საზღვრები - კვირის პალიტრა

საზღვრები

ხანდახან სახელმწიფო საზღვარი უცნაურად გამოიყურება და გარკვეულწილად შეუძლია შეგვიქმნას წარმოდგენა მოსაზღვრე სახელმწიფოებზე, ასევე თვალნათლივ გვაჩვენოს სხვაობა ეკონომიკურ განვითარებაში.

ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"

ყაზახეთი (მარცხნივ) და ჩინეთი ( მარჯვნივ). ყაზახეთსა და ჩინეთს შორის საზღვრის თანამგზავრული ფოტო ამ ქვეყნებში სოფლის მეურნეობისადმი დამოკიდებულების საუკეთესო ილუსტრაციაა. ჩინეთის მიწების მხოლოდ 11,62% არის გამოსადეგი სოფლის მეურნეობისთვის. 1,3 მლრდ ადამიანის გამოსაკვებად ვარგისი მიწები ინტენსიურად მუშავდება. მუქი ლურჯი მინდვრები, რომლების კონტრასტირებს გარშემორტყმულ გვალვიან პეიზაჟთან, ირიგაციის გამოყენების საბუთია.

სულ სხვანაირი სურათია მეზობელ ყაზახეთში. თუმცა აგრარული სექტორი ეკონომიკაში მნიშვნელოვად როლს ტამაშობს, სასოფლო-სამეურნეო მიწები აღმოსავლეთ ყაზახეთში დიდი არ არის. ირწყვება მხოლოდ 20 660 კვ კმ სავარგულები. დანარჩენ ტერიტორიებზე კი ნესტის ერთადერთი წყარო წვიმებია. ამიტომ სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტო მცირედ განსხვავდება გარშემორტყმული უდაბნოსგან.

ვენესუელა, ბრაზილია და გაიანა. საოცარი მთა რორაიმა სამხრეთ ამერიკაში ბრაზილიის (რორაიმას შტატში), ვენესუელის (ეროვნული პარკ კანაიმაში) და გაიანის (სადაც მთა ქვეყნის უმაღლესი წერტილს წარმოადგენს) საზღვრების შეერთების ადგილზე მდებარეობს.

ჰოლანდია და ბელგია. ასეთი თავისუფალი საზღვარი გადის მცირე დასახლებულ პუნქტზე სახელწოდებით ბარლე. შეიძლება ითქვას, რომ საზღვარი დაბას ორ ნაწილად ჰყოფს.