"უფლის წყალობაა, რომ ყველას შეგვიძლია ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა"
27-09-2010
უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე იწყება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ცენტრსა და თავშესაფარს ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის.

მისმა უწმინდესობამ 2010 წლის 24 მაისს ფონდ "იავნანას" აქციაზე სრულიად საქართველოს მოუწოდა ტაძრის მშენებლობისაკენ და ბრძანა, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ იდეის გარშემო გაერთიანებით ქართველი ხალხი შექმნის თავის მეორე ავტოპორტრეტს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ. ტაძრის ასაშენებლად სულ მცირედია საჭირო და ძალიანაც რომ გინდოდეს, ამ მცირედზე არც ერთი მისხლით მეტი - თვეში 1 ლარი.

ამ თანხაზე მეტ შესაწირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღებ, თუკი ამას სხვისი სახელით გააკეთებ. შეივსება მოსახსენებლები, სადაც იქნება გრაფა ცოცხლებისათვის, გარდაცვლილებისა და უპოვართათვის. ყველა მათგანის სახელზე შეგიძლია გაიღო ლარი და ამით ისინიც აქციო ტაძრის მშენებლებად. ყველა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში (ცოცხლებიცა და ის გარდაცვლილებიც, ვისი სახელითაც შემოწირულობას გავცემთ), დიდ წიგნში ჩაიწერება და სამუდამოდ დარჩება ტაძრის დიდ მოსახსენებელში. სწორედ ამიტომაც იქცა მთელი საქართველოსათვის უდიდეს საჩუქრად ეს პროექტი.

როგორც სამების ტაძრის ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, პაატა ბურჭულაძემ დააარსა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა", რომელიც სათავეში ჩაუდგება პროექტს.
25 სექტემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდ "იავნანასა" და ფონდ "ივერიისას" ეგიდით გაიმართა საქველმოქმედო გალა-კონცერტი, რომლის დროსაც უპრეცედენტოდ დიდი თანხის 300.000 ლარის შეგროვება მოხერხდა. შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის განუმეორებელი საგალობლები და უფლის სადიდებელი ნაწარმოებები მსოფლიო კლასიკიდან. შემოწირული თანხა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად გადაიდება, რომ მერე ყოველი ჩვენგანის გაღებული ლარი მშენებლობის საქმეს მოხმარდეს.

ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის საზრუნავი ხომ მთელი საქართველოა, ამიტომაც მან საკუთარი სახელით გაიღო შესაწირავი ლარი, გარდაცვლილი მეფეების, პატრიარქებისა და ჩვენი წინაპრების სახელით კი ათი ათასი დოლარი - ხომ უნდა გასწვდეს გარდაცვლილთა უდიდეს არმიას?!

რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი: - ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელითაც ცხოვრობენ და ერთი საუკუნითაც გვისწრებენ წინ? პაატა სწორედ ასეთია, ის ახლა უკეთ გალობს, ვიდრე ადრე, იმიტომ, რომ  დიდი სულიერი წყარო აქვს. კარგი, დიდი, ძმური შურით მშურს მისი, რომ ამხელა ტვირთის ზიდვა შეუძლია.
ერთხელ პატრიარქს შევბედე კითხვა, რისი იმედი გქონდათ, რომ ამხელა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას იწყებდით-მეთქი, მხედველობაში მქონდა როგორც მისი სალარო, ასევე სახელმწიფოსიც. მქონდა იმედიო... ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ იმედი გამართლდა. ეს იმედიც გამართლდება.

გურამ დოჩანაშვილი, მწერალი: - ღვთის კურთხევაა, პატრიარქი რომ ამდენ საქმეს აკეთებს საქართველოსთვის. უფლის წყალობაა ისიც, რომ ყველას შეგვიძლია ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. ხომ გახსოვთ სახარება, ქვრივის ორ გროშს უფალი შეიწირავს როგორც დიდ შესაწირს... ჩვენ ისტორიულად არ გვაკლია მოღალატეები, მაგრამ გმირი იმდენი გვყავს, სავსებით გვყოფნის, მათით რომ ვიცხოვროთ და ვიამაყოთ. გამოვიდეთ ქუდზე კაცი და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ავაშენოთ. ვეცადოთ, რაც შეგვეძლება!
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: - საქართველო ისეთი ქვეყანაა, ყოველდღე რომ ვაშენოთ ტაძრები, მაინც ვერ გადავიხდით იმ ამაგს, რაც ღვთისმშობელმა ჩვენთვის გაიღო.

ჯერ ერთი, ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთის ნება იყო.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ერთმა რუსმა არქიმანდრიტმა ათონის მთაზე გამგზავრების წინ მითხრა, მივდივარ, რათა გამოვაცილო ივერიის ხატი საქართველოში.
პ.ს. უფალი შეეწიოს ყველა ქართველს იმ ტაძრის მშენებლობაში, რომელიც დახვდება ივერიის ბრწყინვალე ღვთისმშობლის ხატს როგორც სავანე, საქართველოში მისი ჩამობრძანების მოლოდინის სიმბოლოდ ქცეული.
შემოწირულობის მიღება საქართველოს ბანკებში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.

xatuna
24 თებერვალი 2011 13:32
ღმერთმა დალოცოს საქართველოს პატრიაქი პაატა ბურჭულაძე და სრულიად საქართველო.საბერძნეთიდან რომელ ბანკიდან შეიძლება ტაძრის მშენებლობისტვის ფულის გადმორიცხვა.მადლობა
//
27 სექტემბერი 2010 16:23
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი, ჩვენი დიდი იმედი და ქართველი ერის დიდი საგანძური, მისი მადლი და ლოცვა გვეწეოდეს თითოეულ ქართველს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენს და სრულიად საქართველოს საიმედოდ, და უფალი გეწეოდეთ ყველას, მისი უწმინდესობა საქართველოს მთავარი იმედი და ნათელია,. დალოცოს ღმერთმა მისი საქმეები
სხვა სიახლეები
რა კლავს დედაქალაქის ფილტვებს

"თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქალაქის მერიამ კუს ტბის ასასვლელთან 4000 თრიმლის ნერგი დარგო და ერთმაც კი არ გაიხარა"
დაწვრილებით...
ორი კვირის წინ უცხოელ რესპონდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ერთი საათით იმის გამო დამაგვიანდა, რომ იოსებიძის ქუჩაზე შუადღით "მონარნარე" ნაგვის მანქანა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ავტომობილებმა გვერდი ვერაფრით აუარეს.
დაწვრილებით...
რატომ გაჩერდა კუს ტბისა და ვაკის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა? - ეს კითხვა ბევრს გასჩენია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აუტანელი გახდა თბილისური ზაფხულის ბუღი და დედაქალაქში გაიშვიათებული რეკრეაციული ზონების გამო კუს ტბა თითზე ჩამოსათვლელ, შვების მომგვრელ საშუალებათა შორის აღმოჩნდა.
დაწვრილებით...
ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და შესაბამისად, მოიმატა გაგრილების მსურველთა რიცხვმაც. "კვირის პალიტრამ" ერთი დღე საცურაო აუზზე  და შემდეგ თბილისის ზღვაზე გაატარა და განსხვავებებსა და მსგავსებებზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია.
დაწვრილებით...
როდის გაცხადდება "სითი პარკის" ე. წ. კომერციული საიდუმლო

"სითი პარკი" თანამშრომლებს ხელშეკრულებით ავალდებულებდა დღეში
21 მძღოლის დაჯარიმებას და 8 მანქანის ევაკუირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ"
დაწვრილებით...
ექვსი წელია, თბილისში, გუთნისა და ფოსტის ქუჩის მცხოვრებნი ქვეწარმავლებსა და მწერებს ებრძვიან... წლების წინ ამ ორ ქუჩას შორის ახალი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საძირკველი გაჭრეს და მიატოვეს. დღეს ეს უზარმაზარი თხრილი წყლით აივსო, იქაურობა პოლიეთილენის ბოთლებით და სხვა ნაგვით არის სავსე.
დაწვრილებით...
"ვიღაცები ფულს აკეთებენ და ჩვენ ვზარალდებით"

"ღმერთმა არ ქნას და წყალი რომ ადიდდეს, ამ აყალო მიწას სულ თან წაიღებს და მოსახლეობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს..."
დაწვრილებით...
"ოჯახი რომ შემოგყურებს, რას არ გააკეთებ! "ტაჩკით"  დღეში 4 ტონაც გადამიტანია. ზურგით კიდევ ერთ ჯერზე 100 კილოც ამიწევია"
დაწვრილებით...
შარდისა და სუნელების სუნი ერთმანეთშია არეული
დაწვრილებით...
"ყველამ თავისი შრომით უნდა შეინახოს ოჯახი, მაგრამ არა - ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად..."

გაზზე მომუშავე გაუმართავი ტაქსი ყოველთვის ვერ მიიყვანს მგზავრს უსაფრთხოდ

"ხშირად ავტომობილი შიგნით ისეთი ჭუჭყიანია, ჩაჯდომა არ მოგინდება"
დაწვრილებით...
""სასწრაფოდ იყიდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მარცვლეულის სასაწყობე თვითმავალი...
""სასწრაფოდ იყიდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სარწყავი დანადგარი -Ocmis...
3-ოთახიანი, 80 კვ.მ. ინდივიდუალური პროექტი, ფართის აპარატამენტი...
45 კვ.მ. დღიურად კომფორტული და მყუდრო ბინა...
მამულ-დედული