დავიწყებული ირლანდიელი მონები
დავიწყებული ირლანდიელი მონები
13-01-2016
ბევრმა არ იცის, რომ ამერიკაში ჰყავდათ თეთრი მონებიც. სწორედ მათ დააწვათ მხრებზე ახალი სამყაროს პირველ კოლონიათა მშენებლობების მთელი სიმძიმე (შავკანიანები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ) – ეს თეთრი მონები ირლანდიელები იყვნენ.

 

ისინი მონებად ჩამოჰყავდათ. ინგლისურ გემებს დიდი რაოდენობით “ადამიანური საქონელი” გადაჰყავდათ ორივე ამერიკაში, ასი ათასობით მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვებიც კი. აჯანყების ან ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ სასტიკად სჯიდნენ.

არ არის საჭირო ყველა სისხლიან გარემოებათა ჩამოთვლა – ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით აფრიკელი მონებით ვაჭრობის ბოროტებანი. მაგრამ ახლა საუბარი განა აფრიკელ მონებზეა? მეფეებმა ჯეიმზ მეორე სტიუარტმა (1685-1688) და მამამისმა ჩარლზ პირველმა (1625-1649) ირლანდიელთა დამონებით ბევრი რამ ჩაიდინეს მონობის დაკანონებისთვის. უახლოესი მეზობლების დეჰუმანიზაციის პრაქტიკას კი სათავე დაუდო ლორდ-პროტექტორმა ოლივერ კრომველმა (1653-1658). კრომველის ლაშქრობა ირლანდიაში ირლანდიელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გენოციდად იქცა. თუ 1641 წელს ირლანდიაში ცხოვრობდა 1,5 მლნ ადამიანი, 1652 წლისთვის 850 ათასი მცხოვრები დარჩა, ამასთან, მათგან 150 ათასი ინგლისელი კოლონისტი გახლდათ, ანუ ირლანდიელმა ხალხმა მოსახლეობის 50-56% დაკარგა.


ირლანდიელებით ვაჭრობა მაშინ დაიწყო, როცა ჯეიმზ მეორემ 30 000 ირლანდიელი ტუსაღი ამერიკაში მონებად გაყიდა. მისმა 1625 წლის პროკლამაციამ დააკანონა ირლანდიელი პოლიტიკური პატიმრების საზღვარგარეთ გაგზავნა და მათი გაყიდვა ინგლისელი მოახალშენეებითვის ვესტ-ინდოეთში. XVII საუკუნის შუა წლებში ირლანდიელ მონებს ყველაზე მეტად ყიდდნენ ანტიგუასა და მონსერატში. შედეგად, მონსერატის მთელი მოსახლეობის 70%-ს ირლანდიელი მონები შეადგენდნენ. მალე ირლანდია გახდა “ადამიანური საქონელის” უმსხვილესი წყარო ინგლისელი მოახალშენეებისთვის, ანუ ახალი სამყაროს პირველი მონების უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ.
.

1652-1689 წლების პერიოდში სავარაუდოდ 50 000-ზე მეტი ირლანდიური წარმოშობის მამაკაცი, ქალი და ბავშვი ძალით გადაიყვანეს ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში ბარბადოსზე და ვირჯინიაში პლანტაციებში მონებად სამუშაოდ. სხვა სამხედრო ტყვეებიც, ასევე პოლიტიკური დისიდენტები, დაპატიმრებულები უელსისა და შოტლანდიის დაპყრობილ რეგიონებში – ყველანი მონებად გაგზავნეს ბარბადოსზე სამუდამო საცხოვრებლად. ყოველივე ამან საშუალება მისცა კრომველს მოეშორებინა ნებისმიერი მოწინააღმდეგე ელემენტი და ამასთან გაეჩინა კარგი შემოსავლის წყარო მათი გაყიდვით პლანტაციების მფლობელთათვის. ბარბადოსზე გადაყვანილი თეთრკანიანი პატიმრების წილი იმხელა იყო, რომ 1701 წლისთვის კუნძულზე არსებული დაახლოებით 25 000 მონიდან, 21 700 ევროპული წარმოშობის იყო.
.

დღეს ბევრი ერიდება ირლანდიელი მონების ხსენებას ნამდვილი ტერმინით “მონა”. მათთან დაკავშირებით იყენებენ ტერმინს “საკონტრაქტო მსახურები”. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში XVII-XVIII საუკუნებში ირლანდიელებს სწორედ მონებად, როგორც ჩვეულებრივ პირუტყვს ისე ჰყიდდნენ. ამ დროს ვაჭრობა აფრიკელი მონებით მხოლოდ იწყებოდა.
.

XVII საუკუნის ბოლოს აფრიკელი მონა ძალიან ძვირი – 50 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ირლანდიელი მონა გაცილებით ნაკლები ღირდა

You must have Flash Player installed in order to see this player.
– არაუმეტეს 5 გირვანქისა. თუ ირლანდიელ მონას პატრონი ამათრახებდა, დაღარავდა და სიკვდილამდე სცემდა – ეს დანაშაულად არ ითვლებოდა. მისი სიკვდილი ზარალის მუხლში გადიოდა, თუმცა გაცილებით ნაკლების, ვიდრე ძვირი შავკანიანის მკვლელობა. ინგლისელი მონათმფლობელები ირლანდიელი ქალებს იყენებდნენ საკუთარი სიამოვნებისა და შემოსავლისთვის. მონების შვილებიც მონები იყვნენ, რომლებიც ამრავლებდნენ თავისი ბატონის ქონებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ირლანდიელი ქალი რაღაც გზით მიიღებდა თავისუფლებას, მისი შვილები ბატონის მონებად რჩებოდნენ. ამიტომ, ირლანდიელი დედები, გათავისუფლების შემთხვევაშიც კი იშვიათად ტოვებდნენ შვილებს და მონობაში რჩებოდნენ.

ინგლისელები ფიქრობდნენ, უკეთ როგორ გამოეყენებინათ ეს ქალები (ხშირად, უკვე 12 წლის გოგონები) შემოსავლის გასაზრდელად. მათ დაიწყეს ირლანდიელი ქალებისა და გოგონების შეჯვარება აფრიკელ მამაკაცებთან, რათა მიეღოთ სხვანაირი კანის ფერის მქონე მონები. ბარბადოსზე არსებული საზოგადოებრივი არქივები აჩვენებს, ზოგიერთი პლანტატორი იქამდე მივიდა, რომ დაიწყეს რასების შეჯვარების პროცესის სისტემატიზება “საჯიშე ფერმების” საშუალებით, შერეული რასის ბავშვების გამრავლების მიზნით. ახალი მულატები უფრო ძვირი ღირდნენ, ვიდრე ირლანდიელი მონები, რაც საშუალებას აძლევდა მოახალშენეებს აღარ ეყიდათ აფრიკელი მონები და დაეზოგათ ფული. ირლანდიელი ქალებისა და შავკანიანების შეჯვარების პრაქტიკა რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა და იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ 1681 წელს მიღებული იქნა კანონი “გასაყიდი მონების წარმოების მიზნით ირლანდიელი მონა-ქალებისა და აფრიკელი მონა-მამაკაცების შეჯვარების აკრძალვის შესახებ” – მოკლედ, ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ ხელს უშლიდა მონებით მოვაჭრე კომპანიებს მოგების მიღებაში.
.

ბარბადოსისა და ანტიგუას დღევანდელი მოსახლეობა – ყავისფერი მულატები ძირითადად წარმოადგენენ წარსულში აფრო-ირლადიული ძალადობრივი შეჯვარების შედეგს.
.

ბარბადოსის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, სუპერვასკვლავ რიანას ძარღვებში ირლანდიური სისხლიცაა – მისი მამა რონალდომ ფელტი ირლანდიელისა და აფრიკელის შთამომავალია.

დროთა განმავლობაში ბარბადოსის ირლანდიელ მონათა რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩაყვანიდან მალევე ბევრი იღუპებოდა მძიმე შრომის გამო და ასევე შავკანიანებთან რასობრივი შერევის შედეგად.

ინგლისი კიდევ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე აგრძელებდა ათობით ათასი ირლანდიელი მონის გადაზიდვას. მხოლოდ 1798 წლის ირლანდიელთა აჯანყების შემდეგ ათასობით ირლანდიელი მონა გაიყიდა ორივე ამერიკასა და ავსტრალიაში. ერთი იგლისური გემიდან კი ატლანტის ოკეანეში 1302 ცოცხალი მონა გადაყარეს საკვების მარაგის სიმცირის გამო.

ირლანდიელებმა შავკანიანთა თანასწორად, ხოლო XVII საუკუნეში მეტადაც, სრულად გამოსცადეს მონობის კოშმარი. მხოლოდ 1839 წელს გადაწყვიტა ინგლისმა სატანური გზიდან გადახვევა და მონათვაჭრობის შეწყვეტა. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს ინგლისელ მეკობრეებს გაეგრძელებინათ იგივე საქმიანობა. თუმცა ახალი კანონი გახდა პირველი ნაბიჯი ირლანდიურ კოშმარულ სატანჯველთ დასრულების გზაზე. .
.

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თავისი უახლოესი მეზობლების მიმართ ამ ბოროტებებს ინგლისელებმა მოუძებნეს გამართლება რასობრივი თეორიის მოხმობით. 1899 წლის ინგლისური ჟურნალი “ჰარპერს უიკლი”: “იბერიელები თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ აფრიკულ რასას, რომელიც ათასობით წლის შემდეგ ესპანეთის გავლით გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. მათი შთამომავლების აღმოჩენა ხდება ყორღანებში ან დაკრძალვის ადგილებში, ამ ქვეყნების სხვადასხვა ნაწილებში. თავის ქალები დაბალი, წინ გამოწეული ქვედაყბით. მათ მოაღწიეს ირლანდიაში და შეერივნენ ადგილობრივებს დასავლეთსა და სამხრეთში, რომლებიც სავარაუდოდ თავად წარმოადგენდნენ უმდაბლეს რასას და მოდიოდნენ ქვის ხანის ველურებისგან. ისინი, დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციის გამო, სიცოცხლისთვის ჯანსაღ ბრძოლაში არასდროს გამოუდევნიათ და ამრიგად, ბუნების კანონების თანახმად, მათ გაუთავისუფლეს ადგილი უმაღლეს რასებს”

მაგრამ რატომ არაფერს ჰყვებიან ყოველივე ამის შესახებ ჩვენს სახელმწიფო და კერძო სკოლებში? რატომ არ არის ეს წიგნებში ისტორიის შესახებ? რატომ ამბობენ ამის თაობაზე ასე იშვიათად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები? ნუთუ ასობით ათასი ირლანდიელი მსხვერპლი არ არის გახსენების ღირსი? თუ მათ ისტორიასაც იგივე უნდა დაემართოს რაც მათ ბატონებს სურდათ? სრული გაქრობა, თითქოს ეს ყოველივე არასოდეს მომხდარა? ვერც ერთი დაზარალებულმა ირლანდიელმა ვერ მოახერხა დაბრუნებოდა მშობლიურ ნაპირებს, რათა მოეყოლა თავისი ტანჯვის შესახებ. ეს დაკარგული მონებია, ისინი, ვისაც დავიწყების ფარდა გადააფარა ისტორიამ და ჩასწორებულმა ისტორიის წიგნებმა.
.

დღეისთვის ბარბადოსის შავკანიან ადგილობრივთა შორის რჩება მომცრო თემი, რომელიც მოიცავს ირლანდიელი მონების შთამომავლებს. ირლანდიელ ყოფილ მონათა თემი წარმოადგენს ჯაჭვებით დაბორკილი კელტი წინაპრების ტრაგიკული მემკვიდრეობის ცოცხალ მოწმობას. შავკანიანი ბარბადოსელები მათ “წითელ ფეხებს” ეძახიან. ეს იმთავითვე დამამცირებელი მეტსახელი იყო და წარმოდგებოდა პირველი თეთრკანიანი მონების წითლად დამწვარი კიდურებისგან, რომლებიც ვერ უძლებდნენ კარიბის ტროპიკულ კლიმატს.


ამჟამად თემი, რომელიც დაახლოებით 400 ადამიანს ითვლის, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს და წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლს წარმოადგენს. თემი ენერგიულად ეწინააღმდეგება რასობრივ შერევას მრავალრიცხოვან შავკანიან მოსახლეობასთან. ისინი თავს ძირითადად ირჩენენ ნატურალური სოფლის მეურნეობით და თევზაობით. ისინი წარმოადგენენ სიღატაკემდე მიყვანილ ადამიანთა ჯგუფს თანამდეროვე ბარბადოსზე.

წყარო: მონრეალელი კანადელი ისტორიკოსის სტატია თეთრი მონების სესახებ ამერიკულ კოლონიებში. სრული ტექსტი: ჯონ მარტინი

სოსელო-DDD-ს
06 აპრილი 2016 10:51
შენ არც ინგლისის და არც რუსეთის კულტურას და ისტორიას.ანგლო-საქსებმა მისცეს დასაბამი მასონთა ლოჟებს და ისინი გამყოფებენ ილუზიებში.სტალინი და საბჭოეთი რომ არ ყოფილიყო შენგან მონობას მაშინ ნახავდი.თუ ასე გიყვარს ინგლისი წადი ინგლისში ვინ გიშლის ჰაერი მაინც გაიწმინდება.მანამდე კი ისტორია წაიკითხე.მარტო ვიკიპედიას და ბრიტანიკას ნუ დაუჯერებ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიაც წაიკითხეე.იქნებ შენგან რამე გამოვიდეს.
გავაზელი
24 თებერვალი 2016 14:23
DDD
ამას ალბათ აღარ წაიკითხავ, მარა მაინც გაგცემ პასუხს: არ გეწყინოს და ცოტა ლოგიკაში მოიკოჭლებ. მართლა გგონია, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ 10 წელიწადში გენერლებად აღზევებული ქართველები ომობდნენ? მაშინ "მალადეც" რუსეთის იმპერიას, ნამეტნავი ვყვარებივართ ქართველები.
ყველა ის ქართველი გენერალი და ოფიცერი შთამომავლები იყვნენ 200 წლის წინ ვახტანგ მეექვსეს რუსეთში გაყოლილი ამალისა. გენერალმა ბაგრატიონმა ქართულიც არ იცოდა და რუსი გენერალი იყო. და ქართველები რომ რუსის ჯარში გენერლობას აღწევდნენ, ეგ რუსების ნაკლზე არ მეტყველებს, პირიქით, ნიშნავს რომ მონებად და არაადამიანებად არ მიგვიჩნევდნენ. აი ინგლისს კი კოლონიების ხალხი მხოლოდ საზარბაზნე ხორცად უნდოდა. ინდოეთი საქართველოს მოსახლეობაზე 400-ჯერ მეტია, არც განათლებით ჩამოგვრჩებოდა იმ დროს და არც არაფრით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ჯარში უფრო მეტი ქართველი გენერალი იყო, ვიდრე ინგლისის ჯარში ინდოელი გენერალი.
სხვა სიახლეები

ლაპლანდია – ზღაპრული პროვინცია, ფანტასტიური ბუნებითა და უნიკალური კულტურით – ფინეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით, ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ოცნებობენ ადგილობრივი სილამაზით დატკბობაზე და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩენაზე.

დაწვრილებით...

სხვადასხვა გამოცემებში ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის გაცნობის, მინიმუმ, 3 ვერსია არსებობს. პირველი: ფილმის ”ბინა” გადაღება იმით დაიწყო, რომ გამოუცდელმა და აქედან გამომდინარე, მღელვარებაში მყოფმა მსახიობმა ქალმა პარტნიორს, იმ დროს ევროპული კინოს ამომავალ ვარსკვლავს ფეხზე დააბიჯა. როგორც ნამდვილმა ფრანგმა, ვენსანმა, ბოდიში მოუხადა, ხელზე ეამბორა მონიკას, ჩახედა თვალებში და… ჩაიძირა!

 

დაწვრილებით...

გერმანიაში შობის დღესასწაული  ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ჰოფმანისა და ძმები გრიმების ზღაპრებში, მოჯადოვებული მაკნატუნასა და თოვლის დედოფლის სამყაროში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საყვარელი დღესასწაულის შესახვედრად, გერმანელები საფუძვლიანად ემზადებიან. სწორედ მათ აჩუქეს სამყაროს საშობაო ნაძვის ხის მორთვის მხიარული და ნათელი ტრადიცია. უფრო სწორედ, ერთ-ერთმა გერმანელმა - მარტინ ლუთერმა, უდიდესმა პროტესტანტმა და რელიგიურმა რეფორმატორმა.

დაწვრილებით...

ყოველ წელს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი უჩვეულო პროექტში იღებს მონაწილეობას. შლაპაში ათავსებს ფურცელს, სადაც მისი სახელი წერია და საიდუმლო სანტა ხდება. და ყოველ წელს საიტის Reddit ერთ-ერთი ხელმომწერი ოცნების საჩუქარს იღებს თავად ბილ გეითსისგან.

დაწვრილებით...

1. თქვენი მატარებელი 20 წუთში გადის. სადგურამდე 10 წუთის სავალი გზაა. თქვენ: ”დროა, გავიდეთ”. შვეიცარიელი: ”რას ამბობ! სადგურამდე, სინამდვილეში 9 წუთისა და 30 წამის სავალი გზაა. ბილეთის ყიდვას 90 წამი დასჭირდება. გზად ყავის ყიდვაც მინდა – ესეც შენი 1 წუთი და 40 წამი. გამოდის, რომ სახლიდან 7 წუთსა და 20 წამში უნდა გავიდეთ!”

დაწვრილებით...

1950 წელს, ლეგენდარულმა სოფი ლორენმა ფსევდომინით სოფია ლაცარო კონკურსში ”მის იტალია” მიიღო მონაწილეობა, სადაც ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მიიღო ტიტული ”მის ელეგანტურობა”. სწორედ მაშინ მიიპყრო მან ცნობილი კინოპროდიუსერის, კარლო პონტის ყურადღება, რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ.

დაწვრილებით...
გასულ წელს ფეშენ-ფოტოგრაფმა, ფრედ გუდონმა კალენდრისთვის მეხანძრეები გადაიღო, 2017 წლისთვის კი ისეთი პროფესია შეარჩია, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის არც თუ ისე მიმზიდველია – ახალ კალენდარს ფრანგი ფერმერი მამაკაცები დაამშვენებენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფოტოგრაფის წინ მოდელები პოზირებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ფრედ გოდონმა საფრანგეთის პროვინციები – შამპანი, პიკარდია, ნორმანდია და პროვანსი მოიარა და ნამდვილი ფერმერები იპოვა.
დაწვრილებით...

ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია - რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ კლიმტის ტილოზე ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.

დაწვრილებით...

პიტერბოროელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა კრის პოზმა 70-80-იან წლებში გადაღებული კადრები განაახლა. მან 134 ფოტო გადაიღო, რომლებიც  წიგნში ”Reunion” შევიდა. წიგნი დიდ ბრიტანეთში, 4 ნოემბერს გამოვიდა. კადრებში ასახული ადგილები და ხალხი პარამედიკოსმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა 40 წლის შემდეგ კვლავ დააფიქსირა არსებული სახეცვლილებებით.

დაწვრილებით...

თურქი ფოტოგრაფი, გენჩ მეჰმეტი ფსევდონიმით ”მომთაბარე მარშრუტის გარეშე” მუშაობს და ადამიანებს მოულოდნელ მომენტებში იღებს. თავის პროექტს მან ”ძალიან ლამაზი ხარ” უწოდა.

იდეა მარტივია: გენჩი ეუბნება ქალებს: ”ძალიან ლამაზი ხარ!”, შემდეგ მათ რეაქციას აფიქსირებს. სერიაში ეკვადორელი, კოლუმბიელი, სალვადორელი, ბრაზილიელი და მექსიკელი ქალები მოხვდნენ.

დაწვრილებით...
ნუცუბიძის ქ. 201-ში ქირავდება დღიურად,
ბინა 48 თვიანი შიდა უპროცენტო
იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა გოთუას
იყიდება იოსებიძეზე 125 კვ.მ საერთო
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები