ეს ამბავი დილაუთენია ჩემი მეზობლის, გუგულა დეიდას შეცხადებით დაიწყო, - ნახევრად მძინარე წამომაგდო, - ადექი, რა უნდა განახოო.გულში კი ვბრაზობ, მაგრამ, რას ვეტყვი. ჯერ ერთი, უფროსია, მეორეც, ჩემი ზარმაცი მეზობლების ნაცვლად სადარბაზოს ის ასუფთავებს, ამიტომ უსიტყვოდ მივყვები. ვხედავ, ბუნკერის მილი უზარმაზარი თუნუქით იყო აჭედილი. წარწერაღა აკლია, - აქ ნაგავი ამიერიდან აღარ ჩაყაროთო!
- მოსალოცად გვაქ, ნენა (გუგულა დეიდა გურულია!), საქმე. თქვენც დეისვენებთ და მეც, აწი აქანე არც ნაგავი გაჭაჭანდება და არც ვირთხა!
მეც მივულოცე, - ხელის ჩამორთმევით! აბა, რას ვიზამდი, რამდენჯერ გაჭედილი ბუნკერის ამოსუფთავებისას რომელიღაც, ქათმის თუ ღორის ვირუსს წამოვდე "თითი", - კინაღამ ვიღაცის ჩაგდებული შპრიცი შემერჭო ხელთათმანში. მერე, გახარებული, პოლიტიკაზე ლაპარაკშიც ავყევი, ეს რა მსხვერპლია, ჩემ გარდა არავინ იცის, მტრისას! თან ნელ-ნელა ჩემი კარისკენ ვიხევდი, - მსხვერპლშეწირვასაც დასასრული აქვს, თუმცა გუგულა დეიდასთან, მგონი, არა! - კარი მოხურული არ მქონდა, მისი კივილი ისევ გავიგონე, - მეისპითო! ფანჯარაში დამხვდა გადამხობილი და მთელ კორპუსს ლანძღავდა, - თქვენ ხალხი ხართო?! რა იყო-მეთქი. თვალი გაახილე და დეინახავო, კინაღამ გამლახა. შეშინებულმა კი გავახილე, მაგრამ ნეტა არ დამენახა, - მთელი ჩვენი კორპუსის ნაგავი ბუნკერის წინ პარკებით იყო ჩამოლაგებული, ანუ - გარიალებული!
- კი, მაგრამ ნაგვის ყუთი იქვე არ დგას, აეხადათ და ჩაეყარათ, რა ძნელი იყო-მეთქი. გუგულა მთლად გადაირია - ჩვენი გამოსწორება არ იქნება, ნაგავში უნდა დავიხრჩოთო! მიაყოლა და რა მიაყოლა და აფსუს, ჩემ გარდა აუდიტორია არ ჰყავდა!
თუმცა რატომ აფსუს? თუ ვინმეს ამ სიტყვის მოსმენა უნდა, გუგულა დეიდაც ისევ იქა მყავს. ეზოში ბუნკერების წინ მიმოფანტულ ნაგავს დღეს თუ გაიტანენ, ხვალ ისევ დაყრიან!.. ამიტომ შეუძლია, ხვალაც მოვიდეს, ზეგაც, ნახოს და მოუსმინოს. მაგრამ ვეჭვობ, ამ სიშორეზე სიარული დაგჭირდეთ, - ასეთი "გუგულა დეიდები" თქვენც გეყოლებათ - "ნამდვილი ქართველები" მხოლოდ ჩემს კორპუსში რომ არ ცხოვრობენ, ნამდვილად ვიცი, სხვა კორპუსების ბუნკერების წინაც ბლომად ყრია ნაგავი, ნაგვის ყუთებისგან სულ რაღაც ნახევარი, ან ერთი მეტრის მოშორებით. მე კი ის მაინტერესებს, მოსეს თუ ორმოცი წელიწადი დასჭირდა თავისი ხალხის აღთქმულ მიწამდე მისაყვანად, ჩვენ რამდენი დაგვჭირდება - ცოტა დრო მაინც არ გავიდა, რაც უდაბნოს გზას დავადექით?












თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!
ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო... ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...
თბილისში ისე ცხელა, როგორც იმერეთში იტყვიან, ხალხს "ტარაბუა (თავბრუ) აქვს დასხმული" და ნიავის მოლოდინში იმას ინიავებენ, რაც ხელთ მოხვდებათ - ზოგი მარაოს, ზოგი ქაღალდის ნაგლეჯს და ზოგიც ხელებს იქნევს აქეთ-იქით, სანამ არაქათი ეყოფა.
დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.
რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება.
"გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.
გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.
დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.
მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..












