სიურრეალისტური მეჯლისი როტშილდებთან - კვირის პალიტრა

სიურრეალისტური მეჯლისი როტშილდებთან

1972 წლის დეკემბერში, პარიზის მახლობლად, ფერიერ-ან-ბრის მამულში, რომელიც გი დე როტშილდს ეკუთვნოდა, კოსტიუმირებული მეჯლისი მოეწყო. საღამოზე მიწვეული იყო იმ დროის ბომონდი – არისტოკრატებიდან და ბანკირებიდან დაწყებული, მხატვრებით დამთავრებული (ორგანიზატორებს შორის სალვადორ დალი იყო). საღამო მთლიანად სატანისტური რიტუალებისგან შედგებოდა.

 

 

 

 

 

გი დე როტშილდი და მარი-ელენ დე როტშილდი

როტშილდების ამ საღამოზე ფოტოები გადაიღო ბარონმა დე-რედმა (ალექსის ფონ როზენბერგმა). 1970-იანი წლების ბოლოს მას როტშილდებთან უსიამოვნება მოუვიდა ფინანსური დავის გამო, რის შემდეგაც ბარონმა გადაწყვიტა შურისძიების მიზნით ეს ფოტოები გამოექვეყნებინა.

შეკრება მარი ელენ დე როტშილდმა 1972 წლის 12 დეკემბერს დანიშნა – იმ დღეს, როცა მისი გამოთვლებით “ზამთრის ბუნიობის წინ დედამიწის ძალები განდობილებს ანიჭებენ ძალას”. შეკრებაზე მიწვეული იყვნენ ფრანგული მასონური ლოჟების წევრები და აგრეთვე, – როგორც მათ ბარონი დე რედი უწოდებდა, – “ილუმინატების უკანასკნელი ნამსხვრევები”. მისივე სიტყვებით, “საღამოს აშუქებდა ლუციფერის ჩრდილი”.

მეჯლისის მონაწილეებმა მიიღეს “სარკისებრი” პირადი მოსაწვევები, რომელთა წაკითხვა მხოლოდ სარკეში იყო შესაძლებელი. მოსაწვევები შესრულებული იყო ბელგიელი მხატვრის რენე მაგრიტის სტილში (მხატვრის სიცოცხლეში მის მიმართ სიმპათიას მარი ელენ დე როტშილდი გამოხატავდა).

.

“სტუმრებს უნდა გაევლოთ ერთგვარ ჯოჯოხეთის ლაბირინთში, რომელიც შავი ლენტებისგან იყო გაკეთებული და ობობას ქსელებს ჰგავდა. სტუმრებს წინ ხვდებოდათ “შემთხვევითი კატა” – ადამიანი შავი კატის სამოსში, რომელსაც ისინი სალონში მიჰყავდა, სადაც კედლები დაფარული იყო მისტიკური გობელენებით” – იხსენებდა ბარონი დე რედი, – “შემდეგ მათ აცილებდა ახალგაზრდა მამაკაცი თეფშზე დადებული შლაპით და თავად მარი-ელენი ხელოვნური თავით, რომელიც ალმასის ცრემლებით ტიროდა”.

“მერე სტუმრები იძახებდნენ ბაფომეტს – “რაინდ-ტამპლიერთა შავ ღვთაებას” ანუ სხვანაირად – სატანას. საღამო დასრულდა ორგიით, “რომელზეც არავინ უყურებდა პარტნიორის სქესს”.

მოგვიანებით, როგორც ბარონი დ-რედი მიუთითებდა, ამერიკელმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა ამ რიტუალების ნაწილი გამოიყენა თავის ფილმში “ფართოდ დახუჭული თვალები”, რომელიც გადაიღო 1999 წელს. ამ ფილმში “საიდუმლო ლოჟის წევრები” ასევე ატარებდნენ “უცნაური სექსუალურ ორგიებს და ფსევდორელიგიურ რიტუალებს”.

მოგვიანებით, “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” მსგავსი ოკულტური გამოხდომა გადაიღო ამერიკელმა კინოდოკუმენტალისტმა ალექს ჯონსმა. მან შეაღწია კალიფორნიის კერძო კლუბში Bohemian Grove, რომელიც კალიფორნიის წითელი ხის ტყეში იყო ღრმად დამალული. მან აჩვენა, რომ იმ საღამოზე ადამიანები ოკულტურ სამასკარადო სამოსში იყვნენ გამწყობილნი და მსხვერპლად სწირავდნენ “ადამიანის ფიტულს”, მათი მთავარი თილისმა კი ბუ იყო.

ალექს ჯონსი “გიჟად” და “ფანტაზიების მომგონად” გამოაცხადეს, მისი ფილმი კი თითქოსდა ფალსიფირებულად. სხვათა შორის, ბარონი დე-რედიც ასევე “გონებადაქვეითებულად” გამოაცხადა როტშილდების ოჯახმაც, ცოტა ხნის შემდეგ კი ბარონი საერთოდ გაკოტრდა.

ქვემოთ მოყვანილია ფოტოები როტშილდების ოკულტური საღამოდან მათ ფრანგულ მამულში 1972 წლის დეკემბერში:

რამდენიმე ცნობა თავად ციხე-დარბაზსა და მის პატრონებზე:

ეს შესანიშნავი 3 000-ჰექტარიანი მამული პარიზთან ფერიერ-ან-ბრის ძველებური ციხე-დარბაზით შეიძინა ჯეიმს როტშილდმა, დინასტიის ფრანგული შტოს მეთაურმა და საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა.

მასზე ჰყვებოდნენ, რომ ის რომის პაპს აძლევდა სესხს, ერთხელ კი უნებურად ბირჟაზე 24 მილიონი მოიგო. ჯეიმსს უკვე ჰქონდა ბარონის ტიტული და სანუკვარი წინსართი “დე” გვარის წინ. აკლდა მხოლოდ შესაფერისი რეზიდენცია. 1829 წელს ჯეიმს დე როტშილდმა მამული ჟოზეფ ფუშეს მემკვიდრეებისგან შეიძინა.

ფერიერის მამული თავისი უღრანი ტყეებით და ბრის ბარაქიანი მიწებით ბარონ ჯეიმსისთვის გახდა მკვიდრი ცხოვრების დაწყების სიმბოლო. ამიტომ სურდა ყველაფერი თავისი ოცნების შესაბამისად გადაეკეთებინა.

ციხე-დარბაზის შესაბამის მდგომარეობამდე მისაყვანად მოიწვიეს არქიტექორი ჟოზეფ პაქსტონი. ჟოზეფს უყვარდა ლითონისა და შუშის ელემენტები, რაც ფერიერ დე ბრის რეკონსტრუქციის დროს გამოიყენა – საზეიმო დარბაზის თავზე შუშის გუმბათი აღიმართა.

მისაღები დარბაზის გარდა კი კიდევ იყო არისტოკრატული ციხე-დარბაზისთვის აუცილებელი სათავსოები: სასადილო, მუსიკალური სალონი, საბილიარდო. ინტერიერების გაფორმებით დაკავებული იყო თავად დიასახლისი, ჯეიმსის ცოლი ბეტი დე როტშილდი ფრანგ მხატვარ-დეკორატორ ეჟენ ლამისთან ერთად.

მისი შრომის შედეგი შესანიშნავია, ასევე ბრწყინვალეა ლამისთვის მინდობილი ინტერიერიც, რომელმაც სხვა ყველაფერთან ერთად ბარონ ჯეიმსის მიერ მოგროვებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც განალაგა.

ფერიერი იყიდეს როგორც წარმომადგენლობითი რეზიდენცია. ჯეიმს დე როტშილდი ციხე-დარბაზში აწყობდა მიღებებს ბანკირთა ელიტისთვის, მისი მეუღლე კი საქველმოქმედო მეჯლისებს. აქ იგეგმებოდა იმპერატორის ოჯახის წევრების მიღებაც. ნაპოლეონ III-ის მეუღლის მოსაწონად, რომელიც ეთაყვანებოდა ლუდოვიკო XVI-ის სტილს, ციხე-დარბაზის ინტერიერები შესაბამისად გაფორმდა. როტშილდები კონსერვატორებად ითვლებოდნენ, თუმცა კომფორტიც უყვარდათ და ამიტომ ჰქონდათ ტექნიკური სიახლეების: ფერიერ ან-ბრის ყველა საცხოვრებელი სათავსო უზრუნველყოფილი იყო იმ დროისთვის იშვიათი ცენტრალური გათბობითა და წყალმომარაგებით.

ციხე-დარბაზი დინასტიის ფრანგულ შტოში მემკვიდრეობით გადადიოდა. ასე აღმოჩნდა ის გი დე როტშილდის მფლობელობაში, რომელმაც ფერიერ ან-ბრი თავისი პატარძლის მარი ელენის საქორწინო საჩუქრად გამოიყენა.

ამ ზღაპრული ციხე-დარბაზის მფლობელი 1981 წლამდე, ბარონი გი, წიგნში თავისი ოჯახის შესახებ მთელ გვერდებს უძღვნის როტშილდების დიდ ნადირობებს, რომლებსაც ჩვეულებრივ შემოდგომაზე აწყობდნენ და ნაზად იგონებს ამ სასახლეში გატარებულ ბავშვობის წლებს.

უკვალოდ არ ჩაუვლია ფერიერისთვის მეორე მსოფლიოს ომს. გერმანულ ჯარს განსაკუთრებულად მოეწონა ებრაული ფუფუნების ამ სიმბოლოს დაპყრობა, მით უმეტეს ძარცვას არავინ უკრძალავდათ.

ბარბაროსების წასვლის შემდეგ, რომელთაც ხელოვნების თითქმის ყველა ნიმუში გაიტაცეს, ციხე-დარბაზი ავეჯის გარეშე, გათბობის მქონე მხოლოდ რამდენიმე ოთახით, მისთვის უჩვეულო მრუმე სიჩუმეში ჩაეფლო. მაგრამ გამოჩნდა კეთილი ფერია, რომელსაც “პარიზის დედოფალსაც” უწოდებდნენ: მარი-ელენ დე როტშილდი, ქალიშვილობისას დე ზუე-ლანი, ბარონ გის მეუღლე.

მას უყვარდა ფერიერ ან-ბრი, განსაკუთრებით დღესასწაულები ციხე-დარბაზში, რომელთა მოწყობაც ისე იცოდა, როგორც არავინ. ბარონესამ მამულის აღდგენა გადაწყვიტა და თამამად შეუდგა საქმეს. და რაკი მისთვის არ არსებობდა სიტყვა “შეუძლებელი”, ბუნებრივია, თავისას მიაღწია. 1959 წელს, პირველი საზეიმო გახსნიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, ციხე დარბაზი ფერიერ ან-ბრი ხელმეორედ წარდგა მთელი თავისი ბრწყინვალებით ზეიმზე “მძინარე მზეთუნახავი”.

და სხვა დღესასწაულებიც: სიურრეალისტური მეჯლისი, პრუსტის საღამო, ნადირობები, კონცერტები აქ აგროვებდა მთელ ევროპულ ელიტას. თუმცა ზეიმებს ბოლო მალე მოეღო…

როტშილდის ბანკის ნაციონალიზაცია 1981 წელს მოახდინა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა. ხოლო ბარონმა დე გიმ, მისი ბავშვობის სასახლე ვინმე უღირსის ხელში რომ არ მოხვედრილიყო, ფერიერი საფრანგეთის უნივერსიტეტს აჩუქა…

1984 წელს ბარონის უფროსმა შვილმა დავიდმა და ბიძაშვილმა ერიკმა ჟაკ შირაკის მთავრობისგან მიიღეს ნებართვა ახალი ბანკის გახსნაზე. ახალ ბანკს პარიზულ-ორლეანული ეწოდა, რადგან როტშილდის გვარის გამოყენება ბანკის სახელწოდებაში მათ აეკრძალათ. 1986 წელს კი ეს შეზღუდვა მოიხსნა – აქტიური როლი ოჯახური მემკვიდრეობის დაბრუნების საქმეში ბარონმა როტშილდმა ითამაშა.

გი დე როტშილდი, ცენტრში (1909-2007)