08-03-2010
ლონდონის ინაუგურაციულ სამიტზე One Young World, რომელიც 8-10 თებერვალს გაიმართა, საქართველოს სახელით თენგიზ ლომიტაშვილი მონაწილეობდა.
07-03-2010
სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის "დაკანონებული რეკეტი" ისევ გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საბაბით დალუქული სავაჭრო ობიექტების რიცხვი ათასს აჭარბებს. რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი სტუმრობა გახდა კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ "ალტას" დახურვის მიზეზიც.
01-03-2010
საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო იზრდება და უკვე 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების მიმართ 30%-ით არის გაზრდილი და ტენდენციაც მზარდია. წლეულს საქართველოს მთავრობა დამატებით მილიარდ 300 ათასამდე ლარის სესხებას აპირებს. ამის შემდეგაც ბიუჯეტს უკვე 7 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გასასტუმრებელი.
01-03-2010
"ეკოპალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას - "დაკოდვა" განბაჟებით" - იმპორტიორები გამოეხმაურნენ. როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, ტვირთების განბაჟებისას ხელოვნურად ხდება დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა და დღგ-ის გადახდის ნაცვლად, იმპორტიორებს ტვირთის განბაჟება წონის შესაბამისად, კილოგრამობით უწევთ. ამგვარად განბაჟება კი ხშირად ორჯერ და მეტჯერ ძვირი ჯდება.
01-03-2010
ეკონომიკის სამინისტროსგან ზოგიერთ მოიჯარეს წერილები მიუვიდა, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე მათ მიერ დაკავებული ფართობების საარენდო ღირებულება უფრო მაღალი ყოფილა, ვიდრე ისინი მეიჯარეს უხდიან. ფასთა შორის სხვაობა მოიჯარეებმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაუხადონ. გადასახდელი თანხა ზოგ შემთხვევაში ათეულ ათასობით ლარია. საუბარია ფართებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
01-03-2010
"რუსეთი არწმუნებდა ჩინეთს, თავიდან მოეშორებინათ ამერიკული კომპანიების ობლიგაციები, რათა ამერიკის იპოთეკური დაკრედიტების გიგანტური კომპანიები ჩაეძირათ" - ამის შესახებ საკუთარ მემუარებში აშშ-ის ექს-ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი წერს. მისი წიგნი "ზღვარზე" იანვრის ბოლოს გამოვიდა.
01-03-2010
"საქართველოს ბანკმა" და Western Union-მა წამახალისებელი გათამაშების - "შემიძლია თუ არა მივუახლოვდე ჩემს ოცნებას? - დიახ!" მესამე ეტაპის გამარჯვებული დააჯილდოეს. მთავარი პრიზის, 5.000 დოლარის მფლობელი "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი ნანა ადონია გახდა. ბანკის იღბლიან მომხმარებელს მოგებული თანხა "საქართველოს ბანკის" სწორედ იმ სერვისცენტრში გადასცეს, სადაც რამდენიმე თვის წინ მან გათამაშების კუპონი შეავსო.
28-02-2010
უამრავ პროდუქტთან ერთად ბაზრის გარეთ, პირდაპირ ქუჩაში იყიდება ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიცაა ხორცი, ყველი, თევზი. უმეტეს შემთხვევაში ეს სურსათი ანტისანიტარიაში, ღია ცის ქვეშ, პირდაპირ დახლზე აწყვია, ეყრება მტვერი, აწვიმს და ათოვს.
22-02-2010
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ქსელს აფართოებს. გასულ კვირას მან 3 ახალი ავტოგასამართი სადგური გახსნა, თბილისში გურამიშვილის ქუჩაზე, ბორჯომსა და სამტრედიაში. ამიერიდან მომხმარებელს შეეძლება მათი გამართული მომსახურებითაც ისარგებლოს.
22-02-2010
"ბაზისბანკმა" მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - "სასარგებლო ბიზნეს სესხი" შესთავაზა. ბანკის ხელმძღვანელობის თქმით, იმის გამო, რომ სესხის აღება მარტივია, ამ პროდუქტის მთავარი მესიჯი გახდა: "ჩვენ თქვენ გენდობით". “სასარგებლო ბიზნესსესხი”მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. სესხის მოცულობა 10 ათასი ლარიდან იწყება და მაქსიმალური მოცულობაა 500 ათასი ლარია, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%-დან იწყება.
22-02-2010
საგადასახადოს მიერ წვრილი მეწარმეებისთვის სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა პურის გაძვირების საბაბი გახდა. ზოგიერთი დასახელების პური წინა კვირას 5 თეთრით გაძვირდა. სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში ფასი ყველაზე იაფ, 40 თეთრიან პურზეც მოიმატებს.
22-02-2010
იანვრიდან ახალი საბაჟო განაკვეთები ამოქმედდა და მაქსიმალური, 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა: ჩაი, საწებლები, ზეთი, შოკოლადი, ჰიგიენური საშუალებები, საიუველირო ნაწარმი, სამშენებლო მასალები, შავი ლითონის კონსტრუქციები, პლასტმასი და ათეულობით სხვა პროდუქტი.
21-02-2010
"დაპატიმრებული" ტვირთის ტევა არ არის. ერთ-ერთ ასეთად აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო დამუშავების ტერმინალი "გაკო" სახელდება. თურქეთიდან შემოტანილი ტვირთების "დაპატიმრების" მიზეზების გასარკვევად "ეკოპალიტრა" საბაჟო ტერმინალის სერვისცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ტვირთის გაჩერება ჩვეულებრივი პროცედურაა და დეკლარაციაში მითითებული კოდების შემოწმებას დრო სჭირდება. მაგრამ რა დრო სჭირდება ამ კონკრეტულ პროცედურას, საბაჟო ტერმინალში ვერ ასახელებენ.
15-02-2010
ორი წლის წინ აღმასრულებლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა. ბოლო დროს, ვალებში ჩავარდნილი მოქალაქეებისა თუ საწარმობის დასაყადაღებლად ქალაქში გასულ აღმასრულებლებს სულ უფრო ხშირად ხედავენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები დღეში, სულ ცოტა, 100-მდე მისამართზე მიდიან უძრავ-მოძრავი ქონების დასაყადაღებლად.
15-02-2010
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა. რუსული იმპორტის საკმაო ნაწილი უკრაინულმა ჩაანაცვლა, ქართულმა პროდუქტმა კი უკრაინული ბაზრის ათვისება დაიწყო. საბაზრო იდილიას ხელისუფლებების მეგობრული ურთიერთობაც უწყობდა ხელს. გამოითქვა ვარაუდი, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, შესაძლოა, უკრაინულ ბაზარზეც შეფერხდეს.
15-02-2010
როცა საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობი 140 დოლარზე მეტი ღირდა, საცალო ქსელში საქართველოში საწვავი თითქმის იმავე ფასად იყიდებოდა, როგორც დღეს. მაგრამ დღეს საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი უკვე 70 დოლართან მერყეობს...