სამკარიანი Porsche Cajun-ი
ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი  Porsche Cajun-ს "უმცროსი ძმის" - Cajuni-ის შესახებ. უკანასკნელი ცნობით,  Audi Q5-ის ბაზაზე აწყობილი კომპაქტური ჩაჯუნ-ის მხოლოდ ხუთკარიან კი არა, უფრო სპორტულ,  3-კარიან ვერსიასაც შემოგვთავაზებენ.

ასეთი მოდიფიკაცია შესაძლებლობას მისცემს ინჟინრებს, ახალი მოდელი ძალიან არ ჰგავდეს იმავე "აუდის", თანაც, კონკურენცია გაუწიონ წარმომადგენლობითი კლასის ახალ მოდელებს, მაგალითად, – Range Rover Evoque-ს, რომელსაც არსენალში ასევე აქვს 5 და 3-კარიანი მოდელები. Cajun-ს "პორშეს" ლაიფციგის ქარხანაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ააწყობენ და ოთხივე წამყვანი თვლის გარდა, უნიკალურ სამუხრუჭე და სტაბილიზაციის სისტემებსაც მიიღებს.

Cajun-ის ინტერიერი ისეთივე იქნება, როგორიც მის "უფროს ძმებს" - Cayene-ს და Panamera-ს აქვს. ახალი მოდელი ძრავების გამასაც "აუდისგან" ისესხებს, ოღონდ "პორშეს" ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ სიმძლავრის გასაზრდელად ცოტას "წაიმუშავებენ" ძრავებზე. საბაზო მოდელი 2,0 ლიტრი მოცულობის, 220-ცხ.ძალიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი, სპეცვერსია კი 3,0-ლიტრიანი, 350-ცხ.ძალიანი V6-ით. პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ იმის თქმა კი ზუსტად შეიძლება, რომ Porsche Cajun-ი 2013 წლამდე არ გაიყიდება.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
თვის კითხვადი სტატიები