო" - მედეა ჯაფარიძის ცხოვრების მზეჭაბუკი
13-05-2011
წყვილი, რომელიც ასხივებდა...

"მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს", - ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე.

"ქართული კინოს მშვენება", "მარადიული სილამაზე", "სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება", - ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად იყენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები. სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო. მედიკო (მას ყველა ასე ეძახდა) გარდა წარმტაცი გარეგნობისა, სულიერადაც მშვენიერი იყო, ყველას ერთნაირად ატყვევებდა, - დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს.

"იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს", - ამბობდა ლილი იოსელიანი.

არადა, მას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო. ზრდიდა ბიძა... მედიკოს სათუთი გული ბევრ ტკივილს იტანდა...

ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა. შტატგარეშე მსახიობად დაიწყო მუშაობა "მარჯანიშვილის თეატრში". ვაჟას "მოკვეთილში" მისცეს ერთი ეპიზოდური (გულსუნდას) როლი და უბედნიერესი იყო.

მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა. მოგვიანებით მედეა იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც". იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. კვლავ მძიმე დღეში ჩავარდა ლამაზი მედიკო. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო...

მაშინ 20 წლის იყო. თეატრზე ოცნება დაივიწყა; ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან, რომ იმას "საქმე ჩაეწყო" ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა. მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - "ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა", - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა...

მედიკოს ვიზიტის შემდეგ ულრიხმა გრიშა კოსტავას სიკვდილით დასჯა 10 წლის პატიმრობით შეუცვალა. ამბობენ, რომ გადასახლებიდან კოსტავას მედიკოსთვის შემოუთვლია, - ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო...

ამ ორომტრიალის მერე მედიკომ გადაწყვიტა, სწავლისათვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მოსკოვში გაემგზავრა კვლავ, ამჯერად უკვე სამხატვრო თეატრის სტუდიაში სასწავლებლად. მაშინ გაიცნო რეზო თაბუკაშვილი, სწორედ ის ღირსეული კაცი, კოსტავა რომ გულისხმობდა. იდგა 1947 წელი. რეზო ამ დროს დიპლომატიურზე სწავლობდა. იგი არ იყო მიჩვეული გოგონებისგან უარს. მედიკო დანახვისთანავე მოეწონა და პაემანიც დაუნიშნა, მაგრამ მედიკო არ მივიდა. გაუკვირდა რეზოს. მერე კაფეში დაპატიჟა. ქალი მისვლას არ დაჰპირებია, მაგრამ არც უარი უთქვამს, ამიტომაც ეგონა რეზოს, რომ პაემანი შედგებოდა, თუმცა კვლავ გაწბილებული დარჩა... ახლა უკვე

You must have Flash Player installed in order to see this player.
საგონებელში ჩავარდა ქალებისგან განებივრებული რეზო. ამასობაში კი მედიკოს სტუდიაში ნიჭიერ სტუდენტად მიიჩნევდნენ, მას როლებიც შესთავაზეს და ამით უსაზღვროდ გახარებულს სულაც არ ეცალა თაყვანისმცემლებისთვის. მას არ უნდოდა სხვა რამაზე გადართულიყო, ამიტომაც არავის არ აქცევდა ყურადღებას, მათ შორის არც რეზოს.

სწორედ იმ დროს, როცა მედიკომ ერთ საინტერესო როლზე დაიწყო მუშაობა, თბილისიდან შეატყობინეს: "ჩამოდი, დედა ავად არის". მედიკოს გულში კიდევ ერთი მგრძნობიარე სიმი ჩაწყდა. მას რეზოსთან მოუნდა განდობა და სანამ თბილისში წამოვიდოდა, ვაჟს დაურეკა. ისიც მაშინვე მედიკოსთან გაჩნდა... მთელი ღამე გაათენეს, რეზო შეძრული უსმენდა თავისი რჩეულის ტკივილით აღსავსე ცხოვრებას. როცა მედიკომ თავისი ამბავი დაასრულა, რეზომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. მაშინ მიხვდა მედიკო, რომ ასეთ კაცს ხელს ვერ ჰკრავდა. იგი მართლაც ღირსეული ვაჟკაცი იყო, რომელიც მუდამ მის გვერდით იქნებოდა, ჭირშიც და ლხინშიც. მაშინ გაიფიქრა მედიკომ - რეზო მზეჭაბუკს ჰგავსო. ქალი ვაჟს დროებით დაემშვიდობა და თბილისში წამოვიდა დედის მოსავლელად.

იმხანად ტაბლიაშვილი "ქეთოს და კოტეს" იღებდა, მოჰკრა თუ არა მედეას თვალი, მაშინვე თქვა: "ეს იქნება ქეთო!" დაიწყეს ფილმის გადაღება. მედიკო გადაღებიდან მაშინვე სახლში, დედასთან გარბოდა. იგი დედასთან ერთად იწვა ჩაბნელებულ ოთახში. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ პერიოდს. ნათესავები ურჩევდნენ, - დედაშენი საავადმყოფოში დააწვინეო, მაგრამ მედიკომ იცოდა, რომ დედას იქ ყოფნა ძალიან ეჯავრებოდა. ადრე დედა ფსიქიატრიულში რომ მიჰყავდათ და მკურნალობას უტარებდნენ, ახსოვდა, როგორ იტანჯებოდა, როგორ არ უნდოდა საავადმყოფოში წასვლა, ამიტომ საავადმყოფოზე უარი თქვა და დედა შინ დაიტოვა. დღისით გადაღებებზე მიდიოდა, გადაღების დამთვრებისთანავე კი სახლში მიიჩქაროდა და მთელ დანარჩენ დროს ავადმყოფ ქალთან ატარებდა. როცა დედას ჩაეძინებოდა, ლამფას მიიდგამდა (რათა დედას არ გაღვიძებოდა შუქზე) და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა რეზოს წერილებს.

რეზო თაბუკაშვილმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა, დაბრუნდა თბილისში და მედიკო ცოლად შეირთო. ეს იყო არაჩვეულებრივად ლამაზი და მოხდენილი წყვილი. ერთ სფეროში მუშაობდნენ, ინტერესიც საერთო ჰქონდათ და ძალიან, ძალინ ბედნიერები იყვნენ.

KvirisPalitra.Geრეზო ბავშვობიდან წერდა ლექსებს. ცოლს არაერთი ლექსი მიუძღვნა. მას ეკუთვნის მრავალი თარგმანი  და სცენარიც. რეზო თაბუკაშვილის უშუალო ჩარევითა და ინიციატივით დაუბრუნდა საქართველოს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავებსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტომასალა. სწორედ რეზოს სცენარის მიხედვითაა გადაღებული მხატვრული ფილმები: "წარსული ზაფხული", "ჯვარცმული კუნძული", "მზე შემოდგომისა"... ამ ბოლო ფილმზე რეზო ღიმილით ამბობდა: მედიკო  ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც "მზე შემოდგომისაშიო".

სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ - ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდეველობა ჰქონდა. თითქოს ასხივებდნენო. მათი დიდი ხნის მეგობარი და შვილის - ლაშას ნათლია, ჯაბა იოსელიანი, იხსენებდა: "ერთხელ მოსკოვში ვარ, ჯერ კიდევ არ ვიცნობ რეზოს და მედიკოს. ვზივარ  რესტორანში მეგობრებთან ერთად, დარბაზი ხალხითაა სავსე, უკრავს მუსიკა,  ლხენა ზენიტშია დაUუცებ... დუმდება მუსიკა, ხალხი ირინდება, შემოსასვლელისკენ იმზირება... ისეთი სიჩუმეა, როგორიც სასწაულის წინ შეიძლება იყოს. შევტრიალდი იქით, სადაც ყველას მზერა იყო მიმართული... დარბაზში იდგა ულამაზესი წყვილი, რომელიც თავისუფალ ადგილს თვალებით ეძებდა. მათთან მივიდნენ და მოწიწებით გზა გაუკვალეს კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან. სანამ არ დასხდნენ, სანამ მუსიკა კვლავ არ აჟღერდა, წყვილს ვერავინ მოსწყვიტა თვალი. ესენი ჩემი რეზო და მედიკო იყვნენ..."

ლამაზმა წყვილმა ლამაზი კვალი დატოვა...

 

იხილეთ ფოტოგალერეა:  ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მედეა ჯაფარიძე
მარინა ბაბუნაშვილი  (სპეციალურად საიტისთვის)

nino
25 აგვისტო 2016 09:06
ღმერთმა დაუმკვიდროთ საუფეველი.
lalo
24 აგვისტო 2016 23:03
კარგი ფილმი გამოვიდოდა ამ ისტორიის მიხედვით
სხვა სიახლეები

"ერ­თი ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი­ა, სა­მი ცო­ლი ჰყავს. ქვე­ვით არის კი­დევ ახალ­გაზ­რდა კა­ცი და მა­საც რამ­დე­ნი­მე ცო­ლი ჰყავს. ად­რე უფ­რო ბევ­რი იყო ასე­თი ოჯა­ხი. მომ­წონს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, კა­ცის­თვის უფ­რო კარ­გი­ა. თუ ვინ­მე იჩხ­უ­ბებს და ოჯახს არევს, ის უნ­და წა­ვი­დეს სახ­ლი­დან. კა­ცი თუ ერ­თნა­ი­რი გუ­ლით უყუ­რებს ქა­ლებს, მას ჩვე­ნი რე­ლი­გი­ის მი­ხედ­ვით უფ­ლე­ბა აქვს, შვი­დი ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს."

 

დაწვრილებით...
"საკმარისია სტუდიაში გვყოლოდა, ტრანსგენდერი, რომ უამრავი კომენტარი წამოვიდა"

"დედამ კარგად იცის, ვინც ვარ. შესაძლოა, უთქვამს კიდეც, რომ ეს საქართველოა და არა საფრანგეთი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს რაიმე დავუმტკიცო."
დაწვრილებით...
"რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტად სექსუალური ხარ. უცოდინარი ვერასოდეს იქნება სექსუალური..."

"მერლინს თურმე ძაღლი ჰყოლია, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ვნახე და ყურადღება იმის მერე მივაქციე, რომ ზუსტად იგივე ჯიშის ძაღლი მეც მყვავს. მერილინსაც თეთრი ჩიხვავხა ჰყოლია. ასეთი დამთხვევა მოხდა."
დაწვრილებით...
პარალმენტარმა თინა ხიდაშელმა მეუღლეს, პარალმენტის სპიკერს, დავით უსუფაშვილს დაბადების დღე "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან ასე მიულოცა:
დაწვრილებით...
"ბნელი ვნება", ანუ ტრენტინიანის ოჯახი კანტას წინააღმდეგ

ოთხჯერ დავარტყი. მხოლოდ ოთხჯერ. ჯერ სილა გავაწანი, შემდეგ ხელუკუღმა ვუთავაზე... აი, ამ ხელით. ჯობდა, მომეჭრა...
დაწვრილებით...
"სიცოცხლე ჩემთვის აუტანელია. მაპატიეთ. დალიდა"- ყველა, ვინც მას უყვარდა, ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან. დალიდამაც გადაწყვიტა, რომ სიცოცხლე აღარ ღირდა...

პოლონელი მხატვარი ჟან სობესკი ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელმაც "შავი ორქიდეა" მიატოვა და... ცოცხალი გადარჩა!
დაწვრილებით...
"ნიჭი, შეხედო  საკუთარ თავს იუმორით, ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია"

პაპარაცების მცდელობა, გადაქექონ მისი წარსული და რაიმე საეჭვო აღმოაჩინონ, ამაოა. მერილ სტრიპის სახელს სკანდალები არ უკავშირდება.
დაწვრილებით...
"დაე, ხალხმა იაროს ჩემზე!" - ცნობილ მომღერალს ვარსკვლავს უხსნიან

”21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი”
დაწვრილებით...
"ბევრი ცნობილი შემოქმედი იყო განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ თავისთვის იყვნენ."

"ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებთ, რას იტყვის სხვა... – სხვისი ყოფაც არ ვატირე?!"

"მამაკაცი იმისთვის არის დაბადებული რომ ქალი ხიბლავდეს"
დაწვრილებით...
”მე და გიორგი კლასელებიც ვიყავით, კურსელებიც და თანამშრომლებიც.”

"პოლიტიკურ კარიერაზე რომ მეფიქრა, მაშინ ამდენ ”სიგიჟეს” ვერ გავაკეთებდი"

"ლევან ვასაძე ყველა ჩვენგანს ძალიან ეხმარებოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე"
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად! ბინა ახალი რემონტით
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ქირავდება დღიურად ვაჟა ფშაველაზე მოდულთან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები