აკუმულატორები გაქირავებით!
30-05-2011
"რენომ" ელექტრომობილების ფასი გამოაქვეყნა

"კვირის პალიტრამ" ელექტრომობილების შესახებ რამდენჯერმე დაწერა. თუმცა, ამ თემას ისევ უნდა მივუბრუნდეთ, რადგან "რენომ" თავისი ყველაზე პატარა ელექტროკარის ფასები გამოაქვეყნა.'' ''ღენაულტ თწიზყ -ს საბაზო ვერსია, სახელწოდებით  Urban 45, ევროპულ ბაზარზე  6.990 ევრო ეღირება. ორადგილიანი ავტომობილი, რომლის სიგრძეც სულ რაღაც 2,3 მეტრია, 5(!) ცხ.ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, ამიტომაც 450-კილოგრამიანი თწიზყ-ს მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 45კმ/სთ-ია.

გარდა ამისა, Twizy-ს კიდევ ორი ვერსია გაიყიდება: Urban-ი (7.690 ევრო) და Technic-ი (8.490 ევრო). პირველ მოდელთან შედარებით, მათ გაცილებით მძლავრი ელექტროძრავა ექნებათ - 17-ცხ.ძალიანი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომელიც 80კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. "რენოს" წარმომადგენელთა განცხადებით, Twizy-ს აკუმულატორების დასამუხტად 3,5 საათი იქნება საჭირო, მათი ენერგიით კი მინიატიურული ელექტრომობილი დაახლოებით 100 კილომეტრის გავლას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფასში აკუმულატორების ღირებულება  გათვალისწინებული არ არის, თუმცა "რენო" მსურველებს მათ დაქირავებას სთავაზობს: 5-ცხ.ძალიანი აკუმულატორის  არენდის ფასი თვეში 45 ევრო იქნება, 17-ცხ.ძალიანების კი ოთხი ევროთი მეტი. Renault Twizy-ს გაყიდვა საფრანგეთში წელსვე დაიწყება, ევროპის სხვა ქვეყნებში კი მომავალი წლიდან.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
უკანასკნელი წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში შემოყვანილი ყოველი მეორე ავტომანქანა მარჯვენასაჭიანია. ამის მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვის ან ასეთი ავტომობილის ფლობისთვის გადასახადის დაწესების თაობაზე.
დაწვრილებით...
"იქნება ერთგვარი ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად წაგიყვანს იქ, სადაც დაგჭირდება!"
დაწვრილებით...
აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე ჩადილლაც Cadillac Estate Wagon, რომელიც თავის დროზე ელვის პრესლის ეკუთვნოდა.
დაწვრილებით...
კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა პირველი სერიული ელექტრომობილი ი3. გერმანული კონცერნი მომხმარებელს ავტომანქანის ორ ვერსიას სთავაზობს:
დაწვრილებით...
გიორგი თევზაძე 23 ივნისს ბათუმში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბედის ირონიით, ცნობილი ექსტრემალი და დრიფტერი მაშინ დაიღუპა, როცა მისი BMW M5-ის საჭესთან გიორგის მეგობარი იჯდა - ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა...
დაწვრილებით...
ბოლო დროს ქართულ საავტომობილო ბაზარზე ყველაზე მსხვილი "მოთამაშეები" ყაზახი ავტოდილერები იყვნენ. სწორედ ისინი ყიდულობდნენ რუსთავის ავტობაზრობაზე ძვირად ღირებულ ავტომანქანებს. რამდენიმე კვირაა აზიელი ავტომოვაჭრეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, მოწონებულ ავტომანქანას სასწრაფოდ, ზედმეტი ვაჭრობის გარეშე გაუყენებდნენ ხოლმე ყაზახეთის გზას.
დაწვრილებით...
სექტემბრის ბოლოს რომის პაპი ბენედიქტ XVI აპირებს, მშობლიურ გერმანიას ესტუმროს.  ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის გერმანელები საპატიო სტუმარს საჩუქარს - ახალ "პაპომობილს" უმზადებენ, რომელიც ზინდელფინგენში გასაიდუმლოებულად იწყობა.
დაწვრილებით...
ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი  Porsche Cajun-ს "უმცროსი ძმის" - ჩაჯუნ-ის შესახებ. უკანასკნელი ცნობით,  Audi Q5-ის ბაზაზე აწყობილი კომპაქტური ჩაჯუნ-ის მხოლოდ ხუთკარიან კი არა, უფრო სპორტულ,  3-კარიან ვერსიასაც შემოგვთავაზებენ.
დაწვრილებით...
ბრიტანელებმა იმ ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, სადაც ყველაზე ხშირი და ხანგრძლივი საავტომობილო საცობებია. ათეულში პირველობა არავის დაუთმო ბრაზილიის ქალაქმა სან-პაულუმ, სადაც სამი წლის წინ 265-კილომეტრიანი(!) საცობი დაფიქსირდა.
დაწვრილებით...

ცოტა ხნის წინ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი ინიციატივა შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვითაც, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ახალი სავალდებულო "საგანი" დაინერგება - "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება".
დაწვრილებით...
გირავდება ბინა
იყიდება მიწის ორი ნაკვეთი დიღომი
ქირავდება სავაჭრო ფართი(მაღაზია), ბიზნეს ცენტრ
გირავდება ბინა 101 კვარდრატი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები