10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ეწვიოთ პროვანსს - კვირის პალიტრა

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ეწვიოთ პროვანსს

საფრანგეთის რეგიონებიდან პროვანსი ყველაზე ლამაზი ბუნებით, ქალაქებითა თუ სოფლებით, შესანიშნავი სამზარეულოთი და ღვინოებით გამოირჩევა. ამიტომაც აქაურობას უამრავი ტურისტი ეტანება. მიუხედავად ამისა, პროვანსის შიდა რაიონები საოცრად წყნარია, მისი ისტორიული და კულტურული ძეგლები გაცილებით უკეთ შენარჩუნდა, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში.

1. იხილოთ ლავანდის ყვავილობა

უდავოდ, ეს გახლავთ პროვანსის სტუმრობის #1 მიზეზი ივნისის დასასრულიდან აგვისტოს დასაწყისამდე, ლავანდის ყვავილობის პერიოდში. ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან ვალანსოლოს პლატოზე, რათა საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ ამუშავებენ გლეხები ლავანდის მინდვრებს.

ლავანდას პროვანსში როგორც სოფლის სამეურნეო კულტურას ახარებენ, მისგან ეთერზეთებს ამზადებენ, უმატებენ ლიქიორში, კოსმეტიკაში, ტკბილეულში და ძეხვეულშიც კი.

გაისეირნოთ ნარინჯისფერ სოფელ რუსილიონში

სოფლის მახლობლად ოხრის კარიერები მდებარეობს, საიდანაც რუსილიონის შენობებისთვის საღებავის პიგმენტს მოიპოვებენ.

კაშკაშა ფერის სოფელი პროვანსული ვიწრო ქუჩებით – ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია პროვანსში. რეგიონში უამრავი მსგავსი ადგილია. პროვანსის შვიდი ულამაზესი დაბა ლუბერონის ხეობაშია, სადაც ექსკურსიებს აწყობენ.

3. დააგემოვნოთ ბუიაბესი და კალისონი

გასტრონომია – ტურიზმის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გახლავთ. პროვანსის გასტრონომია კი აღმოჩენებისა და აღფრთოვანების მთელი სამყაროა. პროვანსი უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას გთავაზობთ ამ მხრივ – დაწყებული მაღალი სამზარეულოს რესტორნებით, დამთავრებული – საოჯახო პატარა რესტორნებით აგრო-ფერმებში.

ხამანწკების ფერმის მონახულება ლანგედოკში, დეგუსტაცია ზეთის ხილის წისქვილებში, ყველის ფერმასა და ტრუფელის სახლში ლუბერონის ხეობაში – პროვანსში სტუმრობისას, მსგავს სიამოვნებაზე უარს ვერ იტყვი!

4. გახდეთ ცოტათი სომელიე

ღვინო უდრის საფრანგეთს. საფრანგეთი უდრის ღვინოს. პროვანსი ღვინის უამრავი მარნებით დაგხვდებათ. შატონეფ დუ პალი, ტაველი, ჟიგონდასი – ადგილები, სადაც საუკეთესო ვენახებია გაშენებული.

აუცილებლად შეიტანეთ მარშრუტში ღვინის ტური და დეგუსტაცია – გაიხალისეთ ცხოვრება ახალი ფერებით!

5. შეიაროთ სტუმრად პიერ კარდენთან

ეს სახელი მსოფლიოს მოდის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი, ისევე როგორც ”ლაკოსტი”. მაგრამ ამჯერად საუბარი არა ბრენდზე, არამედ იმავე სახელწოდების სოფელზეა, რომელიც პიერ კარდენმა შეისყიდა და მოდის სკოლა დააარსა.

სიტყვაზე, თავად პიერ კარდენი სოფელში სტუმრობისას, ჩერდება სასახლეში, რომელიც ერთ დროს მარკიზ დე სადს ეკუთვნოდა..

6. იცხოვროთ მარკიზ დე სადის სასახლეში

პიერ კარდენი, სავარაუდოდ, თავად სტუმრად ვერ მიგიღებთ, მაგრამ შეგიძლიათ დაბინავდეთ სასახლეში Château de Mazan, რომელიც მარკიზ დე სადის ოჯახს ეკუთვნოდა და დღემდე შეინარჩუნა თავისი ორიგინალური იერსახე. თუ ნამდვილ სასახლეში ცხოვრების იდეა მოგწონთ, შეგიძლიათ აირჩიოთ Château de Roussan ან Château des Fines Roches.

ამ სასახლეებში ცხოვრება, ხანდახან უფრო იაფია, ვიდრე ქალაქის სასტუმროებში, რადგან სასახლეები ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს.

7. ნახოთ ვარდისფერი ფლამინგოები და გაირუჯოთ თეთრ კლდეებზე

პროვანსის ბუნება საოცარია! მთლიანი რეგიონი სავანებისგან და ბორცვებისგან შედგება, რომელზეც თვალწარმტაცი დასახლებებია გაშენებული. თეთრი კლდეებით გარშემორტყმული პლაჟები, ნაკრძალები… .

კამარგოს ნაკრძალში ვარდისფერი ფლამინგო ბინადრობს, ასევე განსაკუთრებული ჯიშის თეთრი ცხენენი, რომელიც შავი ფერის იბადება და დროთა განმავლობაში იცვლის ფერს..

8. იშოპინგოთ ფაბრიკაში L’Occitane

საკმაოდ სერიოზული მიზეზია ქალებისთვის, რომლებიც აფასებენ L’Occitane-ის კოსმეტიკის ხარისხს. პროვანსში, მანოკსში, განლაგებულია ამ კოსმეტიკის საწარმო, სადაც არამხოლოდ ექსკურსიით შეგიძლიათ შეიაროთ, არამედ შეიძინოთ საყვარელი პროდუქტები ძალიან მომხიბვლელ ფასად.

9. ჩაწვდეთ ვან გოგს

დიახ, ვან გოგმა ყური არლეში, პროვანსში მოიჭრა. მაგრამ სიტყვებში  -”ჩაწვდე ვან გოგს” – ეს არ იგულისხმება. სწორედ პროვანსს უნდა უმადლოდეს მხატვარი შთაგონებას, რომლის წყალობითაც მისი ცნობილი შედევრები შეიქმნა. პროვანსის ფერებმა ვან გოგის გარდა თავის დროზე სეზანი, პიკასო და სხვა შემოქმედები შთააგონა…

10. გაატაროთ შვებულება ლაჟვარდოვან სანაპიროზე

კანი, ნიცა, სენ-ტროპე, ანტიბი, მენტონი, სენ-ჟან-კაპ-ფერა – ეს  ცნობილი ლაჟვარდოვანი სანაპიროა თავისი პლაჟებით, რესტორნებით, ღამის კლუბებითა და კაზინოებით.

ფუფუნება და სილამაზე, სინატიფე და შარმი, ზღვა და შოკოლადის რუჯი – ამ ყველაფერს ზემოთ მოყვანილ 9 პუნქტს შესანიშნავად შეუთავსებთ.