მძიმე დიაგნოზით დაბადებული ბიჭი დედამ არ მიატოვა, დღეს კი ის ჰარვარდის სტუდენტია - კვირის პალიტრა

მძიმე დიაგნოზით დაბადებული ბიჭი დედამ არ მიატოვა, დღეს კი ის ჰარვარდის სტუდენტია

ჩინელმა ცძოუ ჰონგიანმა ნანატრი შვილი 1988 წელს გააჩინა. სამშობიაროს ტრავმის შედეგად ბიჭუნას ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ექიმები და ბავშვის მამა დედას ურჩევდნენ, შვილი სამშობიაროში დაეტოვებინა. ყველა მიიჩნევდა, რომ ასეთი დიაგნოზით ადამიანის ცხოვრება მძიმე და უბედური იქნება.

თუმცა, ცზოუმ ექიმებს არ დაუჯერა, ქმარს დაშორდა და საკუთარ თავს მისცა პირობა, რომ შვილისთვის ყველაფერს გააკეთებს, ეყვარება და მხარს დაუჭერს მას.

 

 

 

2

 

ქალი ერთდოულად სამ სამსახურში მუშაობდა, რათა შვილის  მკურნალობისა და ინტელექტის განვითარების შესაძლებლობა ჰქონოდა.

 

3

 

”არ მინდოდა, რომ მას ოდესმე უხერხულობა და შიში ეგრძნო თავისი პრობლემის გამო”.

 

4

 

გავიდა 29 წელი, და მისმა ვაჟმა, დინგ დინგმა, პეკინის უნივერსიტეტში გარემოს დაცვის მეცნიერების ხარისხი მიიღო, ახლახან კი ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

 

5