იონ გნარი – მსოფლიოს ყველაზე უცნაური მერი - კვირის პალიტრა

იონ გნარი – მსოფლიოს ყველაზე უცნაური მერი

რეიკიავიკის მერი (2010 წლიდან 2014 წლამდე) ვერ ეწერება პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილ ჩარჩოებში. იონ გნარი მეტად ექსცენტრული “ხალხის მსახურია”, რომელმაც უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადა კომედიური მსახიობობა, მწერლობაც და მუსიკოსობაც. მან პირადად დააფუძნა თავისი “საუკეთესო პარტია”, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებზე. იონ გნარი გამორჩეულად მხიარული ადამიანია, რომელსაც უყვარს გარდასახვა.

სანიმუშო მეოჯახეა, ჰყავს 5 შვილი

ბავშვობაში დისლექსიის გამო შეცდომით ხშირად უსვამდნენ “გონებრივი ჩამორჩენილობის” დიაგნოზს შემდგომში პერიოდში კი დაუსვეს “ყურადღებისა დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის” დიაგნოზი.

ყრმობისას იონ გნარი უკრავდა პანკ-ჯგუფში, ფულს ტაქსისტობით შოულობდა, სწავლობდა რამდენიმე უმაღლეს სკოლაში, თუმცა უნივერსიტეტი მაინც ვერ დაამთავრა.

მის მიერ დაარსებული “საუკეთესო პარტია” პოზიციონირებს როგორც “ანარქო-სიურრეალისტური” და “ღიად კორუმპირებული”, პირობას დებს არ შესარულის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელთა შორისაა: უფასო პირსახოცები საცურაო აუზებში, თეთრი დათვი ზოოპარკში, “დისნეილენდი” რეიკიავიკის აეროპორტში, ყველა ვალის ჩამოწერა და ასევე “ნარკოტიკებისგან თავისუფალი პარლამენტი”. მუნიციპალურ საბჭოში თავისი პარტნიორებისგან – სოციალ-დემოკრატიული ალიანსისგან ითხოვდნენ რეგულარულად ეყურებინათ სერიალისთვის “მოსმენები”.

2010 წელს გეი პარადის გახსნაზე იონ გნარი ქალის ყვავილებიან კაბაში ჩაცმული მივიდა. ეკეთა ქერა პარიკი, ტუჩებზე კი კაშკაშა წითელი პომადა ესვა.

სცენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ “თავად მერმა ვერ შეძლო მოსვლა”. 2012 წლის გეი-პარადზე იონმა ისლანდიის დედაქალაქში გაიარა კაშკაშა კაბით და ფერადი თავსაფარით (ე.წ. ბალაკლავით) – მან ასე თავისი სოლიდარობა გამოხატა ჯგუფ Pussy Riot-ის დაკავებული გოგონების მიმართ. 2013 წლის ზაფხულში გამოხატა მზადყოფნა გაწყვიტოს ან გადახედოს ურთიერთობებს დაძმობილებულ მოსკოვთან ლგბტ-საზოგადოებასთან რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

გნარის პოლიტიკური ცხოვრება ხუმრობისგან იღებს სათავეს. 2009 წლის ნოემბერში, ეკონომიკური კრიზისის პიკზე, ქალაქის საბჭოში არჩევნების წინ მან მეგობრებისგან შეაკოწიწა “საუკეთესო პარტია”.

ეს იყო რაღაც “ლუდის მოყვარულთა პარტიის” მსგავსი: ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელსაც ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ტელევიზიით იდიოტური დაპირებების გაცემა დაიწყო. არადა, 2010 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისში “საუკეთესო პარტიის” ცნობადობის რეიტინგი ნული მთელი, ნული მეათედი პროცენტი იყო.

ყოველივე კი დამთავრდა იმით, რომ გნარმა მეგობრებთან ერთად ქალაქის საბჭოში 15-დან 6 ადგილი მიიღო და მეორე პლანზე გადასწია ისლანდიის ოთხივე ძირითადი პარტია. ხუმრობა მორჩა, გრარი მერად დანიშნეს, მისცეს კაბინეტი, დაუნიშნეს ხელფასი. მან კიდევ წლის ბოლომდე უნდა იმუშაოს და შესაძლოა კვლავაც აირჩიონ – მისი რეიტინგები ჯერაც მაღალია.