ყველაფერს "ჭკვიანი" მანქანა გააკეთებს - კვირის პალიტრა

ყველაფერს "ჭკვიანი" მანქანა გააკეთებს

კომპანია ჭოლკსვაგენ-მა Google-სა და Oracle-სთან ერთად მუშაობა დაიწყო ახალ ელექტრულ სისტემაზე, რომელიც ავტომანქანის პარკირებას ადამიანის დაუხმარებლად შეძლებს.

გარდა ამისა, სისტემა სატრანსპორტო საშუალებას მძღოლს იმ დროს "მიუყვანს", როცა ამ უკანასკნელს დასჭირდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ამ ელექტრული სისტემის შექმნაზე იმუშავებს, აშშ-ის ქალაქ ბელმონტში გაიხსნა. ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარია, თანამგზავრული პარკირების სისტემაზე მომუშავე კონსტრუქტორებისა და ინჟინრების რიცხვი კი 100-ს აღწევს. რაც შეეხება სისტემის მუშაობას, ასეთია:

როდესაც მძღოლი მრავალიარუსიან ავტოსადგომზე მივა, მას აღარ დასჭირდება თავისუფალი ადგილის ძებნა. მშვიდად შეუძლია თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენზე კი "ჭკვიანი" ავტომანქანა იზრუნებს. მძღოლს მხოლოდ დისტანციური პულტიდან სიგნალის გაგზავნა ევალება, რის შემდეგაც ავტომანქანა დამოუკიდებლად მოძებნის თავისუფალ ადგილს, მორიგი სიგნალის მიღების შემდეგ კი იმ ადგილას მივა, სადაც მძღოლი იქნება!