საჭეზე მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში!
საჭე, რომლითაც ავტომანქანას მართავენ, გაცილებით დაბინძურებულია, ვიდრე... უნიტაზი საზოგადოებრივ ტუალეტში, - დაადგინეს ლონდონის უნივერსიტეტ Queen Mary-ის მეცნიერებმა.

სპეციალისტებმა საკვლევი ნიმუშები ორივე ზემოთ აღნიშნული ადგილიდან აიღეს და გამოკვლევის შედეგით გაოგნებული დარჩნენ: თუ ტუალეტში სამ კვადრატულ სანტიმეტრზე  საშუალოდ 80 სახეობის ბაქტერია იქნა აღმოჩენილი, ავტომობილის საჭეზე დაახლოებით 700 სახეობა აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ საჭეზე აღმოჩენილი ბაქტერიების უმრავლესობას შეუძლია, კვებითი მოწამვლა გამოიწვიოს.

"უწმინდურობის" ასეთ თავმოყრას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ავტომანქანის რეცხვისას მათი მფლობელები საჭეს სათანადო
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყურადღებას არ აქცევენ. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელი მძღოლები საჭეს, საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში მხოლოდ.

ერთხელ წმენდენ.  სპეციალისტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად გავწმინდოთ საჭის რგოლი, მართვის შემდეგ კი აუცილებლად დავიბანოთ ხელი. ბოლოს კი იმასაც გეტყვით, რომ ბაქტერიების მთელი "ჯარის" მიუხედავად, საჭე სულაც არ არის ავტომანქანის ყველაზე ჭუჭყიანი დეტალი: საბარგულის სამ კვადრატულ სანტიმეტრზე ათასამდე სხვადასხვა სახეობის ბაქტერიის აღმოჩენა შეიძლება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1