დავიწყებული ირლანდიელი მონები - კვირის პალიტრა

დავიწყებული ირლანდიელი მონები

ბევრმა არ იცის, რომ ამერიკაში ჰყავდათ თეთრი მონებიც. სწორედ მათ დააწვათ მხრებზე ახალი სამყაროს პირველ კოლონიათა მშენებლობების მთელი სიმძიმე (შავკანიანები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ) – ეს თეთრი მონები ირლანდიელები იყვნენ.

 

ისინი მონებად ჩამოჰყავდათ. ინგლისურ გემებს დიდი რაოდენობით “ადამიანური საქონელი” გადაჰყავდათ ორივე ამერიკაში, ასი ათასობით მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვებიც კი. აჯანყების ან ბრძანებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ სასტიკად სჯიდნენ.

არ არის საჭირო ყველა სისხლიან გარემოებათა ჩამოთვლა – ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით აფრიკელი მონებით ვაჭრობის ბოროტებანი. მაგრამ ახლა საუბარი განა აფრიკელ მონებზეა? მეფეებმა ჯეიმზ მეორე სტიუარტმა (1685-1688) და მამამისმა ჩარლზ პირველმა (1625-1649) ირლანდიელთა დამონებით ბევრი რამ ჩაიდინეს მონობის დაკანონებისთვის. უახლოესი მეზობლების დეჰუმანიზაციის პრაქტიკას კი სათავე დაუდო ლორდ-პროტექტორმა ოლივერ კრომველმა (1653-1658). კრომველის ლაშქრობა ირლანდიაში ირლანდიელთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ გენოციდად იქცა. თუ 1641 წელს ირლანდიაში ცხოვრობდა 1,5 მლნ ადამიანი, 1652 წლისთვის 850 ათასი მცხოვრები დარჩა, ამასთან, მათგან 150 ათასი ინგლისელი კოლონისტი გახლდათ, ანუ ირლანდიელმა ხალხმა მოსახლეობის 50-56% დაკარგა.

ირლანდიელებით ვაჭრობა მაშინ დაიწყო, როცა ჯეიმზ მეორემ 30 000 ირლანდიელი ტუსაღი ამერიკაში მონებად გაყიდა. მისმა 1625 წლის პროკლამაციამ დააკანონა ირლანდიელი პოლიტიკური პატიმრების საზღვარგარეთ გაგზავნა და მათი გაყიდვა ინგლისელი მოახალშენეებითვის ვესტ-ინდოეთში. XVII საუკუნის შუა წლებში ირლანდიელ მონებს ყველაზე მეტად ყიდდნენ ანტიგუასა და მონსერატში. შედეგად, მონსერატის მთელი მოსახლეობის 70%-ს ირლანდიელი მონები შეადგენდნენ. მალე ირლანდია გახდა “ადამიანური საქონელის” უმსხვილესი წყარო ინგლისელი მოახალშენეებისთვის, ანუ ახალი სამყაროს პირველი მონების უმრავლესობა თეთრკანიანები იყვნენ.

.

1652-1689 წლების პერიოდში სავარაუდოდ 50 000-ზე მეტი ირლანდიური წარმოშობის მამაკაცი, ქალი და ბავშვი ძალით გადაიყვანეს ბრიტანეთის იმპერიის კოლონიებში ბარბადოსზე და ვირჯინიაში პლანტაციებში მონებად სამუშაოდ. სხვა სამხედრო ტყვეებიც, ასევე პოლიტიკური დისიდენტები, დაპატიმრებულები უელსისა და შოტლანდიის დაპყრობილ რეგიონებში – ყველანი მონებად გაგზავნეს ბარბადოსზე სამუდამო საცხოვრებლად. ყოველივე ამან საშუალება მისცა კრომველს მოეშორებინა ნებისმიერი მოწინააღმდეგე ელემენტი და ამასთან გაეჩინა კარგი შემოსავლის წყარო მათი გაყიდვით პლანტაციების მფლობელთათვის. ბარბადოსზე გადაყვანილი თეთრკანიანი პატიმრების წილი იმხელა იყო, რომ 1701 წლისთვის კუნძულზე არსებული დაახლოებით 25 000 მონიდან, 21 700 ევროპული წარმოშობის იყო.

.

დღეს ბევრი ერიდება ირლანდიელი მონების ხსენებას ნამდვილი ტერმინით “მონა”. მათთან დაკავშირებით იყენებენ ტერმინს “საკონტრაქტო მსახურები”. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში XVII-XVIII საუკუნებში ირლანდიელებს სწორედ მონებად, როგორც ჩვეულებრივ პირუტყვს ისე ჰყიდდნენ. ამ დროს ვაჭრობა აფრიკელი მონებით მხოლოდ იწყებოდა.

.

XVII საუკუნის ბოლოს აფრიკელი მონა ძალიან ძვირი – 50 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ირლანდიელი მონა გაცილებით ნაკლები ღირდა – არაუმეტეს 5 გირვანქისა. თუ ირლანდიელ მონას პატრონი ამათრახებდა, დაღარავდა და სიკვდილამდე სცემდა – ეს დანაშაულად არ ითვლებოდა. მისი სიკვდილი ზარალის მუხლში გადიოდა, თუმცა გაცილებით ნაკლების, ვიდრე ძვირი შავკანიანის მკვლელობა. ინგლისელი მონათმფლობელები ირლანდიელი ქალებს იყენებდნენ საკუთარი სიამოვნებისა და შემოსავლისთვის. მონების შვილებიც მონები იყვნენ, რომლებიც ამრავლებდნენ თავისი ბატონის ქონებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ ირლანდიელი ქალი რაღაც გზით მიიღებდა თავისუფლებას, მისი შვილები ბატონის მონებად რჩებოდნენ. ამიტომ, ირლანდიელი დედები, გათავისუფლების შემთხვევაშიც კი იშვიათად ტოვებდნენ შვილებს და მონობაში რჩებოდნენ.

ინგლისელები ფიქრობდნენ, უკეთ როგორ გამოეყენებინათ ეს ქალები (ხშირად, უკვე 12 წლის გოგონები) შემოსავლის გასაზრდელად. მათ დაიწყეს ირლანდიელი ქალებისა და გოგონების შეჯვარება აფრიკელ მამაკაცებთან, რათა მიეღოთ სხვანაირი კანის ფერის მქონე მონები. ბარბადოსზე არსებული საზოგადოებრივი არქივები აჩვენებს, ზოგიერთი პლანტატორი იქამდე მივიდა, რომ დაიწყეს რასების შეჯვარების პროცესის სისტემატიზება “საჯიშე ფერმების” საშუალებით, შერეული რასის ბავშვების გამრავლების მიზნით. ახალი მულატები უფრო ძვირი ღირდნენ, ვიდრე ირლანდიელი მონები, რაც საშუალებას აძლევდა მოახალშენეებს აღარ ეყიდათ აფრიკელი მონები და დაეზოგათ ფული. ირლანდიელი ქალებისა და შავკანიანების შეჯვარების პრაქტიკა რამდენიმე ათწლეული გრძელდებოდა და იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ 1681 წელს მიღებული იქნა კანონი “გასაყიდი მონების წარმოების მიზნით ირლანდიელი მონა-ქალებისა და აფრიკელი მონა-მამაკაცების შეჯვარების აკრძალვის შესახებ” – მოკლედ, ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ შეწყდა, რომ ხელს უშლიდა მონებით მოვაჭრე კომპანიებს მოგების მიღებაში.

.

ბარბადოსისა და ანტიგუას დღევანდელი მოსახლეობა – ყავისფერი მულატები ძირითადად წარმოადგენენ წარსულში აფრო-ირლადიული ძალადობრივი შეჯვარების შედეგს.

.

ბარბადოსის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, სუპერვასკვლავ რიანას ძარღვებში ირლანდიური სისხლიცაა – მისი მამა რონალდომ ფელტი ირლანდიელისა და აფრიკელის შთამომავალია.

დროთა განმავლობაში ბარბადოსის ირლანდიელ მონათა რაოდენობამ მკვეთრი კლება დაიწყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩაყვანიდან მალევე ბევრი იღუპებოდა მძიმე შრომის გამო და ასევე შავკანიანებთან რასობრივი შერევის შედეგად.

ინგლისი კიდევ ერთ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე აგრძელებდა ათობით ათასი ირლანდიელი მონის გადაზიდვას. მხოლოდ 1798 წლის ირლანდიელთა აჯანყების შემდეგ ათასობით ირლანდიელი მონა გაიყიდა ორივე ამერიკასა და ავსტრალიაში. ერთი იგლისური გემიდან კი ატლანტის ოკეანეში 1302 ცოცხალი მონა გადაყარეს საკვების მარაგის სიმცირის გამო.

ირლანდიელებმა შავკანიანთა თანასწორად, ხოლო XVII საუკუნეში მეტადაც, სრულად გამოსცადეს მონობის კოშმარი. მხოლოდ 1839 წელს გადაწყვიტა ინგლისმა სატანური გზიდან გადახვევა და მონათვაჭრობის შეწყვეტა. თუმცა ეს არ უშლიდა ხელს ინგლისელ მეკობრეებს გაეგრძელებინათ იგივე საქმიანობა. თუმცა ახალი კანონი გახდა პირველი ნაბიჯი ირლანდიურ კოშმარულ სატანჯველთ დასრულების გზაზე. .

.

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თავისი უახლოესი მეზობლების მიმართ ამ ბოროტებებს ინგლისელებმა მოუძებნეს გამართლება რასობრივი თეორიის მოხმობით. 1899 წლის ინგლისური ჟურნალი “ჰარპერს უიკლი”: “იბერიელები თავდაპირველად მიეკუთვნებოდნენ აფრიკულ რასას, რომელიც ათასობით წლის შემდეგ ესპანეთის გავლით გავრცელდა დასავლეთ ევროპაში. მათი შთამომავლების აღმოჩენა ხდება ყორღანებში ან დაკრძალვის ადგილებში, ამ ქვეყნების სხვადასხვა ნაწილებში. თავის ქალები დაბალი, წინ გამოწეული ქვედაყბით. მათ მოაღწიეს ირლანდიაში და შეერივნენ ადგილობრივებს დასავლეთსა და სამხრეთში, რომლებიც სავარაუდოდ თავად წარმოადგენდნენ უმდაბლეს რასას და მოდიოდნენ ქვის ხანის ველურებისგან. ისინი, დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციის გამო, სიცოცხლისთვის ჯანსაღ ბრძოლაში არასდროს გამოუდევნიათ და ამრიგად, ბუნების კანონების თანახმად, მათ გაუთავისუფლეს ადგილი უმაღლეს რასებს”

მაგრამ რატომ არაფერს ჰყვებიან ყოველივე ამის შესახებ ჩვენს სახელმწიფო და კერძო სკოლებში? რატომ არ არის ეს წიგნებში ისტორიის შესახებ? რატომ ამბობენ ამის თაობაზე ასე იშვიათად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები? ნუთუ ასობით ათასი ირლანდიელი მსხვერპლი არ არის გახსენების ღირსი? თუ მათ ისტორიასაც იგივე უნდა დაემართოს რაც მათ ბატონებს სურდათ? სრული გაქრობა, თითქოს ეს ყოველივე არასოდეს მომხდარა? ვერც ერთი დაზარალებულმა ირლანდიელმა ვერ მოახერხა დაბრუნებოდა მშობლიურ ნაპირებს, რათა მოეყოლა თავისი ტანჯვის შესახებ. ეს დაკარგული მონებია, ისინი, ვისაც დავიწყების ფარდა გადააფარა ისტორიამ და ჩასწორებულმა ისტორიის წიგნებმა.

.

დღეისთვის ბარბადოსის შავკანიან ადგილობრივთა შორის რჩება მომცრო თემი, რომელიც მოიცავს ირლანდიელი მონების შთამომავლებს. ირლანდიელ ყოფილ მონათა თემი წარმოადგენს ჯაჭვებით დაბორკილი კელტი წინაპრების ტრაგიკული მემკვიდრეობის ცოცხალ მოწმობას. შავკანიანი ბარბადოსელები მათ “წითელ ფეხებს” ეძახიან. ეს იმთავითვე დამამცირებელი მეტსახელი იყო და წარმოდგებოდა პირველი თეთრკანიანი მონების წითლად დამწვარი კიდურებისგან, რომლებიც ვერ უძლებდნენ კარიბის ტროპიკულ კლიმატს.

ამჟამად თემი, რომელიც დაახლოებით 400 ადამიანს ითვლის, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს და წმინდა იოანეს ეკლესიის მრევლს წარმოადგენს. თემი ენერგიულად ეწინააღმდეგება რასობრივ შერევას მრავალრიცხოვან შავკანიან მოსახლეობასთან. ისინი თავს ძირითადად ირჩენენ ნატურალური სოფლის მეურნეობით და თევზაობით. ისინი წარმოადგენენ სიღატაკემდე მიყვანილ ადამიანთა ჯგუფს თანამდეროვე ბარბადოსზე.

წყარო: მონრეალელი კანადელი ისტორიკოსის სტატია თეთრი მონების სესახებ ამერიკულ კოლონიებში. სრული ტექსტი: ჯონ მარტინი