32 უნიკალური პორტრეტი, რომელიც ცხადყოფს, როგორ განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვების ცხოვრება - კვირის პალიტრა

32 უნიკალური პორტრეტი, რომელიც ცხადყოფს, როგორ განსხვავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვების ცხოვრება

ეს გულწრფელობით მომნუსხველი პორტრეტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღეს ფოტოგრაფებმა, რომელთა სახელები პრესტიჟული ფოტოკონკურსის Sony World Photography Awards 2017 ფინალში მოხვდა. ჟიურის წევრებმა ბავშვების პორტრეტები უამრავი ნამუშევრიდან შეარჩიეს, რათა ეჩვენებინათ ის განსხვავებული პირობები, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება.

 

 

 

 

 

1

 

ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუ. ამ ბიჭუნას მშობლები მოსავალს იღებენ, მასთან 90 წლის ბებია რჩება. ფოტოზე სინაზის გამოხატვის იშვიათი მომენტია აღბეჭდილი

 

2

 

11 წლის ლი ჰანგს, რომელსაც პრადერ-ვილის სინდრომის დაავადება აქვს, ტრადიციულ ჩინურ პროცედურას უტარებენ წონაში დაკლების ცენტრში

 

3

 

ცერემონია სიქების ტაძარში. პარმა, იტალია

 

4

ტყუპი გოგონები ტანვარჯიშზე. ცზინინი, ჩინეთი

 

5

 

ქაირო, ეგვიპტე. როდესაც ფოტოგრაფმა ბიჭუნას გაღიმება სთხოვა, მან მიუგო, რომ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს

 

6

 

ბიჭუნა ახალი ჭრილობებით, რომლებიც მალე იარებად იქცევა, – ადგილობრივი ტომების ტიპიური ცერემონია. ტოგო, დასავლეთ აფრიკა

 

7

 

2 წლის ბავშვი იარების მიყენების მტკივნეულ ცერემონიაზე. ბენინი, დასავლეთ აფრიკა

 

32

 

6 წლის გოგონა ტირის საშინაო დავალების შესრულებისას. პოლონეთი

 

9

 

სენეგალელი ბავშვები ავტობუსის ფანჯარას ეჭიდებიან

 

 

10

 

9 წლის სუზანა ჟანგიან მანქანაში თამაშობს. გიუმრი, სომხეთი

 

11

 

ტანსაცმლის დიზაინერი ნასიბა ვაჟიშვილთან ეთად. ჯიდა, საუდის არაბეთი

 

12

 

განსუ, ჩინეთის პროვინცია. ეს გოგონა – ერთ-ერთია 61 მილიონი ბავშვიდან, რომლებიც სოფლად მცხოვრებმა მშობლებმა მიატოვეს და ქალაქში გადავიდნენ. გოგონა ამბობს, რომ დედამისი სახლიდან გაიქცა, როდესაც ის 6 თვის იყო

 

13

 

დასავლეთ სუმატრის ჯუნგლებში. ინდონეზიის პროვინცია

 

14

 

ბავშვი საწყობთან თამაშობს, სადაც მამაკაცი ძაღლის ხორცს ჰყიდის. კაიფინი, ჩინეთი

 

15

 

ბიჭუნა-ბედუინი მამის იარაღით ხელში. ომანი

 

16

 

ბენინის პატარა სოფელი. დასავლეთ აფრიკა

 

17

 

ბიჭუნა პისტოლეტებით ტრაბახობს. ჰონდურასი

 

18

 

ბავშვები გაჰანის ფესტივალზე. სოფელი დასავლეთ ბენგალიაში, ინდოეთი

 

19

 

ქალაქი ნაკჰონსიტჰამარატი. ტაილანდი

 

20

 

დაწყებითი სკოლის მოსწავლეს ავტობუსში სძინავს. კიოტო, იაპონია

 

21

 

სირიელი ლტოლვილი ბავშვები წვიმას ეფარებიან თურქული ბანაკიდან ტრანსპორტირებისას

 

22

 

სომხეთის ქალაქ გიუმრის ღარიბი უბანი. ლიუსინეს თავის 5 პატარა შვილთან ერთად ერთ ოთახში სძინავს

 

23

 

ბავშვები ბალიშებით თამაშობენ. დანია

 

24

 

გოგონა მშობლებთან ერთად ჩინური პროვინცია შანსისთვის ტრადიციულ სახლ-გამოქვაბულში ცხოვრობს

 

25

 

ადგილობრივი აბორიგენების ტომის ბავშვები. სოლომონის კუნძულები

 

26

 

ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე ლოცულობენ. უგანდა

 

27

 

გოგონა სკოლაში. ლიბანი

 

28

ბიჭუნა ფქვილის ტომარას ყარაულობს. სენეგალი

 

 

29

 

მოზარდები სიგარეტს ეწევიან. ედინბურგი, შოტლანდია

 

30

 

ბავშვები რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში თამაშობენ

 

31

 

კეუპტაუნი, სამხრეთ აფრიკა

 

0

 

პორტრეტი, მანილაში, სასაფლაოზეა გადაღებული, სადაც უსახლ-კაროთა კომუნა ცხოვრობს. ბიჭუნამ ძვლებს შორის ბუშტი იპოვა. ფილიპინები