"სისუფთავის ქალაქად" წოდებულ თბილისში "მუხიანის დასახლება 2"-ში თუ მოხვდებით, არ იფიქროთ, რომ საქართველოსგან "გამოყოფილი" კიდევ ერთი "ნამცეცა ტერიტორია" აღმოაჩინეთ! აქ რაც ხდება, არა რუსული აგრესიის, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი გამგეობის უგულობის ბრალია.ყველასგან მივიწყებული ქუჩის ერთ ბოლოს გახეთქილი მილიდან წყალი ნავთობივით სამი-ოთხ მეტრ სიმაღლეზე ასხამს, მეორე ბოლოდან კი კანალიზაციის მილებიდან გამონაჟონი პატარა "რუ" მოჩქეფს. ასე რომ, ხვატსა და სიცხეშიც კი აქ ფონს ვერ გახვალთ, ავდარსა და სიცივეში კი ტალახში ჩაეფლობით. აქ ძლიერი წვიმისას სარწყავი არხის წყალიც დიდდება და მოსახლეობას სახლებში უვარდება. ეს წყალწაღებული ქუჩა სტალინის სახელობისაა და ეტყობა, თბილისის მერიას ამიტომაც მიავიწყდა...
"კვირის პალიტრამ" იმ მოქალაქეთა გულისტკივილი გაიზიარა, ვისაც გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება.
ნინო ტალახაძე: - ახლა კიდევ არა გვიშავს. ცოტა ხნის წინ აქ უზარმაზარი ნაგვის გროვა იდგა, ახლახან მეზობლად საცხოვრებლად მერიის თანამშრომელი გადმოვიდა და ნაგავი გაიტანეს. როცა ბუნკერები გადაივსება, იძულებული ვხდებით, ნაგავი ზემოდან დავაყაროთ. ამას ისიც ემატება, რომ კორპუსის მობინადრეები ნაგავს ჩვენს მხარეს, თხრილში ყრიან, რადგან მათ ახლოს ბუნკერები არ დგას. ნაგავს ღორი და საქონელი ჩიჩქნის. დიდი ხანია თავსახურიანი ბუნკერების დადგმას მოვითხოვთ, მაგრამ ჩვენი ხმა მერიას არ ესმის. იქნებ თქვენი მაინც გააგონოთ, დაგვეხმარეთ!
9 წელიწადია აქ ვცხოვრობთ და ასე გვგონია, ხელისუფლებამ არც კი იცის, აქ ხალხი თუ სახლობს. სახლები ლამის წყალმა წაიღოს და ჩვენ კი დასალევი წყალი გვენატრება. არც უწყვეტი ელექტროენერგია გვღირსებია...
ლელა ყურაშვილი: - კანალიზაციისა და სარწყავი არხიდან გადმოსული წყალი ერთმანეთს უერთდება და ამის გამო აქ მუდმივად ანტისანიტარიაა. ზაფხულობით ეს მყაყე წყალი ბაყაყებით ივსება, კოღოები მრავლდებიან. საშინელი სიტუაციაა. გასულ ზაფხულს კოღოებმა ბავშვი დამიკბინეს და ინფექციური დაავადება შეჰყარეს... ძლივს გადავარჩინე.
ვახტანგ ჭუმბურიძე: - ზემოთაც არის წყლის მილი გახეთქილი და გამკითხავი არავინ არის... იქნებ თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღება.
ეთერ მუჩიაური: - ძალიან გთხოვთ, წერილის დაწერას მართლა თუ აპირებთ, მკაცრად დაწერეთ, თორემ ამათ ტკბილი სიტყვა არ ესმით...
P.S. ჩვენ კი დავწერთ, მაგრამ... ხომ გაგიგონიათ, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. ღმერთმა ქნას, მერიამ ამ ხალხისთვისაც მოიცალოს.












თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!
ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო... ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...
თბილისში ისე ცხელა, როგორც იმერეთში იტყვიან, ხალხს "ტარაბუა (თავბრუ) აქვს დასხმული" და ნიავის მოლოდინში იმას ინიავებენ, რაც ხელთ მოხვდებათ - ზოგი მარაოს, ზოგი ქაღალდის ნაგლეჯს და ზოგიც ხელებს იქნევს აქეთ-იქით, სანამ არაქათი ეყოფა.
დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.
რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება.
"გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.
გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.
დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.
მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..












