ელი სააბის აღმოსავლური მაგია - კვირის პალიტრა

ელი სააბის აღმოსავლური მაგია

ელი სააბი (1964) ლიბანელი დიზაინერი ბეირუთში, კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში კერვამ გაიტაცა, დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეს მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა და დიდ წარმატებასაც მიაღწევდა.

1981 წელს ელი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიზაინერობის ხელოვნებას დაეუფლა. 1 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი სახელოსნო გახსნა.

1997 წელს სააბი პირველი არაიტალიელი დიზაინერი გახდა, რომელსაც პატივი ერგო, მიეღო მონაწილეობა იტალიის ეროვნული მოდის სახლის ჩვენებაში.

მას შემდეგ ელი სააბი მსოფლიოს საუკეთესო მოდის სახლების ჩვენებებზე უდიდესი წარმატებით სარგებლობს. 2000 წელს დიზაინერმა პარიზში სალონი გახსნა, 2003 წელს კი სააბის მოდის სახლი მაღალი მოდის სინდიკატის წევრი გახდა.

.

დღესდღეობით ელი სააბი ბეირუთში მეუღლესთან და 3 ვაჟთან ერთად ცხოვრობს, ქმნის Haute Couture კოლექციებს. ტანსაცმლის პრეტ-ა-პორტე ხაზი კი მილანში იქმნება.

მეუღლე კლოდინთან ერთად

ელიმ მსოფლიო აღიარება 2000 წელს პოვა, როდესაც ჰალი ბერიმ ოსკარის ცერემონიალისთვის კაბა მისი კოლექციიდან აირჩია და სწორედ ამ სამოსით გახდა მთავარი ჯილდოს მფლობელი.

მას შემდეგ წითელ ხალიჩაზე ელი სააბის კაბაში გამოწყობილი არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავს

ჩვენებების კულისებს მიღმა განსაკუთრებული სილამაზის ხილვა არის შესაძლებელი