ზაზა გაბუნიას ბლოგი
თვითმმართველობა და საკანონმდებლო მუშაობის უწყვეტობა
02-12-2015
თვითმმართველობა, აი ეს არის საკითხი რომლის თაობაზეც გვმართებს ბევრი ვიმუშავოთ
დაწვრილებით...
აი, სინამდვილეში რას უკავშირდება 1 აპრილის ტყუილი
01-04-2014
რეალურად, ეს დღე იესო ქრისტეს უკავშირდება. ალბათ ყველას გახსოვთ ეპიზოდი სახარებიდან, როდესაც ჯვარცმული და საფლავად დადებული ქრისტე უკვე მესამე დღეს (რომელიც სწორედ კალენდარული 1 აპრილი იყო) აღარ დახვდებათ გამოქვაბულში. მაშინ სინედრიონის წევრებს, ანუ მათ ვისი მოთხოვნითაც ჯვარს აცვეს იესო, გაახსენდებათ ქრისტეს სიტყვები, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა.
დაწვრილებით...
ამ არჩევნების ხელისუფლების მიერ დამაჯერებლად მოგება, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია
21-03-2014
ახალ პოლიტიკურ გუნდს სახელად "ქართული ოცნება", დღეს ხელისუფლების მხოლოდ ნაწილი, ასე ვთქვათ 2/3 აქვს ხელში აღებული და სახელისუფლებო ძალაუფლების სრულად ხელში ასაღებად და ამავე ძალაუფლების მოსახლეობის ინტერესებისაკენ სრულად მისამართად სწორედ 15 ივნისის არჩევნებია საჭირო.
დაწვრილებით...
ტრანსპორტში რადიოს ამკრძალავი პარტია კომუნიზმის დაბრუნების საშიშროებაზე საუბრობს
26-12-2013
მხოლოდ გიგი უგულავამ და მხოლოდ 4 თვეში, 2012 წლის სექტემბერში, 2012 წლის დეკემბერში, 2013 წლის აპრილში, 2013 წლის მარტში, მხოლოდ მობილური კავშირით მომსახურებაზე ჯამში 98 482 ლარი დახარჯა. აქვე, ვეკითხები სხვის მორალზე მოსაუბრე ყოფილ მერს და ყოფილ მმართველ პარტიას. მაშინ როცა საკრებულოს წევრებმა ვერ მივაღწიეთ იმას რომ უსახლკაროთათვის მერიას აეშენებინა სახლები, რამდენად მორალურია მხოლოდ სატელეფონო საუბრებისთვის, მხოლოდ 4 თვეში 100 000 ლარის ბიუჯეტიდან დახარჯვა?!
დაწვრილებით...
გუშინდელი დებატები ანუ ისევ სააკაშვილისეული "ნაციონალური მოძრაობა"
19-11-2013
ზოგიერთი დეპუტატის საქციელში შეიმჩნეოდა ახალი იმპულსები. მაგალითად ეს იმპულსები იგრძნობოდა ბარამიძის სრულიად არანორმალურ საქციელში, რომლის მიზანი ალბათ ის არის, რომ თუ მის მიმართ ზემოთ ნახსენებ რომელიმე ბრალმდებელს შეკითხვა გაუჩნდება (და მის მიმართ ერთ-ერთ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს შეკითხვები) ეს ღარიბაშვილთან "შეუპოვარ" კამათს დააბრალოს.
ისე კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში და მის გარეთ ისევ ისეთები არიან, აგრესიული, სარკაზმული, არაეთიკური, ბოლშევიკური, ფსევდო-დემოკრატიული და სააკაშვილისეული.
დაწვრილებით...
თვის კითხვადი სტატიები