25 საინტერესო და უცნაური ფაქტი იტალიაზე
25 საინტერესო და უცნაური ფაქტი იტალიაზე
16-03-2016
იტალია საოცარი ქვეყანაა, სადაც ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ დაბრუნების სურვილი მუდმივად გიჩნდება. აპენინის ნახევარკუნძულის მარგალიტი განთქმულია როგორც ულამაზესი ქალაქებით, ასევე მდიდარი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი, მოდური ტანსაცმელითა და უმაღლესი ხარისხის ღვინით. თუმცა, ცნობილი ფაქტების გარდა, იტალია აღსავსეა საოცარი და უცნაური სიურპრიზებით.









იტალიის შიდა მოხმარების პროდუქტის 7% მიღებულია მაფიის წყალობით. ამასთან, სიცილიის, კალაბრიისა და კამპანიის ბიზნესების 80% გადასახადებს უხდის მაფიას.
.

ამის მიუხედავად (ან შესაძლოა, წყალობითაც) იტალია მსოფლიოში ფინანსური და მრეწველობის განვითარებით მე-8 ადგილზეა.

იტალიაში ზოგიერთი პატრული Lamborghini Gallardo-თი გადაადგილდება.


ვენეციის მშენებლობის დროს სხვადასხვაგვარი ნაგებობის საძირკველის გასამყარებლად ჩაჭედებულ იქნა რუსული ლარიქსი, რომელიც წყალში თითქმის არ ლპება.


ნამდვილ იტალიურ პიცას შეშის ღუმელში აცხობენ. მსოფლიოში პირველი პიცერია Antica Pizzeria Port’Alba ნეაპოლში 1830 წელს გაიხსნა.


იტალიას ყოველწლიურად 40 მლნ ადამიანი სტუმრობს, მსოფლიოს ტურისტების რაოდენობით იგი მე-4 ადგილზეა.


პომიდვრის კულტურა წარმოშობით ამერიკიდანაა და იტალიაში მხოლოდ 1500-წლებში მოხვდა.


1088 წელს დაარსებული ბოლონიის უნივერსიტეტი უძველესია მსოფლიოში დღესდღეობით მოქმედ უნივერსიტეტებს შორის.


ტბა რეშენზეედან კოშკი აღიმართება – ერთადერთი, რაც ჩაძირული სოფლიდან დარჩა.


საუკეთესო რესტორნებზე ხშირად აბრა არ არის გამოკრული. ასეთ რესტორანში მოხვედრა მხოლოდ რეკომენდაციით შეიძლება. საერთოდ, იტალიაში რეკომენდაციას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ თმის შეჭრა გსურდეთ. ”არავისგან” მისვლა ექიმთან ან პარიკმახერთან, უცნაურად მიიჩნევა.


იტალიაში ფეხბურთის ფანებს ”ტიფოზის” (სიტყვა ტიფისგან) უწოდებენ, რადგან თვლიან, რომ საფეხბურთო ფანატიზმი დაავადებაა.


იტალიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი – 50 ობიექტია.


იტალია ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი

ქვეყანაა.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე 301 წელს დაარსებული სახელმწიფო სან-მარინო მსოფლიოს უძველესი რესპუბლიკაა, ყველა მხრიდან იტალიით გარშემორტყმული. ამასთან, სან-მარინოს, უძველესი – 1600 წელს დაწერილი კონსტიტუცია აქვს.


რომში კატის მოკვლისთვის 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 3-წლიანი პატიმრობაა დაწესებული. ქალაქის ქუჩებში დაახლოებით 300 000 უსახლ-კარო კატა ბინადრობს.


WhatsApp განქორწინების საქმეების თითქმის 50%-ში ფიგურირებს.


ორიგინალური ქანდაკება ”ქრისტე ფსკერიდან” სიცილიაში, პალერმო ადაურას სანაპიროზე, ზღვის ფსკერზეა აღმართული.


იტალიელების მიერ ჟესტების ენის აქტიური გამოყეება უკავშირდება იმას, რომ სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლებს განსხვავებული დიალექტების გამო ერთმანეთის ხშირად არ ესმით.


ფერარი იტალიური გვარია, რომელიც ქვეყანაში ისევე ხშირად გხვდება, როგორც, მაგალითად, ინგლისში სმიტი.


ყველაზე ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ XVII საუკუნეში შეიქმნა. სიტყვები tira mi su პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ”მაბედნიერებს”. მიზეზი – მატონიზირებელი ინგრედიენტები – ყავა და კაკაო.


ვატიკანი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ღამით თავისი კარების ჩაკეტვის უფლება აქვს.


რომის უნივერსიტეტში 150 000 სტუდენტი სწავლობს, ის ევროპის უმსხვილეს სასწავლებლად ითვლება.


დიდი იტალიური ოჯახი დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ მითია – ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ერთადერთი შვილი ხშირად მშობლებთან 30 წლამდე ცხოვრობს.


ქვეყნის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ვულკანია – ვეზუვი, ეტნა და სტრომბოლი.


საშუალოსტატისტიკური იტალიელი წელიწადში 30 კილოგრამ მაკარონის ნაწარმს მიირთმევს. იტალიაში პასტის 150-მდე სახეობა არსებობს.

nino
19 მარტი 2016 14:10
ძალიან მიყვარს თქვენი რუბრიკები. ყოველთვის სიყვარულით ვკითხულობ და გულში მადლობას გეუბნებით მიუხედავად, იმისა რომ კომენტარს პირველად ვწერ. მინდა რომ ასეთ მშვიდ და ლამაზ სამყაროში ვცხოვრობდეთ, რომელზეც თქვენ წერთ ხოლმე. აღარ მინდა დაძაბული ქვეყანა.
neli
18 მარტი 2016 18:58
კარგი ახლა, ნუ უტევთ სიტყვებზე ავტორს.
მასაც ეცოდინება "ტირამისუს" ისტორია და სახელის დარქმევის ეპიზოდი.
თუ "მაბედნიერებს" დაწერა, ნაწარმი ახლოსაა ბედნიერ ღიმილთან და იმიტომ.

დედოფალმა მედიჩიმ, რომელიც რაღაც მარცხის გამო უგუნებოდ იყო, გზად შეჩერებისას შეფ-მზარეულს მიმართა, "რაღაც ისეთი მომართვი, ამამაღლოსო(გუნება იგულისხმა).
ჰოდა, ჩანს მართლა აუმაღლა გუნება ნაწარმმა, რომელსაც დაერქვა ტირა(აწევა), მი (მე), სუ(მაღლა).
კაკაო, ყავა, კვერცხი, მასკარპონე,-აუმაღლდებოდა გუნება, აბა არა? :))
ზედაც კაკლეული თუ ახლდა, იფ იფ :)))

ნაყინი აქვთ უამრავი სახის. არჩევანი გაგიჭირდება. :)))

კარგი ქვეყანაა ნამდვილად. კოლორიტული.
დიდ მოედნებზე, სადაც ტურისტების სიმრავლეა, მხატვრები იმყოფებიან და სწრაფი პორტრეტის დახატვას გთავაზობენ.
იქნებ, ჩვენშიც შემოვიდეს ეს ტრადიცია, რომელიც უშემოსავლო მხატვრებს რაღაც შემოსავალს გაუჩენდა?!






სხვა სიახლეები

იტალიას მდიდარი ისტორია აქვს. ცხოვრება მიედინება, იცვლება, მაგრამ არის ამ ქვეყანაში  მუდმივი რამ – la dolce vita- სიამოვნებისა და ტკბილი ცხოვრების იდეა, რომელიც ფედერიკო ფელინიმ ჩვეული ირონიითა და მგრძნობელობით გადმოსცა ეკრანზე.

ფოტოგრაფ ჩარლზ თრაუბს 80-იანი წლების იტალიის ფოტოკოლექციაში ფელინის ფილმთან პარალელები მოჰყავს, თუმცა, მის ფოტოებში არის რაღაც უნიკალური, რაც მხოლოდ მას ახასიათებს. ფოტოებზე არაფერია უხამსი, მაგრამ თითოეულ კადრში გამოსჭვივის გრძნობა და მისი გამოვლინება. ჩარლზ თრაუბის იტალია სიცოცხლის ფერებითაა აღსავსე, და სწორედ ამიტომაც არის ასე მიმზიდველი.

დაწვრილებით...

2013 წელს 13 ჰოლანდიური ციხე დაიხურა, რადგანაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამნაშავე არ აღმოჩნდა. 2016 წლის ზაფხულის მიწურულს იგივე ბედი ელის კიდევ 5 ციხეს. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ 2004 წლიდან ქვეყანაში დანაშაულის დონის სტაბილური შემცირება შეინიშნება. ანალიტიკოსების დათვლით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მაჩვენებელი 90%-ით შემცირდება ყოველწლიურად.

დაწვრილებით...

ბრიტანელმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე უამრავი ჯილდო მოიპოვეს, თუმცა, შინ დაბრუნებულებს საფინალო გამოცდა ელოდათ. საქმე იმაშია, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა, ყველა სპორტსმენისთვის წითელი ფერის ჩემოდნები და ჩანთები დაერიგებინა. სოციალურ ქსელებში ათლეტების გონებამახვილური კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი საქმეს იუმორით და ბრიტანული სიმშვიდით მიუდგნენ.

დაწვრილებით...

 

ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: 10 წლის წინ, ქალაქ სუისველის (პენსილვანიის შტატი, აშშ) მცხოვრებელ ჯენი სტეპიენის მამა მოკლეს, მისი გული კი ნიუ-ჯერსელ პაციენტს გადაუნერგეს. ახლა კი, ართურ თომასი, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში ჩამოვიდა, რათა საკურთხევლამდე მიეცილებინა ის.
დაწვრილებით...

ჩვენს წარმოდგენაში, ისლანდია არის ელფებისა და გეიზერების ქვეყანა, მისი მცხოვრებლები კი ძლიერი ვიკინგების შთამომავლები არიან. არადა, უკვე მრავალი წლის განმავლობაში, ისლანდია ყოველწლიურად შედის ცხოვრების მაღალი დონის მქონე ქვეყნების ათეულში. ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული ქვეყანაა, აქ დაახლოებით 320 000 ადამიანი ცხოვრობს, მეორე მსოფლიო ომამდე კი ისლანდიის მოსახლეობა 50 000 შეადგენდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ საოცარ და წარმოუდგენლად ლამაზ ქვეყანაზე.

დაწვრილებით...

სამუდამო მეგობრობა არსებობს. ეს დაამტკიცა სამმა ვაშინგტონელმა ქალმა, რომლებმაც ერთად აღნიშნეს 100 წლის იუბილე.

დაწვრილებით...

ხანდახან ისე ხდება, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას სავალალო შედეგი მოაქვს არამხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ, სპორტსმენებისთვისაც. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითის მიმოხილვას.

დაწვრილებით...

ისლანდიის ნაკრები არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის სენსაციად იქცა 2016 წელს. გუნდმა, რომლის ევროპის ჩემპიონატის საფინალო ტურნირში მოხვედრას  ეჭვის თვალით უყურებდნენ, ფეხბურთის სამშობლო – ინგლისი ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

ისლანდიური ფეხბურთის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ჩნდება კითხვა: ”ვინ არის ეს ხალხი?”. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ვიკინგების ისტორიიდან, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს.

დაწვრილებით...

პორტუგალია – პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანაა უდიდესი ისტორიით, თავისებური ხასიათით, ბუნებითა და შესანიშნავი არქიტექტურით. ქვეყნის საინტერესო ადგილები და ღირშესანიშნაობები ნებისმიერ სტუმარს აღაფრთოვანებს თავისი მრავალფეროვნებით – რამდენიმე ათეული, დღემდე კარგად შენარჩუნებული და მოქმედი შუასაუკუნეების ეკლესიები და ტაძრები, არქეოლოგიური კომპლექსები, ქალაქი-მუზეუმები ღია ცის ქვეშ, სადაც თითოეული ნაგეგობა არქიტექტურული ძეგლია, ბუნებრივი პარკები და ნაკრძალები უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად რჩება.

დაწვრილებით...

რა ასოციაციები გიჩნდებათ მექსიკის ხსენებაზე? რა თქმა უნდა, სომბრერო, ტეკილა, საპნის ოპერა, შავთვალა მექსიკელი ლამაზმანები, ტაკოსი და ბურიტოსი… ჩამოთვლა დიდ ხანს შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი სტერეოტიპებია. უპირველეს ყოვლისა, მექსიკა უზომოდ ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზეც უამრავი ღირშესანიშნაობაა, როგორც ისტორიული, ასევე ბუნებრივი.

დაწვრილებით...
იყიდება 3 სართულიანი (+1 სარდაფი)
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
სასწრაფოდ! იყიდება 147 კვ.მ საოფისე
გირავდება რამოდენიმე ბინა ცხოვრების უფლებით,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები