ვალუტის კურსი
10/09/2010
USD
1
USD
1.8539
EUR
1
EUR
2.3570
RUB
100
RUB
6.0035
ნარკომანია, თანამედროვე საერთაშორისო...
 
ზაფხული ის დროა,...
 
19-07-2010
დღისით, მზისით ვიღაც მგლის ლეკვს დაატარებდა
დღისით, მზისით ვიღაც მგლის ლეკვს დაატარებდა დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.

მოვეფერე, თავიდან არ გაჭრა ალერსმა, დამფრთხალი მათვალიერებდა. მერე პაწია ცხვირი მომიტანა სახესთან და ალოკვაც კი დამიპირა. შემეცოდა, თვე-ნახევრამდე ასაკის იქნებოდა. დედას ახალმოწყვეტილი, დაობლებული. ვიღაც მონადირეს მოუკლავს ძუ მგელი და ლეკვი თან წამოუყვანია გასაყიდად. ვერ გაუყიდია და უცხოსთვის უჩუქებია.


მგლის ლეკვებზე დიდი მოთხოვნაა. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ინტერნეტსაიტებზე ფლორა-ფაუნის სექციებს გადაავლებთ თვალს. "ვყიდი ან ვიყიდი მგლის ლეკვს", - იუწყება განცხადებები. ფასები ასიდან სამას დოლარამდე მერყეობს. ჩვენებური მგელი იაფი ღირს, უფრო ჩრდილოურის ლეკვებს აქვს ფასი. არ ვიცი, ნამდვილად შემოჰყავთ თუ შემოყვანილად ასაღებენ, მაგრამ ზოგიერთი განცხადება იუწყება, რომ იყიდება ალასკური მგლის ლეკვი.

ვის რად უნდა? ზოგს უბრალოდ ახირება აქვს და მგლის გაძაღლება სურს, ზოგიც სანახაობისთვის ყიდულობს, ძირითადად, პერიფერიებში რესტორნების მეპატრონეები. ჰგონიათ, გალიაში გამომწყვდეული, გასაცოდავებული და დათრგუნვილი მგელი მუშტარს მოიზიდავს. ყიდულობენ საწყალ პაწია ლეკვებს, გალიასაც თოთოობიდან აჩვევენ და ასაკის მატებასთან ერთად კბილებს აცლიან, საშიში რომ აღარ იყოს. ერთ დღესაც, სანახაობისთვის უვარგისი რომ გახდება, მოკლავენ ან ძაღლებს მიუგდებენ და...

მგლის ლეკვს "შავლეგო" დავარქვი. პატრონსაც ვთხოვე, ასე დაუძახე-მეთქი. კარგი რა, სახელი დავუძახო არა, ერთი თვე მეყოლება, ბავშვებს გავართობ და მერე მოვიშორებო. უსიამოდ გამაჟრჟოლა, მყისვე გამიელვა თავში, ნეტავ რა ელის ამ უბედურს, რესტორნის მეპატრონისგან კბილების დაძრობა თუ ზოოპარკი? გნებავთ, ახლავე დაგაკავშირებთ ზოოპარკის დირექტორს, მგლის ლეკვის დაბინავებაში დაგეხმარებათ-მეთქი, შევთავაზე ლეკვის დახმარებამოწადინებულმა. ვნახოთ, ვნახოთ, თვითონ მოვიფიქრებთ რამესო, უხეშად მომიშორა თავიდან ახალგაზრდამ და მგლის ლეკვი ხელიდან ამართვა. ისიც ისევ აკანკალდა.

იქნებ ახლა ვინმე გამიბრაზდეს და თქვას,  სოფლებს შემოსეული მგლები გვჭამენ და შენ რა ლეკვების დაცვა აგიტყდაო. იქნებ, რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით?! ჯერ იყო და, ბრაკონიერობამ გაწყვიტა ტყეებში მგლის სარჩო... ლადო ჭინჭარაულის ლექსი გამახსენდა: ,,ზამთარი იდგა მთაში და ხევებში ქარი ღმუოდა. დაობლებული მგლის ლეკვი ბრაზმორეული ყმუოდა მამიკლეს მშობელ ტივლებმა, კაცმა და მისმა მურიამ.

გამჩენის სისხლს არ შავარჩენ, შურისძიება მწყურია! მეც იმის კვალზე გავყვები; არც მე მოვიბამ საბელსა! კაც ფეხქვეშ არ გავეგები, არ ვიზამ არა საქნელსა!"
აგრესია აგრესიას შობსო, იქნებ მგლებიც ამან გადარია. ამბობენ, ყმუილით უშორეს მანძილზე გადასცემენ ინფორმაციასო. ვინ იცის, ეგებ გალიებში გამოკეტილი მგლებიც გადასცემენ ინფორმაციას ტყეში დარჩენილ მოძმეებს. გამწარებულ მგელს კი საშინელი შურისძიება სცოდნია.

ისე, რა გული უნდა გქონდეს, რომ თუ თავს არ გესხმის, ლეკვს დედა მოუკლა. პატარები თურმე მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ ითვლებიან მოზრდილებად და ამ დროისთვის შეუძლიათ ბუნაგის დატოვება. იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ და თანდათან სწავლობენ მგლობას, როგორ, სად და რაზე ინადირონ. მხოლოდ ზრდასრულები ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას.

"ნუთუ არ შეიძლება, რომ გარემოს დაცვის ინსპექციამ და სამინისტრომ ამ პრობლემას მიხედონ? მცხეთის რესტორნებთან გამობმული კბილებდაძრობილი მგლები და დათვები ჩვენი უკულტურობის ნიშანია, სხვა თუ არაფერი. სირცხვილია," - წერენ ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე. ვაი, რომ მხოლოდ მცხეთის რესტორნებთან არ ხდება ასეთი ფაქტები.

ნეტავ, სად არის ახლა "შავლეგო"?
ramoramio
20 ივლისი 2010 09:49
გაიხარე კარგი სტატიაა
natia
19 ივლისი 2010 13:10
ეკა ძალიან თბილი ადამიანი ხარ, მიყვარხარ უზომოდ....
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ბაღო, ალალად ნაშენო...

ამ ბაღზე ადრე ბევრი წერდა, ახლა - აღარავინ... ვიღას სცალია, - ყველა ყვირის, - გვიშველეთ, მოგვხედეთო, ხეებმა და ყვავილებმა კი ყვირილი არ იციან და ვერც შველას ითხოვენ. ბოტანიკური ბაღი ოთხი საუკუნეა სიცოცხლეს ჩუქნის თბილისს - პირველად თამარმა მოავლო თბილისის ამ ადგილებს მშვენიერი თვალები და იქ "მტილი" გააშენა. 1636 წელს ქართლის მეფემ, გათათრებულმა როსტომ-ხანმა ბაღი სასახლის ბაღად აქცია - სპარსეთიდან შირაზის ვარდები ჩამოზიდა. შაჰ-აბასს არ მოეწონა ედემად ქცეული ადგილები და აქაურობა 1795 წელს თბილისთან ერთად ცეცხლს მისცა. სამაგიეროდ, კავკასიის მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დიდი ფული დახარჯა ბაღის ხელახლა გასაშენებლად. თანაც, თბილისში ხე წამლად არ იყო, ამ ბაღიდან ნერგებს უფასოდ გასცემდნენ.
KvirisPalitra.Ge "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების"

ზაფხული მიილია და უზრუნველი და ლაღი ცხოვრებაც თან წაიყოლა. ერთ კვირაში უკვე ახალი სასწავლო წელი იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამწუთას ყველა მოსწავლე, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა, წინასასწავლოსასეზონო (საგანგებოდ ამ სტატიისთვის შევადგინე ეს სიტყვა) გაწამაწიაშია. ღმერთმა იცის, ვინ როგორ ემზადება იმ ჭეშმარიტად დიდი დღისათვის, რომელსაც სკოლებში, უნივერსიტეტებში თუ რომელიმე სადარბაზოში გახსნილ სამოყვარულო საგანმანათლებლო ცენტრებში სწავლის პირველი დღე ჰქვია.
KvirisPalitra.Ge მოქმედი გმირები და "მოქმედი საგნები":
მიზანში მსროლელნი: რამდენიმე ახალგაზრდა;
სამიზნე: სანაგვე ურნა;
"ტყვიები": სიგარეტის ნამწვები, ლუდის ქილები;
მოქმედების ადგილი: რუსთაველის გამზირი.
KvirisPalitra.Ge მე და თომა მთაწმინდის პარკიდან ვბრუნდებით. თომა პატარაა, ოთხი წლის. როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარს "ბავშვური ექსტრემი". რომელ ატრაქციონზე აღარ მოინდომა დაჯდომა:
KvirisPalitra.Ge "კვირის პალიტრას" სიმონა პაპაც კითხულობს თავისი შვილიშვილებითა - ეგრე ყავ გამოზრდილები. პაპამაო, თელავიდან გაზეთი ამაიტანაო და გაფრინდებიან - ჩვენც გვაჩვენეო! ეგ რომელი სიმონა პაპაა? რომელი და გიგიტელაშვილი, სოფელ გულგულადანა!
KvirisPalitra.Ge სექტემბერს, თბილისში, ხელოვნების სასახლეში, ოდიშის სამთავროს დედოფლის, ნინო ბაგრატიონ-დადიანის მილიონ დოლარად შეფასებული პორტრეტი გამოიფინება. ნინო ერეკლე მეორის შვილიშვილი და ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო. მისი პორტრეტი ან ფოტო დღემდე არ ჩანდა.
KvirisPalitra.Ge გეხვეწებით, არ თქვათ, - ამ ბიჭს აქ რა უნდა, უნდა ჩამოიყვანო და ყურიც აუწიოო. მე რომ მკითხოთ, ამაზე მშვენიერი სანახაობა ბევრი არაფერია. მე და ჩემმა მეგობრებმა ვაკეში, კონსტანტინე გამსახურდიას სკვერთან რომ ჩავიარეთ და დიდი მწერლის მკერდზე აფოფხებულ ამ ბიჭს შევხედეთ, თვალი ვერაფრით მოვაცილეთ, - სიცხე-პაპანაქებაში, გახურებული ცისთვის თავმიშვერილი, ისე ნებივრად ჩახუტებოდა დიდი მწერლის ქანდაკებას, თითქოს გრილი ნიავი უნანავებსო.  
მე დიდი ვარ, ბავშვი რომ ვიყო, ჩამოვჯდებოდი საწოლის კუთხეში ან ჩამოვაფარებდი მაგიდას ფარდას, შევძვრებოდი მის ქვეშ და გამუდმებით ვიფიქრებდი იმ საღამოზე, რომელიც სიზმარივით იყო და იმ სიცხეში მთელი სამყარო სიგრილით და სიკეთით ამივსო.
KvirisPalitra.Ge შენობები ადამიანებივით არიან - იბადებიან, ცხოვრობენ და მტვრად იქცევიან, რათა სამყაროს შეერწყან და მერე ისევ უკან დაბრუნდნენ. მაგრამ ვიდრე ამქვეყნად არიან, ისინი ისტორიას ინახავენ, ხელშესახებად აქცევენ, რათა იგი ჩვენი საყრდენი გახდეს.
KvirisPalitra.Ge მე ვიცნობ კაცს, რომელსაც "კვირის პალიტრა" ისე უყვარს, 15 წელიწადია ინახავს. არსად რომ აღარ დაეტია, ბოლოს საცავი შექმნა და ზედ ბოქლომი დაადო, რომ უმისოდ არავინ მიეკაროს. თუ დაინტერესდი და რაიმეს წაკითხვა მოგინდა, წაგაკითხებს, მაგრამ აბა, გაბედე და დაზიანებული მიუტანეო.