ლეგენდარული ფოტოგრაფი ინვინგ პენი - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ფოტოგრაფი ინვინგ პენი

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი, ირვინგ პენი ახალგაზრდობაში ხელოვნების სკოლაში სწავლობდა და აპირებდა ფერმწერი გამხდარიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ყველა თავისი ნამუშევარი გაანადგურა. ასე დაკარგა კაცობრიობამ მხატვარი, სამაგიეროდ მოიპოვა მომავალი ცნობილი ფოტოგრაფი. 1943 წელს ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მისი პირველი ფოტო გამოჩნდა, და ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს მისი ბრწყინვალე კარიერის დასაწყისად.

ფოტოგრაფის ნამუშევართა შორის ვერ იპოვით შემთხვევითსა და უშინაარსო კადრებს, თითოეულისთვის სცენარს თავადვე იგონებდა, მოდელები მსახიობებად წარმოგვიდგებოდნენ და როლებს ასრულებდნენ. ის საათობით ელოდა ფოტოაპარატის ღილაკზე თითის დასაჭერ ხელსაყრელ მომენტს. ირვინგ პენის მრავალი ნამუშევარი გამოფენილია ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნებისა და მეტროპოლიტენის მუზეუმებში.

მოდელი ჯინ პეტჩეტი იგონებს: ” ჩვენ გავიარეთ 32 ასეული მილი, მივედით ადგილამდე და მთელი კვირა უსაქმურად გავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში მისტერ პენი კამერას არც გაჰკარებია. ყოველ დილას ვემზადებოდი გადაღებებისთვის, მაგრამ ის არაფერს იღებდა. ბოლოს და ბოლოს შევედით ერთ კაფეში. დაღლილი და დაქანცული, საშინელ ხასიათზე ვიყავი. მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა. ფეხები სიარულისგან მტკიოდა, გავიხადე ფეხსაცმელები და უცებ მომესმა: ”სტოპ! ვიღებ!” ასე მოევლინა მსოფლიოს 1949 წელს ირვინ პენის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო ”Cafe in Lima”.

იხილეთ ვრცლად