აირტონ სენა – “წვიმის კაცი”
აირტონ სენა – “წვიმის კაცი”
05-02-2016

აირტონ სენა ცნობილია, როგორც საუკეთესო მრბოლელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1988, 1990, 1991) ფორმულა 1-ის ისტორიაში.

დაიბადა 1960 წლის 21 მარტს მდიდარი ბრაზილიელი მიწათმფლობელის ოჯახში. მამა ბავშობიდან უწყობდა ხელს ბატარა ბიჭის ავტორსპოტით გატაცებას. აირტონი თავისი პირველი კარტის (პატარა სარბოლო ავტომობილი ძარის გარეშე) საჭეს 4 წლის ასაკში მიუჯდა.

 

 

 


სულ თავისი 10-წლიანი კარიერის მანძილზე მან 41 რბოლა მოიგო. მის მაგალითზე ბევრი ცნობილი მრბოლელი სწვლობდა, მშობლიურ ბრაზილიაში კი სულაც კულტად იქცა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო პილოტის დაღუპვიდან 20 წელზე მეტი გავიდა. საშინელი ტრაგედია 1994 წლის 1 მაისს მოხდა. პრესისგან მან მიიღო მეტსახელები: “ჯადოქარი”, “წვიმის კაცი” და “მონაკოს უგვირგვინო მეფე”, რადგან დღემდეც ვერავინ შეძლო გაემეორებინა გამარჯვებათა რეკორდი მის საყვარელ და ლეგენდარულ მონაკოს ურთულეს ტრასაზე.

1984 წლის სეზონში, როცა სენა ფორმულა 1-ში მოვიდა, პირველი წვიმიანი რბოლა იყო მონაკოს გრან-პრი, რომელიც კარგი ამინდის დროსაც ძნელად ითვლება, რადგან გადის ქალაქის ქუჩებში. სენამ, რომელსაც არცთუ საუკეთესო მანქანა ჰყავდა (ამერიკული Toleman TG184), მე-13 პოზიციიდან აიღო სტარტი. როცა 31-ე წრის შემდეგ წვიმის გაძლიერების გამო რბოლა შეწყდა, სენა მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა და სწრაფად ეწეოდა წინ მიმავალ ალენ პროსტს. ეს ძალზედ უცნაური იყო მონაკოსთვის, სადაც გასწრება მეტად გაძნელებულია და მშრალ ტრასაზეც ხშირად მთელი რბოლის მანძილზე არც ერთი გასწრება არ ხდება.

თავისი პირველი მოგება 1985 წელს ეშტორილის ტრასაზე სენამ ასევე ძლიერი წვიმის პირობებში მოიპოვა, როცა მეორე პოზიციაზე მყოფმა ალენ პროსტმაც კი ვერ დაიმორჩილა მანქანა – დაბზრიალდა და კედელს შეეჯახა. მეორე რბოლა, რომელიც სენამ 1985 წელს მოიგო – ბელგიის გრან-პრი, ასევე წვიმაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ სენამ არარერთი საინტერესო რბოლა ჩაატარა წვიმაში, რომლებიც დაამახსოვრდათ ექსპერტებსაც და გულშემატკივრებსაც.

სარბოლო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მეტრი, ავსტრალიელი პოლ ტრეტჰარტი იტყვის: “მე ბევრი პილოტი მინახავს ცხოვრებაში. მაგრამ ეს – განსაკუთრებულია. საქმე მარტო იმაში არ არის, რომ სენა მანქანის ტარების გენიოსია, აირტონთან ნაცნობობით შემეძლო მეამაყა ის საშუალო მრბოლელიც რომ ყოფილიყო – რბილი, ჭკვიანი, გასაოცრად ინტელიგენტური ადამიანი, ვისთანაც საათობით შეიძლება საუბარი ათას რამეზე ისე, რომ არც ფორმულა – 1-ს და არც ავტოსპორტს სერთოდ არ შეეხო”.

ფორმულა 1-ში უკვე თავის მესამე სეზონში სენა გახდა უმაღლესი ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. მსოფლიოს ჩემპიონები პიკე და პროსტი, თვით მენსელიც, რომლისთვისაც არ არსებობდა არანაირი ავტორიტეტი, ღიად უფრთხოდნენ “ლოტუსის” პირველი ნომერს, სენას უკვე სულ უფრო ხშირად უწოდებდნენ ბრაზილიელ ჯადოქარს…

1981 წელს აირტონი დაქორწინდა თავის ძველ შეყვარებულზე – ლილიან დი ვაშკონსელუშ სოუზაზე. მათ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, რაღაც დროის მანძილზე ისინი

You must have Flash Player installed in order to see this player.
რბოლებშიც კი ერთად მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა – 1983 წელს გაიყარნენ.





ორივე აღიარებდა, რომ სენა რბოლებს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა და მეუღლეობისთვის ვერ იცლიდა. მას შემდეგ აირტონს საკმაოდ ბევრი რომანი ჰქონდა, მაგრამ ქორწინებამდე საქმე აღარ მისულა.

აირტონ სენა თავისი დროის აღიარებულ ოსტატი იყო კვალიფიკაციაში. ფორმულა 1-ში თავისი კარიერის მანძილზე მან კვალიფიკაციაში პირველი ადგილი 65-ჯერ დაიკავა, რაც იმ დროისთვის რეკორდი გახლდათ. ამ რეკორდმა მისი სიკვდილის შემდეგაც 12 წელს გაძლო და მხოლოდ მიხაელ შუმახერმა შეძლო მისი დამხობა 2006 წელს სან მარინოს გრან-პრიზე. არადა, შუმახერს ამისთვის 236 რბოლაში მონაწილეობა დასჭირდა, მაშინ როცა სენამ თავის კარიერაში სულ 162 რბოლაში აიღო სტარტი. მარტო აირტონს შეეძლო აეღო სტარტი ბოლო ადგილიდან, ყველასთვის გაესწრო და გაემარჯვა, როგორც ეს იაპონიის გრან-პრიზე სუზუკას ტრასაზე მოხდა.
.

ტრასაზე სენა იყო უკიდურესად მიზანსწრაფული და მუდამ ცდილობდა მოგებას, რა დროსაც მანქანას შესაძლებლობის ზღვარზე მართავდა. ბევრი მისი ტარების სტილს მეტად სახიფათოდ თვლიდა. ტრასის გარეთ კი სენა გამოირჩეოდა რბილი ხასიათით, იყო ჰუმანური და რელიგიური ადამიანი. ის ძალიან მიმზიდველი ადამიანი იყო, რისთვისაც უყვარდათ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში. ბევრი, ვინც მას მიმართავდა, აღნიშნავდა რომ სენას ღიმილსა და ხმას თითქმის ჰიპნოზური მოქმედება ჰქონდა.

სენა მილიონობით დოლარს სწირავდა ბრაზილიაში სიღარიბესთან ბრძოლას და ამ საქმეს მთელი თავისი ქონებაც უანდერძა (რომელიც მისი სიკვდილის დროისთვის 400 მილიონ დოლარად ფასდებოდა). სიცოცხლის დროს აირტონი ერიდებოდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს და მისი შემოწირულობების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფრენკ უილიამსმა, ვის გუნდშიც გაატარა სენამ თავისი ბოლო სეზონი, განაცხადა: “აირტონი ძალიან არაორდინალური პიროვნება გახლდათ – სინამდვილეში ის რბოლებს გარეთ გაცილებით დიადი ადამიანი იყო!”

1994 წლის 1 მაისს სან მარინოს გრან-პრიზე სტარტის წინ სენამ ხელი ჩამოართვა თავის მუდმივ მეტოქე პროსტს, რომელმაც უთხრა: “ჩვენ ვიყავით მეტოქეები და უფრო მეტიც… ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, მაგრამ შეიძლება მომავალში გავხდეთ”. მე-7 წრეზე ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრასაზე რბოლის ლიდერი აირტონ სენა თავისი “უილიამს – FW16 “ით შევიდა ე.წ. “ტამბურელოს” მკვეთრ მარცხენა მოსახვევში. მოსახვევის პიკის გავლის შემდეგ ის მოულოდნელად მოწყდა ტრასას, გადააფრინდა უსაფრთხოების 80-მეტრიან მოხნულ ზონას და ბეტონს შეეჯახა. ტელემეტრის მონაცემებით, შეჯახების მომენტში სისწრაფე 220 კმ/სთ-ს შეადგენდა.
.

ტრაგედიამ ნამდვილი შოკი გამოიწვია. ბრაზილია გლოვამ მოიცვა. პრეზიდენტმა იტამარ ფრანკუმ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა და ოფიციალური შეხვედრები გააუქმა. საგარეო საქმეთა მინისტრი სელსო ამორიმი ცდილობდა დაეჩქარებინა სენას სხეულის სახლში ტრანსპორტირება და ამისთვის თავისი თვითმფრინავი შესთავაზა. იტალიაში ჰოსპიტლის კარებთან 30 000 ადამიანი შეიკრიბა. არავის სურდა დაჯერება. სენას სიკვდილით დასრულდა ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ეტაპი. ეს იყო ნამდვილი ეროვნული გლოვა. დაკრძალვას დაესწრო 4,5 მილიონი ადამიანი. ის დაკრძალეს როგორც ეროვნული გმირი. მისი და ვივიანი იხსენებს, რომ არ არსებოსბ ბრაზილიაში ადამიანი, რომელსაც ეს დღე არ ახსოვს, აირტონი სულ 34 წლის იყო.


აირტონ სენას საფლავი სასაფლაო მორუმბიზე მომლოცველთა ადგილად იქცა. მას უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ვიდრე ერთად აღებული ჯონ კენედის, მერილინ მონროსა და ელვის პრესლის საფლავებს. ბევრი პილოტი მიდის საფლავზე ბრაზილიის გრან-პრის ჩატარებისას. საფლავის ქვაზე წარწერა კი ციტატაა წმინდა პავლეს წერილიდან რომაელებისადმი “არაფერს შეუძლია დამაშოროს მე ღვთის სიყვარულს”. სენას სახელი უწოდეს მრავალ ქუჩას ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქში, გზატკეცილს სან-პაულუს პროვინციაში, ასევე ორ ავტოდრომს (ქალაქ კარუარუსა და ქალაქ ლონდრინასთან), რომლებზეც ტარდება ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის სარბოლო ჩემპიონატები.

მის სახელს ატარებს ბრაზილიის ინტერლაგოსის ავტოდრომზე პირველი “შიკანა” (ანუ “S”-ის მსგავსი მოსახვევების ერთობლიობა სარბოლო ტრასაზე), სადაც ფორმულა-1-ის ერთ-ერთი ეტაპი ტარდება. ასევე მისი სახელს ატარებს “S”-ის უამრავი მსგავსი მოსახვევები (“S” do Senna) სხვა ავტოდრომებზეც. მაგალითად, ავსტრალიაში, მელბურნ-პარკის ავტოდრომზე მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ უკანასკნელ მოსახვევს, კანადაში კი პირველ შიკანას.

გარკვეული ხნის შემდეგ ტამბურელოს მოსახვევის სიმკვეთრე შეამცირეს, ბეტონის დამცავი კედელი აიღეს და სანაცვლოდ ხრეშის ღრმა დამჭერი ხაფანგი შექმნეს. 1996 წელს ტამბურელოს მოსახვევთან დაიდგა აირტონ სენას ძეგლი.

data
16 თებერვალი 2016 17:05
გენიოსი სპორტში და გენიოსი ცხოვრებაში
data
16 თებერვალი 2016 16:29
გენიოსი სპორტში და დიდი კაცი ცხოვრებაში
სხვა სიახლეები

ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია - რა მორალი უნდა ჰქონდეს ისტორიას, სადაც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? საუბარია გუსტავ კლიმტის ტილოზე ”ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”, ან ”ოქროს ადელი”.

დაწვრილებით...

პიტერბოროელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა კრის პოზმა 70-80-იან წლებში გადაღებული კადრები განაახლა. მან 134 ფოტო გადაიღო, რომლებიც  წიგნში ”Reunion” შევიდა. წიგნი დიდ ბრიტანეთში, 4 ნოემბერს გამოვიდა. კადრებში ასახული ადგილები და ხალხი პარამედიკოსმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა 40 წლის შემდეგ კვლავ დააფიქსირა არსებული სახეცვლილებებით.

დაწვრილებით...

თურქი ფოტოგრაფი, გენჩ მეჰმეტი ფსევდონიმით ”მომთაბარე მარშრუტის გარეშე” მუშაობს და ადამიანებს მოულოდნელ მომენტებში იღებს. თავის პროექტს მან ”ძალიან ლამაზი ხარ” უწოდა.

იდეა მარტივია: გენჩი ეუბნება ქალებს: ”ძალიან ლამაზი ხარ!”, შემდეგ მათ რეაქციას აფიქსირებს. სერიაში ეკვადორელი, კოლუმბიელი, სალვადორელი, ბრაზილიელი და მექსიკელი ქალები მოხვდნენ.

დაწვრილებით...

ეს ჩინელი ბაბუა მოდური ინდუსტრიის სტერეოტიპებს თითოეული ნაბიჯით ანგრევს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვანგ დეშუნი – 80 წლის მსახიობიდ ა აწ უკვე მოდელი – ჩინეთის მოდის კვირეულზე პირველად წარსდგა და ფურორი მოახდინა.

დაწვრილებით...

ტოკიო – გიგანტური ულტრათანამედროვე მეგაპოლისია, რომელშიც რამდენიმე თვე მაინც უნდა იცხოვრო, მისი ღირსშესანიშნაობების ნახევარს რომ გაეცნო. ეს ქალაქი ურბანული მონაცემებით მეორეა მსოფლიოში და  37 მილიონ კაცს იტევს. ტოკიოს სიღრმისეული აღქმა და აღწერა შეუძლებელია. ის განაცვიფრებს სტუმარს უმალვე, მოუმზადებლად. თავისი მრავალრიცხოვანი უბნებით, წარმოუდგენლად რთული ქალაქის დაგეგმარებით, სადაც პოლიციელების დახმარების გარეშე ვერ გაერკვევი, მეტროს დამოუკიდებელი ხაზებით, სადაც დღეში რამდენჯერმე იკარგები…

დაწვრილებით...

თავისუფლების კუნძულის დედაქალაქს და მის ისტორიულ ცენტრს სულ რაღაც 10 წელზე ნაკლები დარჩა 500-წლიან იუბილემდე. ესპანეთის კოლონიალური მმართველობის არქიტექტურას აქ ულტრათანამედროვე ცათამბჯენები ერწყმის. ქალაქი ძალიან კოლორიტულია: ჰავანის ცენტრის კოლონიალური პერიოდის ვიწრო ქუჩები – თავად ქვეყნისა და მისი დედაქალაქის ისტორიის განსახიერებაა. ძველი ცენტრის ისტორიული ნაგებობების კატალოგი 900-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. დღისით აქ ჭრელი შოუები ტარდება, ღამით კი – კაბარეების კარები იღება…

დაწვრილებით...

ხანდახან ფოტო  მთელ ცხოვრებას იტევს, თავისი აღმავლობითა და დაცემით, სიხარულითა და მწუხარებით. როგორც წესი, ასეთი კადრები იმ მოვლენების ჩუმი მოწმეები ხდებიან, რომლებიც მხოლოდ ისტორიული გამოცემების ფურცლებზე, სახელმძღვანელობსა და მსგავს ფოტოებზე დარჩა…

 

დაწვრილებით...

ლონდონის ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის  – ეს გახლავთ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი. მისი წარმოშობის რამდენიმე თეორია არსებობს, თუმცა, ყველაზე პოპულარული გახლავთ თეორია, რომელიც ირწმუნება: ლონდონი ჩვენი წ.ა. 43 წელს რომაელებმა დააარსეს, ბრიტანეთში რომაელი იმპერატორის, კლაუდიუსის შეჭრის დროს.

დაწვრილებით...

ტუარეგებს  თამამად შეიძლება აფრიკის ყველაზე იდუმალი ხალხი უწოდო. ტომი საჰარას უდაბნოში ბინადრობს და დღემდე შეინარჩუნა უძველესი და განუმეორებელი კულტურა. მათი ტრადიციების ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ მატრიარქატი: ქალს ქორწინებამდე იმდენი საყვარლის გამოცვლა შეუძლია, რამდენსაც მოისურვებს, სრულწლოვანების ასაკს მიღწეული მამაკაცი კი ვალდებულია სახე დაიფაროს.

დაწვრილებით...

სლოვენია – კულტურული, ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით მდიდარი პატარა ქვეყანაა, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდება. ის ალპების აღმოსავლეთით, ანუ მზიან მხარეს მდებარეობს და  იტალიას, უნგრეთს, ავსტრიასა და ხორვატიას ესაზღვრება.

დაწვრილებით...
ქირავდება ჩეხური 1-ოთახიანი საბურთალოს ქუჩაზე,
ქირავდება კომერციული ფართები 55კვ.მ-დან ყაზბეგის
იყიდება ბურძგლას ქუჩაზე. სრული თეთრი
ქირავდება 3 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები