- ახლა რა დროს საქმე და გაზეთებია, ბაზარში უნდა მიდიოდე და საახალწლო სუფრას ამზადებდე, თანაც საჩუქრებს ყიდვა არ უნდა?! - გაგულისებულმა მიაძახა გაზეთების ჯიხურში მომუშავე მეუღლეს, თვითონ კი საახალწლოდ ბაზარში შესაძენი პროდუქტების სია ჯიბეში ჩაიკუჭა და დიდ ჩანთას დასწვდა. კარიც გაგულისებულმა გაიჯახუნა...ნათელა დეიდა, უკვე რამდენიმე წელია გაზეთებს ყიდის. ახალი წლის წინ სამსახურში ტყუილად დადიხარ, მირჩევნია ბაზარში გამომყვეო, მთელი დილა ეჩხუბებოდა ქმარი.
- სამსახური სამსახურია, - უმეორებდა დაღლილი ქალი, - ასე ჩემს ნებაზე ვერ გავაცდენო, - პასუხობდა ცოლი.
- ვერ გააცდენ, თორემ შენც ახლა ისეთი ვაჭრობა გექნებაო! - არ წყნარდებოდა ნაწყენი კაცი.
საღამოს, როცა ნათელა დეიდა სამსახურიდან დაბრუნდა, გაოცებულმა აღმოაჩინა: მეუღლე სამზარეულოს მაგიდასთან ზის, წინ "წლის პალიტრის" ახალი ნომერი აქვს გადაშლილი და თავჩარგული კითხულობს.
- ეს რა არის! - ხმა აუწია თურმე ნათელა დეიდამ, - აკი ახლა გაზეთების დრო არ არისო!
- ეს გაზეთი არ არის, საჩუქარია, - ულვაშებში ეღიმება უკვე დამშვიდებულ ქმარს და სადღაც გვერდიდან "დიდი მხატვრების" სერიით გამოსული მონეს ალბომი ამოაქვს: - ესეც საჩუქარია!
როცა ამ ამბავს მიყვებოდა, სიცილს ვერ იკავებდა ნათელა დეიდა:
- მე რომ მეთქვა, არ დამიჯერებდა, მეტყოდა, იგონებო... თვითონ უნახავს: ერთი ამბავი ყოფილა ამ ალბომზე, სულ საჩუქრებად ყიდულობდნენ თურმე, ამაზე კარგი თოვლის ბაბუამ რა უნდა მოგვიტანოსო. ალბომის გამოჩენიდან მეორე დღეს აქა-იქღაა შემორჩენილი "მონე". წინა თვეებში გამოსულ "ვან გოგსა" და "გოგენსაც" ეძებენ. ახალი როდის გამოვაო. მე კი ვპასუხობ, "კლიმტი" ერთ თვეში გამოვა-მეთქი. "წლის პალიტრის" ყველა ნომერი ოთხ საათში გათავდა. 2010 წლის ორმხრივი კედლის კალენდარიც ძალიან მოეწონათ. ეს კი მეჩხუბებოდა, ახლა რა დროს გაზეთიაო! იცოცხლე, მერე ცხვირში ვადინე თავისი სიტყვები. მხრებს იწურავდა, მე რა ვიცოდიო... თუ არ იცოდი, გაზეთი როგორ იყიდე-მეთქი! ვნახე, ყველა ყიდულობდა და მეც ვიყიდეო.
რედაქციაში არაერთი ზარი შემოდის. "წლის პალიტრას" კითხულობენ, გათავდა და სად შეიძლება ვიშოვოთო...
"ბიბლუსის" მაღაზიებსა და გაზეთების ჯიხურებში "დიდი მხატვრების" გამოცემებს საჩუქრებადაც იძენენ და ოჯახში ბიბლიოთეკის შესავსებადაც.
როცა ამხელა ინტერესს ხედავ, თითქოს აღარ გემძიმება ხვედრი, რომ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა საახალწლო სამზადისშია, საგოზინაყე ნიგოზს ჭრის, საახალწლო ინდაურს ხარშავს, შენ სამსახურში ხარ და "კვირის პალიტრის" ახალ ნომერზე მუშაობ.
როცა ხალხს ასე სჭირდება შენი შრომის ნაყოფი, ნათელა დეიდას ქმრისა არ იყოს, ეს არც მხოლოდ გაზეთია და არც მხოლოდ წიგნი - ეს მარადიული საჩუქარია!












თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!
ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო... ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...
თბილისში ისე ცხელა, როგორც იმერეთში იტყვიან, ხალხს "ტარაბუა (თავბრუ) აქვს დასხმული" და ნიავის მოლოდინში იმას ინიავებენ, რაც ხელთ მოხვდებათ - ზოგი მარაოს, ზოგი ქაღალდის ნაგლეჯს და ზოგიც ხელებს იქნევს აქეთ-იქით, სანამ არაქათი ეყოფა.
დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.
რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება.
"გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.
გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.
დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.
მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..













06 იანვარი 2010 15:19
თავის ქებაცაა და თავის ქებაც. ტუ ამ სტატიის დასაწერად გაათენე ახალი წლის ღამე რედაქციაში, ძვირფასო მეგობარო, გარწმუნებ, ჯობდა საგოზინაზე ნიგოზი დაგეჭრა სახლში. "
ასეთი კომენტარის გაკეთებას სულ არაფერი დაგეწერა, ჯობდა.
თავის ქება ნაციონალებმა რომ იციან, ისეთი უნდა. ;)
ამ წერილში კი თავის ქება კი არა, საკუთარი თვალებით დანახული სიმართლე დაწერა ჟურნალისტმა.
რა არის უცნაური იმაში, რომ ხალხის საწუხარით დაინტერესებული გაზეთი ხალხს უყვარდეს?
სხვათშორის, ბევრი ნაციონალიც დადებითადაა ამ გაზეთის მიმართ განწყობილი, რადგან ეს გუნდი აშუქებს მოვლენებს აგრესიის გარეშე და კეთილი მიზნებით.
ამას ვინც ვერ ხედავს, შავი სათვალე მოიხსნას თვალებიდან.