თბილისის შუქნიშნები ახლებურად მუშაობს
18-04-2011
უკვე რამდენიმე დღეა, თბილისის შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს. სიახლე ის არის, რომ მოძრაობის მომწესრიგებელ ხელსაწყოებზე წითლის შემდეგ პირდაპირ მწვანე ინთება და არა - შუალედური, გამაფრთხილებელი ყვითელი ნათურა.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც წითელი შუქი ქრებოდა, მძღოლები მწვანე შუქის ანთებას აღარ ელოდებოდნენ და მოძრაობას ყვითელი ფერის აციმციმებისთანავე იწყებდნენ, რაც გზაჯვარედინებზე საავარიო სიტუაციებს ქმნიდა. თუმცა, როცა მწვანე ნათურა ანთია, წითელი ფერის ანთებამდე, ისევ გამაფრთხილებელი ყვითელი აციმციმდება.

სიახლე ნამდვილად მისასალმებელია, რადგან ქართველი რისი ქართველია, ავტომანქანა იმ დროს არ "მოწყვიტოს" ადგილიდან, როცა შუქნიშანზე არათუ მწვანე, ხეირიანად ყვითელი ფერიც კი არ აციმციმებულა. ამას დედაქალაქის შუქნიშნებზე დამონტაჟებული წამმზომიც უწყობს ხელს, რომელიც ამა თუ იმ ფერის ნათურის ანთებამდე დარჩენილ დროს აჩვენებს. თუმცა, ამიერიდან თბილისელ მძღოლებს ახალი რეჟიმით მოუწევთ მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით დედაქალაქის ყველა შუქნიშანი დამოუკიდებლად, "თავისთვის" მუშაობს და ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ; სამომავლოდ კი შუქნიშნების ერთიან სისტემაში მოქცევა იგეგმება, რაც გზაჯვარედინების გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატებს, რაც ავტომატური რეჟიმით მომუშავე შუქნიშნები შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ტიპის შუქნიშანი არა გარკვეული დროის შემდეგ, არამედ იმის შესაბამისად ცვლის ფერებს, ავტომანქანების რა რაოდენობაა გზაჯვარედინის ამა თუ იმ მონაკვეთზე.


პირველი შუქნიშანი

შუქნიშანი ავტომანქანის შექმნამდე გამოიგონეს. შუქნიშნის ტიპის პირველი მოწყობილობა ჯონ პიკ ნაითმა გამოიგონა და ის ლონდონში,  ბრიტანეთის პარლამენტის მახლობლად დაამონტაჟეს 1686 წლის 10 დეკემბერს. ნაითი სარკინიგზო სემაფორების სპეციალისტი გახლდათ; მის მიერ შექმნილ შუქნიშანს სემაფორის ორი ფრთა ჰქონდა და ხელით იმართებოდა. პირველი ელექტრული შუქნიშანი კი ამერიკელმა ლესტერ ვაირმა შექმნა. 1914 წლის 5 აგვისტოს კი, აშშ-ის ქალაქ კლივლენდში, 105-ე ქუჩისა და ევკლიდეს ავენიუს გადაკვეთაზე, ჯეიმს ჰოგის მიერ შემუშავებული 4 ელექტრული შუქნიშანი დაამონტაჟეს. შუქნიშანს ორი - მწვანე და წითელი ფერის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნათურები ჰქონდა. მას გზაჯვარედინზე დადგმულ შუშის ჯიხურში მყოფი პოლიციელი მართავდა.

1920 წლიდან შუქნიშანს მესამე - ყვითელი ფერიც დაემატა. ორი წლის შემდეგ კი ასეთი შუქნიშნები ევროპაშიც გავრცელდა. მას შემდეგ საგზაო მოძრაობის მომწესრიგებელი ეს ხელსაწყო შესამჩნევად დაიხვეწა და ახლა იგი მთლიანად ავტომატიზებულია.


www.kvirispalitra.ge

თქვენი აზრით, ავიცილებთ თუ არა საავარიო სიტუაცებს  შუქნიშნების ახალ რეჟიმში ამოქმედების პირობებში?
zviad samadashvili
22 აპრილი 2012 16:09
თუ ქართველებმა (მძღოლებმაც და ქვეითებმაც) გზებზე მოძრაობის კულტურა არ ვისწავლეთ არანაირი ცვლილება არ გვიშველის
სხვა სიახლეები
უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე ავტომანქანა მარჯვენასაჭიანია. ამის მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვის ან ასეთი ავტომობილის ფლობისთვის გადასახადის დაწესების თაობაზე.
დაწვრილებით...
"იქნება ერთგვარი ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად წაგიყვანს იქ, სადაც დაგჭირდება!"
დაწვრილებით...
აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე ჩადილლაც Cadillac Estate Wagon, რომელიც თავის დროზე ელვის პრესლის ეკუთვნოდა.
დაწვრილებით...
კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა პირველი სერიული ელექტრომობილი ი3. გერმანული კონცერნი მომხმარებელს ავტომანქანის ორ ვერსიას სთავაზობს:
დაწვრილებით...
გიორგი თევზაძე 23 ივნისს ბათუმში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბედის ირონიით, ცნობილი ექსტრემალი და დრიფტერი მაშინ დაიღუპა, როცა მისი BMW M5-ის საჭესთან გიორგის მეგობარი იჯდა - ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა...
დაწვრილებით...
ბოლო დროს ქართულ საავტომობილო ბაზარზე ყველაზე მსხვილი "მოთამაშეები" ყაზახი ავტოდილერები იყვნენ. სწორედ ისინი ყიდულობდნენ რუსთავის ავტობაზრობაზე ძვირად ღირებულ ავტომანქანებს. რამდენიმე კვირაა აზიელი ავტომოვაჭრეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, მოწონებულ ავტომანქანას სასწრაფოდ, ზედმეტი ვაჭრობის გარეშე გაუყენებდნენ ხოლმე ყაზახეთის გზას.
დაწვრილებით...
სექტემბრის ბოლოს რომის პაპი ბენედიქტ XVI აპირებს, მშობლიურ გერმანიას ესტუმროს.  ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის გერმანელები საპატიო სტუმარს საჩუქარს - ახალ "პაპომობილს" უმზადებენ, რომელიც ზინდელფინგენში გასაიდუმლოებულად იწყობა.
დაწვრილებით...
ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი  Porsche Cajun-ს "უმცროსი ძმის" - ჩაჯუნ-ის შესახებ. უკანასკნელი ცნობით,  Audi Q5-ის ბაზაზე აწყობილი კომპაქტური ჩაჯუნ-ის მხოლოდ ხუთკარიან კი არა, უფრო სპორტულ,  3-კარიან ვერსიასაც შემოგვთავაზებენ.
დაწვრილებით...
ბრიტანელებმა იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, სადაც ყველაზე ხშირი და ხანგრძლივი საავტომობილო საცობებია. ათეულში პირველობა არავის დაუთმო ბრაზილიის ქალაქმა სან-პაულუმ, სადაც სამი წლის წინ 265-კილომეტრიანი(!) საცობი დაფიქსირდა.
დაწვრილებით...

ცოტა ხნის წინ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი ინიციატივა შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ახალი სავალდებულო "საგანი" დაინერგება - "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება".
დაწვრილებით...
ბინა 48 თვიანი შიდა უპროცენტო
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
მდებარეობს წერეთლის გამზირზე "კოკა-კოლის" ქარხნის
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები