სამკარიანი Porsche Cajun-ი - კვირის პალიტრა

სამკარიანი Porsche Cajun-ი

ცოტა ხნის წინ ახალი დეტალები გახდა ცნობილი  Porsche Cajun-ს "უმცროსი ძმის" - Cajuni-ის შესახებ. უკანასკნელი ცნობით,  Audi Q5-ის ბაზაზე აწყობილი კომპაქტური ჩაჯუნ-ის მხოლოდ ხუთკარიან კი არა, უფრო სპორტულ,  3-კარიან ვერსიასაც შემოგვთავაზებენ.

ასეთი მოდიფიკაცია შესაძლებლობას მისცემს ინჟინრებს, ახალი მოდელი ძალიან არ ჰგავდეს იმავე "აუდის", თანაც, კონკურენცია გაუწიონ წარმომადგენლობითი კლასის ახალ მოდელებს, მაგალითად, – Range Rover Evoque-ს, რომელსაც არსენალში ასევე აქვს 5 და 3-კარიანი მოდელები. Cajun-ს "პორშეს" ლაიფციგის ქარხანაში ააწყობენ და ოთხივე წამყვანი თვლის გარდა, უნიკალურ სამუხრუჭე და სტაბილიზაციის სისტემებსაც მიიღებს.

Cajun-ის ინტერიერი ისეთივე იქნება, როგორიც მის "უფროს ძმებს" - Cayene-ს და Panamera-ს აქვს. ახალი მოდელი ძრავების გამასაც "აუდისგან" ისესხებს, ოღონდ "პორშეს" ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ სიმძლავრის გასაზრდელად ცოტას "წაიმუშავებენ" ძრავებზე. საბაზო მოდელი 2,0 ლიტრი მოცულობის, 220-ცხ.ძალიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი, სპეცვერსია კი 3,0-ლიტრიანი, 350-ცხ.ძალიანი V6-ით. პრემიერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ იმის თქმა კი ზუსტად შეიძლება, რომ Porsche Cajun-ი 2013 წლამდე არ გაიყიდება.