"პალიტრა მედია" Facebook-ზე წიგნების გათამაშებას იწყებს!
"პალიტრა მედია", პროექტის "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფეისბუქის გვერდზე ვიქტორინას იწყებს. სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის საშუალებით, ფეისბუქის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ყოველი ახალი დღე სასიამოვნო საჩუქრით, "პალიტრა ელის" გამოცემული ახალი წიგნებით დაიწყონ!
"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "დისნეის ზღაპრები", "დიდი ქართველები", "დიდ კინოდ ქცეული წიგნები", "მსოფლიო კულინარიის შედევრები", "დიდი მხატვრები", "მაჩვენე როგორ", "ქართული პროზის საგანძური" - ეს იმ პოპულარული წიგნების სერიების ჩამონათვალია, რომლებიც აღნიშნული თამაშის ფარგლებში გათამაშდება და მისი მფლობელი, შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანი გახდეს! ამისათვის საჭიროა იყოთ ყურადღებით; ვიქტორინა ყოველ სამუშაო დღეს, დღის 12:00-ზე დაიწყება და გამარჯვებული პირველივე სწორი პასუხის ავტორი იქნება. შესაბამისად, გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სწრაფად უპასუხებს ხუთ საკონკურსო კითხვას.
თამაშის დაწყების შესახებ ინტერნეტმომხმარებლები ინფორმაციას ”ამბები.გე”-სა და "50 წიგნის" ფეისბუქის გვერდზე მიიღებენ.
დეტალური ინფორმაცია ვიქტორინის შესახებ:
ვიქტორინა 5 შეკითხვისგან შედგება. თითოეულ შეკითხვაზე მოცემული იქნება 4 სავარაუდო პასუხი. შესაბამისად, მკითხველმა 4 შემოთავაზებული ვარიანტიდან ერთადერთი სწორი პასუხი უნდა აირჩიოს.
სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ვიქტორინის მონაწილე ავტომატურად გადადის შემდეგ კითხვაზე, ხოლო კითხვაზე არასწორი პასუხის შემთხვევაში, ჯარიმდება 20 წამიანი პაუზით. პაუზის შემდეგ მას ისევ მიეცემა თამაშის გაგრძელების საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, მას შეეძლება გამოიყენოს დახმარება - მინიშნების ბმული, რომელიც თითოეულ კითხვას ახლავს და საიდანაც მკითხველი მარტივად მიხვდება, რომელია სწორი პასუხი.
ყველა ვიქტორინის ბოლო, მეხუთე პასუხი მონაწილემ თვითონ უნდა გამოიცნოს და ჩაწეროს შესაბამის ველში. ამის შემდეგ აუცილებელია სახელის, გვარის და საკონტაქტო, აქტიური იმეილის მითითება.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც ვიქტორინის 5 კითხვას ყველაზე სწრაფად გასცემს სწორ პასუხს. ყოველი ვიქტორინის გამარჯვებული ვიქტორინის თემის შესაბამის წიგნს ზემოთ ჩამოთვლილი პოპულარული წიგნების სერიიდან მიიღებს.
გამარჯვებულს ვიქტორინის ორგანიზატორი დაუკავშირდება და კუთვნილ პრიზს გადასცემს.
იყავით ყურადღებით, ყოველდღიურად, აქტიურად ადევნეთ თვალი ”ამბები.გე”-სა და "50 წიგნის" ”ფეისბუქის” გვერდს, ზუსტად 12:00-დან მიიღეთ მონაწილეობა ვიქტორინაში, მოიგეთ რჩეული წიგნები და დაიწყეთ დღე პოზიტიურად!