საქართველო "დემოგრაფიულად მომაკვდავი" ქვეყნების რიცხვში
საქართველო "დემოგრაფიულად მომაკვდავი" ქვეყნების რიცხვში
02-07-2012
ქართველი პენსიონერი - "ყველაზე ღარიბი პენსიონერი მსოფლიოში"

საქართველოს პენსიონერი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მართალია, ბოლო წლებში საშუალო პენსია დაახლოებით შვიდჯერ გაიზარდა, თუმცა ესეც არ კმარა, რომ პენსიონერებმა საარსებო მინიმუმის დონეზე მაინც დაიკმაყოფილონ მოთხოვნები.

საქართველოში დემოგრაფიული სიბერე ღრმავდება. 1990-იანი წლებიდან მოსახლეობის საშუალო ასაკი სამ წელიწადში თითო წლით იმატებს. ხანდაზმულია ყოველი მეექვსე მოქალაქე. საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დაბერებულია სამხრეთ კავკასიაში და საშუალო ასაკით სომხეთისას ხუთით, ხოლო აზერბაიჯანისას რვა წლით აღემატება. გაეროს ექსპერტთა პროგნოზით, მოსახლეობის დაბერება გაგრძელდება. 2050 წლისთვის 60 წელზე უხნესთა წილი მთელი მოსახლეობის ერთ მესამედს გადააჭარბებს.

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც ყოველ პენსიონერზე მხოლოდ სამი შრომისუნარიანი ასაკის ადამიანი მოდის და ეს მაჩვენებელი მცირდება კიდეც. იგივე ხდება საქართველოშიც. ეს გარემოება უნდა მივიჩნიოთ იმ რთული პრობლემის ძირითად მიზეზად, რასაც ასაკოვანი ადამიანებისთვის არაღირსეული პენსია ჰქვია. მიჩნეულია, რომ პენსიონერთა ოპტიმალური რაოდენობა ყოველ 100 დაქირავებულზე 30-32 ადამიანია, საქართველოში ეს თანაფარდობა ოთხჯერ და მეტად უარესია.
საქართველოში 2003 წლიდან 2011 წლამდე პენსიებმა საშუალოდ 7,1-ჯერ მოიმატა, მაგრამ მისი რეალური მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ სამჯერ გაიზარდა. ის გაცილებით მეტადაც გაიზრდებოდა, რომ არა სურსათის გაძვირება და კომუნალური გადასახადების ზრდა. საერთო ჯამში, 2011 წლის დეკემბრის პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა 2003 წლის დეკემბრის ფასებით მხოლოდ 45 ლარს შეესაბამებოდა.

სოციალური გადასახადი საქართველოში მეხუთე წელია აღარ არსებობს. იგი გაერთიანებულია საშემოსავლო გადასახადთან. ამით ეკონომიკური საფუძველი გამოეცალა ასაკის გამო პენსიაზე გასულთა პენსიების სიდიდეს და ის დამოკიდებული გახდა ბიუჯეტის მოცულობასა და ხელისუფლების ნებაზე.

ღარიბთა რაოდენობით პენსიონერები დღეს ბევრად აღემატებიან სხვა სოციალურ ჯგუფებს. 2012 წლის 1-ელი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერთათვის ბიუჯეტიდან დამატებით 171 მილიონი ლარი გამოიყოფა, მაგრამ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც, მომატებული პენსია (დაზღვევის კომპონენტის გათვალისწინებით), საარსებო მინიმუმის მხოლოდ 82%-ს მიაღწევს.

ადრეულ წლებში პენსიონერთა მდგომარეობა უკეთესი იყო, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისა. მათ შორის კეთილდღეობა უფრო მაღალი იყო, ხოლო ღარიბთა რაოდენობა - უფრო დაბალი, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში. 1980-იანი წლების ბოლოს საშუალო პენსია თითქმის უტოლდებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტები საშუალოდ 22-ჯერ აღემატებოდა. დღეს საშუალო პენსია საარსებო მინიმუმს 1/3-ით ჩამორჩება, ხოლო დეპოზიტები ორჯერაც ვერ აჭარბებს. ამას შესაძლოა პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მარგინალიზაციაც ვუწოდოთ".

მოსახლეობის 2002 წლის აღწერის თანახმად, საქართველოში პენსიონერთა 93% ცხოვრობდა ოჯახის შრომისუნარიან წევრებთან ერთად. რომ არა შემოსავლების შიდაოჯახური გადანაწილება და ურთიერთმზრუნველობა, პენსიონერთა ფიზიკური არსებობაც საფრთხის ქვეშ დადგებოდა. საარსებო მინიმუმზე ნაკლები პენსია არსებობისთვის "საკმარისია" თვეში ოცი დღის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში კი პენსიონერთა ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე მარიფათსა და ახლობლებზეა დამოკიდებული.
მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს.

საარსებო მინიმუმთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება სომხეთსა და აზერბაიჯანს და პენსიონერთა საერთო რაოდენობაში ასაკით პენსიონერების წილიც გაცილებით მაღალია.

იოსებ არჩვაძე: "ამჟამად საქართველოში მოქმედი საპენსიო განაკვეთები ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და ფინანსურ რესურსს სახელმწიფოსაც საგრძნობლად უმცირებს. 2011 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები აღემატებოდა 2003 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან საგადასახადო შემოსავლებს. მოქმედი საპენსიო სისტემა, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს ძირითად დანიშნულებას - ვერ უზრუნველყოფს ადამიანების ფიზიკურ გადარჩენასაც კი. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გაეროს ანგარიშების თანახმად, საქართველო შედის "დემოგრაფიულად მომაკვდავი" ქვეყნების რიცხვში, ხოლო დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი ახლოს ვერ მიდის პენსიონერთა რაოდენობასთან (630 ათასი 840 ათასის საპირისპიროდ).

საპენსიო ფონდების არარსებობისა და არასახელმწიფო საპენსიო ფონდების განუვითარებლობის გამო, ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება. 2012 წელს პენსიებისთვის გამოყოფილია ბიუჯეტის არც თუ მცირე წილი (13,5%) და მიუხედავად ამისა, პენსია საარსებო მინიმუმთან ახლოსაც ვერ მიდის. ამ ზღვარის მისაღწევად, გამოყოფილი მილიარდი ლარის გარდა, ყოველწლიურად კიდევ ნახევარი მილიარდი იქნებოდა დასამატებელი.

საპენსიო რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზეა დამოკიდებული. ჩვენ ილუზიონისტივით შავი ცილინდრიდან ბაჭიას ვერ ამოვიყვანთ და რაც ქვეყანას გააჩნია, მხოლოდ ის შეგვიძლია გავანაწილოთ. ცალკე საკითხია ისიც, რამდენად გონივრულად ნაწილდება არსებული სახსრები".

ციფრების ენით

- საქართველოში 60 წელს გადაბიჯებულთა რიცხვი 831 ათასია, მათგან 450 ათასი კი 70 წელზე მეტი ხნის არის.
- განვითარებულ ქვეყნებში პენსიებზე იხარჯება მშპ-ის 9%, მათ შორის ავსტრიაში 15%, იტალიაში 14%, საფრანგეთში 13%, აშშ-ში 6,5%, იაპონიაში 5%, კანადაში 4,5%.
- ასაკით პენსიონერების წილი პენსიონერთა საერთო რაოდენობაში: საქართველო - 79,2%, აზერბაიჯანი - 64,3%, სომხეთი - 63,7%.
- მინიმალური ყოველთვიური სახელმწიფო პენსია საქართველოში 55 ლარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - 70-80 ლარი, ასაკობრივი პენსია - 100 ლარი. ოფიციალური საარსებო მინიმუმი კი 160 ლარს აღწევს.

მკითხველის კომენტარი (2)
Tamazi
09 ივლისი 2012 09:50
Tamari, утвино ადამიანის კომენტარი. ბენდუქიძე მაინც აქ რა შუაშია, სადაა ლოგიკა? იქნებ ახსნა ლამაზო?
Tamari
06 ივლისი 2012 21:28
სამაგიეროდ ევროკავშირის მოხსენებებში იხარჯება ბენდუკიძის და ნაციონალების მილიონები.
გააკეთე კომენტარი
 *   

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
სხვა სიახლეები
ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი.
დაწვრილებით...
"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"
დაწვრილებით...
სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან.
დაწვრილებით...
შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება.
დაწვრილებით...
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
დაწვრილებით...
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?