ღირს თუ არა ერგნეთის ბაზრობის აღდგენა
ღირს თუ არა ერგნეთის ბაზრობის აღდგენა
23-07-2012
კარგა ხნის წინ დახურული და მივიწყებული ერგნეთის ბაზრობა კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როცა "ქართული ოცნების" ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისი დახურვა დიდ შეცდომად შეაფასა და ამ ბაზრობის შესაძლო აღდგენაზეც ილაპარაკა. საპარლამენტო უმრავლესობიდან მაშინვე უპასუხეს, კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ ყოფილა, რადგან იქ ძირითადად აღურიცხავი და დაუბეგრავი საქონელი იყიდებოდა. ორივე პოზიციას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

დემურ გიორხელიძე (დამოუკიდებელი ანალიტიკოსი): "ერგნეთის ბაზრობის საკითხი ძალაუნებურად გადაჯაჭვულია პოლიტიკურ სიტუაციასთან: ცნობილია, რომ ნებისმიერი ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობით. ზემოდან ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, თუ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა არ ექნებათ, რაც მათ ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ერგნეთის ბაზრობა ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო, იქ ვაჭრობდნენ ოსებიც და ქართველებიც, ამ თვალსაზრისით მისი დახურვა მცდარი ნაბიჯი იყო. ჩვენ ეს მძლავრი მექანიზმი ხელის ერთი მოსმით გავაუქმეთ და ვერანაირი ალტერნატივა ვერ შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც კონფლიქტურ ზონაში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, სასურველი იყო, რამე უკეთესი შეგვეთავაზებინა იმ ხალხისთვის, ვინც ამ ბაზრობიდან რაღაც შემოსავალს იღებდა. ყველა გზა უნდა წავახალისოთ, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაახლოებას და ეკონომიკური ასპექტებიც ამ ვითარებაში ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება კონტრაბანდას, ის ახლაც არსებობს და ყოველთვის იქნება, ამ მიზეზით ასეთი სასარგებლო ობიექტი არ უნდა დაეხურათ. კონტრაბანდის საკითხის მოგვარება თავისუფლად შეიძლებოდა, ამას სჭირდებოდა მხოლოდ პოლიტიკური ნება და ერგნეთის ბაზრობის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ეს არ გაკეთდა".

ლევან კალანდაძე ("ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი):
- ერგნეთის ბაზრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს არასოდეს ჰქონია მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა, ეს პოლიტიკური თემაც იყო. გარდა ამისა, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისითაც აქტუალური იყო, განსაკუთრებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის. თავიდანვე ვთქვათ: რა მნიშვნელოვანიც უნდა ყოფილიყო ეს ბაზრობა იქ დასაქმებული ადამიანებისთვის, მას მაინც ჰქონდა განსაზღვრული არალეგიტიმური, კანონგარეშე ხასიათი. საქონელბრუნვა იქ ყოველგვარი აღრიცხვისა და საბაჟო პროცედურების გავლის გარეშე მიმდინარეობდა. ეს ე.წ. შავი ბაზარი იყო და აბსოლუტური უმრავლესობა იქ შეტანილი თუ იქიდან გატანილი პროდუქციისა, კონტრაბანდული გახლდათ. მესმის, ეს შემოსავლის წყარო იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეეძლოთ პროდუქცია იაფად აეღოთ და შემდეგ მათსავე სავაჭრო ობიექტებში შედარებით დაბალ ფასად გაეყიდათ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იყო ტერიტორია, სადაც მხოლოდ კონტრაბანდული საქონელი ბრუნავდა.

რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხს, უნდა გითხრათ, რომ ეს სპეკულაცია და ადამიანების ემოციებზე თამაშის მცდელობაა, იმიტომ, რომ როგორც უნდა გვინდოდეს, დღესდღეობით ამ ბაზრობის აღდგენის თეორიული ნიშანიც კი არ არსებობს - ახლო წარსულისაგან განსხვავებით, დღეს იქ სადემარკაციო ხაზია გავლებული, რომელსაც რუსული ჯარი აკონტროლებს და შესაბამისად, ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვაც ყოვლად წარმოუდგენელია. ცათამბჯენებიც რომ ავაგოთ ერგნეთის ტერიტორიაზე, უმოქმედოდ დარჩება, თუნდაც იმიტომ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარი საქონელს არ გაატარებს. ბუნებრივია, ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, სავაჭრო ურთიერთობების მოგვარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ეს ერგნეთის ბაზრობის აღდგენით მოხერხდება, შეუძლებელია. ყურადსაღებია სხვა საკითხიც: ერგნეთის ბაზრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, იქ მოვაჭრე პირებისთვის, თუ ზოგადად იმ რეგიონისთვის, ასოცირებული იყო და არის იაფ საქონელთან, რადგან მოვაჭრეებს საშუალება ჰქონდათ, საქონელი გადასახადის გარეშე შემოეტანათ. მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი მეტ-ნაკლებად კარგად კონტროლდება და არალეგალური ტვირთის დიდი მოცულობით შემოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ ერგნეთის ბაზრობას ვერ აღვადგენთ. კონტრაბანდა იაფ პროდუქციასთან კი არის ასოცირებული, მაგრამ ქვეყნისთვის მსგავსი ეკონომიკური ურთიერთობები დამღუპველი და არასწორია.

- ხომ შეიძლებოდა კონტრაბანდა აღმოეფხვრათ, მაგრამ ბაზრობა დარჩენილიყო?
- ვაღიარებ, ბაზრობის დახურვა თავისთავად შეცდომა იყო. სახელმწიფოს უნდა აღმოეფხვრა კონტრაბანდული საქონელი და ტვირთბრუნვა კანონის ფარგლებში მოექცია. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ერგნეთის ბაზრობა მაინც დაიხურებოდა, იმიტომ რომ იქ ფაქტობრივი საზღვარი გაივლო. დაბეგვრის რეჟიმშიც რომ მოგვექცია, ომის შემდეგ ბაზრობა სიცოცხლისუნარიანი მაინც ვეღარ იქნებოდა.
თემურ ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "რასაკვირველია, კონტროლის გარეშე ტვირთის შემოსვლა დაშვებული არ უნდა იყოს და თუ ეს სადმე ხდება, უნდა აღიკვეთოს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ხომ შეიძლება იმ ტერიტორიაზე შეიქმნას თავისუფალი ეკონომიკური ზონის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც იქნება კონფლიქტური რეგიონის დამაკავშირებელი რგოლი დანარჩენ საქართველოსთან? მოგეხსენებათ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა საკმაოდ "გაპიარებულია" საქართველოში და თუ ლაპარაკობენ ამგვარი ზონების შექმნაზე ფოთში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ადგილებში, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს ამ რეგიონში? თუ გავითვალისწინებთ ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს და ყველაფერს გონივრულად გავაკეთებთ, შეიძლება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი გადაიდგას ჩვენი ქვეყნისთვის".

ხათუნა ჩიგოგიძე
natali
29 ივლისი 2012 13:55
ნუ გიკვირთ მემარჯვენეების, ეგენი ხომ თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და სტატიაშიც სასოწარკვეთილი ადამინის ნაბოდვარია
nia
29 ივლისი 2012 11:04
"..... უნდა ვაღიაროთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ერგნეთის ბაზრობა მაინც დაიხურებოდა-ო", იქნება და რომ არ დახურულიყო ეგ ომიც არ მომხდარიყო ჰაააააა ამის შესაძალებლობას რატომ არ უშვებთ?????????????????
სხვა სიახლეები
ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი.
დაწვრილებით...
"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"
დაწვრილებით...
სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან.
დაწვრილებით...
შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება.
დაწვრილებით...
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
დაწვრილებით...
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
Notice: Undefined index: HTTP_USER_AGENT in /var/www/html/www.kvirispalitra.ge/administrator/components/com_simplepoll/helpers/helper.php on line 198
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?