08-02-2010
კაცი იმედით ცოცხლობს, ქვეყანა - შვილებით. ცუდად ვართ, მაგრამ ცუდად ხშირად ვიყავით. თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ქართველობას ისიც ვერ გაეგო, ვისი გორისა იყო, მაგრამ მოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო შვილები და ქვეყანა ფეხზე დააყენეს, ცნობიერება დაუბრუნეს.
08-02-2010
უცხოელებისა მხოლოდ ის შემშურებია, რომ სიცოცხლის ფასი იციან. არაერთხელ მინახავს დოკუმენტურ ფილმებში: სადმე ჯუნგლებში ჩიტი ხეზე ვაგლახად რომ ჩამოეკონწიალოს, მაშველი მიფრინდება შვეულმფრენით და ჩამოხსნის.
11-01-2010
ექსპერტთა ვარაუდით, ორთაჭალაში, გულიას ქუჩის #3-ში მდებარე შენობის ჩამონგრევის მიზეზების დადგენა არ უნდა გაჭიანურდეს. საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობის ნგრევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, სავარაუდოდ, ნაგებობის საყრდენ ნაწილებზე მექანიკურმა ზემოქმედებამ გამოიწვია.
04-01-2010
ახლა რა დროს საქმე და გაზეთებია, ბაზარში უნდა მიდიოდე და საახალწლო სუფრას ამზადებდე, თანაც საჩუქრებს ყიდვა არ უნდა?! - გაგულისებულმა მიაძახა გაზეთების ჯიხურში მომუშავე მეუღლეს,
04-01-2010
ფანჯარასთან დგომა და მოლოდინი დედის გულმა იცის, რაც არის... მამის გულმაც იცის. ისე ხომ არც ერთი შვილი გაზრდილა, ერთხელ რომ არ დაეგვიანებინა შინ მისვლა... ჰოდა, ასეთ დროს დედები ფანჯრებთან იდგნენ და შვილების გზას გაჰყურებდნენ, მამები ოთახში, ან ეზოში სცემდნენ ბოლთას და ყელში მობჯენილ საყვედურს აოკებდნენ.
21-12-2009
თბილისი ულამაზესი ეზოების ქალაქი იყო, მერე ნელ-ნელა რუხი კორპუსებისა და ნაცრისფერი ეზოების ქალაქად იქცა. ერთმანეთი "დაკარგა" ხალხმა - დაიკარგა ლამაზ ეზოებში გაჩენილი ლამაზი სიყვარული და სითბო. ერთ დროს გოგებაშვილის #43-ის ეზოც ასეთი იყო - იქ 1956 წელს ქართველი მწერლებისთვის სახლი ააშენეს.
14-12-2009
"რომელი მეტი ქართველია: მე, ე.წ. მიკირტუმა თუ ამ ქვეყნის დამანგრევლები"ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმა თბილისის მერიამ დიდი ხნის წინ შეიმუშავა. ეს საშური საქმეა, მაგრამ საკითხავი ის არის, ვინ იცხოვრებს ძველ თბილისში ან იქნება კი ის ძველი? მოვლენები ამ ბოლო დროს ისე ვითარდება, რომ ძალაუნებურად ეჭვი შეგიპყრობს. ეს მართლაც ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმაა თუ ძველი თბილისელების სახლებიდან გამოყრის გეგმა?
14-12-2009
სასწავლო წლის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ რაკი საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია გამოცდების სკოლებში ჩატარების პერსპექტივამ, გაჩნდა ბევრი სხვა შეკითხვაც. გადავწყვიტეთ, მკითხველს სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს აქტუალურ შეკითხვებს პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა გასცა.
07-12-2009
"სისუფთავის ქალაქად" წოდებულ თბილისში "მუხიანის დასახლება 2"-ში თუ მოხვდებით, არ იფიქროთ, რომ საქართველოსგან "გამოყოფილი" კიდევ ერთი "ნამცეცა ტერიტორია" აღმოაჩინეთ! აქ რაც ხდება, არა რუსული აგრესიის, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი გამგეობის უგულობის ბრალია.
30-11-2009
ცოტა ხნის წინ სახლში მოსალოდნელი სტუმრები მეწვივნენ. სიტყვა "მოსალოდნელი" შემთხვევით არ მიხსენებია, - დედაქალაქის მერის არჩევნების წინ სტუმრებს ყოველთვის ველოდები. დაიწყო უკვე კარდაკარ სიარული და ეზო-სახლის ატალახება, არიქა, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩვენსას რომ მოვრჩებით, მერეო. ამ მარათონში კი ყველაზე პირველად დედაქალაქის მერის ემისრებმა აიღეს სტარტი!
30-11-2009
რატომ აშენდა ხიდი პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას პროსპექტის დასაწყისში, ეს პეკინის ქუჩის #33 და #36 კორპუსების მობინადრეთათვის გაუგებარია.
30-11-2009
ეს ამბავი დილაუთენია ჩემი მეზობლის, გუგულა დეიდას შეცხადებით დაიწყო, - ნახევრად მძინარე წამომაგდო, - ადექი, რა უნდა განახოო.
23-11-2009
ახალი რა ხდება თბილისში? ერთი შეხედვით, არაფერი - ცა ისევ წვიმას აპირებს, პიკის საათში ქუჩები ისევ გაჭედილია მანქანებით, ნერვებიც
23-11-2009
ეს ქართული თონეა! გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ვინ იქნება ჩვენ შორის ისეთი, ვისაც თვალი არ გაქცევია ხმაურიანი ქალაქის მიყუჟულ
23-11-2009
რედაქციაში თბილისელი ნინო ხეჩინაშვილის წერილი მივიღეთ:
09-11-2009
"გარეგნობას არ ჰქონია მნიშვნელობა, სულში რა გაქვს, ის არის მთავარი..."84 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე. მშვენიერი ქალბატონი ბოლო წლებში თითქოს უწონო იყო, კი არ დადიოდა, ფარვანასავით დაფარფატებდა ულამაზესი შლაპებით. მის უზადო მშვენიერებას დრო-ჟამი ვერ მორეოდა... მახსენდება მისი პასუხი გულწრფელ ქათინაურზე: -ერთ რამეს დავაკვირდი ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში, - ვინც ბოროტად არ იცხოვრა, ალალ-მართალი იყო და ცუდი არავისთვის უნდოდა, ყველა ლამაზად დაბერდა... ზოგიერთი ლამაზი ქალი შეუხედავ დედაბრად იქცა...