კარფური - ყოველთვის დაბალი ფასები
კარფური - ყოველთვის დაბალი ფასები
12-09-2012
13 სექტემბერს "კარფურის" შვილობილი კომპანია "მაფ კარფური" საქართველოში პირველ ჰიპერმარკეტს გახსნის.

1400-ზე მეტი ჰიპერმარკეტით "კარფური" საცალოდ მოვაჭრე კომპანიათა შორის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მაღალი პროფესიონალიზმის და უდიდესი გამოცდილების ხარჯზე, იგი ათეულობით წლების განმავლობაში ინარჩუნებს მომხმარებელთა ნდობას.

კარფურმა უკვე მთელს მსოფლიოში დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ დაბალი ფასები დაბალ ხარისხთან ასოცირდება. შემდეგი რიგში საქართველოა.

"კარფურის" პირველი ჰიპერმარკეტი თბილისში, სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში გაიხსნება და მომხმარებელს 30 000 დასახელების პროდუქტს შესთავაზებს ნებისმიერი გემოვნებისთვის.

დაბალი ფასების გარდა, "კარფური" ცნობილია როგორც ბრენდი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის მომხმარებლის გემოვნებასა და მენტალიტეტს ერგება. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებში გახსნილი "კარფურის" სავაჭრო ობიექტები, თავისებურად გადმოსცემენ ამ ქვეყნის კულტურას, კულინარიას და ისტორიას. კომპანიის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ქართველ მეწარმეებთან, რძის და ხორცის პროდუქტების, ხილის და ბოსტნეულის მწარმოებლებთან, მათი პროდუქციის "კარფურის" ჰიპერმარკეტში წარმოდგენასთან დაკავშირებით. "კარფურში" იფუნქციონირებს თონე, რომელიც ჰიპერმარკეტს ქართულ ხასიათს შესძენს.

ჰიპერმარკეტი კარფურის გახსნა უამრავი ადამიანის დასაქმებასთან ერთად ხელს ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეუწყობს. 

                                                                                                            R            
zoia
14 დეკემბერი 2012 10:27
სად და როგორ შეიძლება აქციების მიმდინარეობის გაგება ''კარფურში''
zoia
14 დეკემბერი 2012 10:20
კარფური ძალიან მომეწონა პატარა ქალაქია დიდ ქალაქში.
სხვა სიახლეები
ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი.
დაწვრილებით...
"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"
დაწვრილებით...
სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან.
დაწვრილებით...
შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება.
დაწვრილებით...
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
დაწვრილებით...
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?