სომხეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების მოცულობით გვჯობნის
სომხეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების მოცულობით გვჯობნის
14-09-2012
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის II კვარტალში 85% შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაციით, პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 37%, მეორეზე - აშშ 11%, მესამეზე - აზერბაიჯანი 10%.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის II კვარტალში 219 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით აღემატება 2011 წლის II კვარტლის წინასწარ მონაცემებს და ამავე პერიოდის დაზუსტებული მაჩვენებლის 88%-ს შეადგენს.

რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს, ”საქსტატის” ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ 6 თვეში, 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება 2011 წლის პირველი ნახევრის წინასწარ და 7%-ით, ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს.

ირაკლი ლექვინაძე, ”ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” ექსპერტი: ”გასული წლის დაზუსტებულ მაჩვენებელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მონაცემები დაზუსტდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ან კიდევ უფრო შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებში ნიდერლანდებში საქართველოდან დიდი მოცულობის კაპიტალის გადინება აღინიშნებოდა. შესაძლოა, ეს იყო ვალდებულებების დაფარვა, ან ამის მიზეზი იყო ის, რომ კაპიტალისთვის ნიდერლანდები ტრანზიტული ქვეყანაა, სადაც ხდება სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალის აკუმულირება და იქიდან შესვლა სხვადასხვა ქვეყანაში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ყოველთვის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულშია. აზერბაიჯანიდან სტაბილურად შემოდის ინვესტიციები საქართველოში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი პოზიცია მეტ-ნაკლებად ცვალებადია და უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში ხან გვხვდება, ხან არა. ყოველი შემთხვევისთვის, თუ ადრე უმსვილეს ინვესტორთა შორის, ძირითადად ობშორული ქვეყნები ფიგურირებდა, მათ შორის პანამა და ვირჯინიის კუნძულები, ეს ქვყნები ჯერჯერობით სამეულში არ არიან შესული.

ვფიქრობ, რომ მოახლოებული არჩევნების მოლოდინი ინვესტიციების შემოდინებაზე უფრო მეტად მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აისახება. ის, რაც შემოდის, ცუდი არ არის. ორ კვარტალში ჯამურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის შემოსვლა მოხდა, მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო ინვესტიციების მოზიდვაზე. მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, უფრო კარგი მაჩვენებელი აქვთ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენ. ე.ი. რაღაც კიდევ სჭირდება ამ არაერთგვაროვან ბიზნესგარემოს, რომელშიც ბევრი პოზიტივი და გახსნილი თემაა ინვესტორებისთვის - გადასახადები, რეგულაციები და ა.შ. მაგრამ არის რაღაც, რაც აფერხებს ინვესტიციების შემოსვლას და ეს რაღაც არის დაბალი კონკურენცია, რაც ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტენდენცია ზოგადად რომ განვიხილოთ, კარგი იქნება, თუ წლის ბოლომდე 1-მილიარდიან ნიშნულს მივაღწევთ. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ეს კარგი მაჩვენებელი იქნება, რადგან წინ გვაქვს არჩევნები და არავინ იცის, როგორ აისახება ეს მესამე კვარტლის მონაცემებზე. გასული წლის მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვირდრე პირველსა და მეორე კვარტალში, მაგრამ არ მგონია, წელსაც იგივე განმეორდეს.

დღეს ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, უცხოელ თუ ადგილობრივ ბიზნესმენს, ყველა არჩევნებს ელოდება და ბიზნესაქტივივობას არ ჩქარობს.
მისასალმებელია, რომ წელს გადამამუშავებელი მრეწველობაც წამოვიდა წინა პლანზე. ამ სექტორებს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნით, გადასახადების ნაწილში კიდევ უფრო მეტი ლიბერალიზაციით, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით, საგადასახადო შეღავათებით და ა.შ., რათა მეტი ბიძგი ჰქონდეს ამ დარგის განვითარებას. ხელისშემშლელია კონკურენციის დაბალი ხარისხი. დღეს საქართველოში ყველა რენტაბელური სექტორი სარგებლობს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერით სახელისუფლებო წრეების მხრიდან, რაც ხელს უშლის უფრო მეტ გახსნილობას. ეს კი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა-არშექმნა აქ არაფერ შუაშია, მთავარია პოლიტიკური ნება, რომ იგივე ნავთობის, კომუნიკაციებისა და ბევრ სხვა სექტორში უფრო მეტი წვდომა არსებობდეს უცხოური ინვესტიციებისთვის, ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით. დღეს ეს ბაზრები მონოპოლიზებული და ოლიგოპოლიურია. ის უპირატესობები რაც ქვეყანას გააჩნია, მათ შორის იაფი სამუშაო ძალა, საბაჟო კანონმდებლობა, ბიზნესის გამარტივებული რეგისტრაცია და ა.შ. - სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და რეალურად უნდა გადაიზარდოს ინვესტიციების ზრდაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოებულ პროდუქტს, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო და რეგიონალურ ბაზრებთან. მარტო საქართველოს ბაზარი ინვესტორითვის ძალიან ცოტაა. რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ეს შესაძლებლობა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული და რუსული ბაზრების თემა. ბოლომდე უნდა მივიყვანოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომ გარანტირებულად, ღირსეულად დავაბრუნოთ იქ ჩვენი პროდუქცია.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ასევე მაღალია კაპიტალის გადინება და ვალდებულებების დაფარვა. წლის ამ პერიოდში ქვეყნიდან დაახლოებით 85 მილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალი გავიდა. შარშან მთელი წლის განმავლობაში ქვეყნიდან 200 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა, ინვესტიციების სახით კი 1 მილიარდ 100 მილიონზე მეტი შემოვიდა. წლევანდელი ტენდენცია წინა წლის მსგავსია, უბრალოდ მესამე კვარტალი იქნება განსხვავებული მოახლოებული არჩევნების გამო.

(სპეცილურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც "პალიტრა TV"-ის და რადიო "პალიტრის" ეთერში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის წარმატების კიდევ ორი მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
"ანდრე სიტროენი ბრწყინვალე მეწარმეა", - ამბობდნენ ერთნი მასზე. "პატივმოყვარე შეშლილია, რომელმაც ფულის დათვლაც კი არ იცის", - მიიჩნევდნენ მეორენი.
დაწვრილებით...
"ქართველი გლეხის დაკნინება მიზანმიმართული პოლიტიკაა"
დაწვრილებით...
სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული "არკენსტოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი", ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედპროჯექტს ინკსი", პანამაში დაფუძნებული "ები კეპიტალი" და კიდევ ბევრი ასეთი ოფშორული კომპანია დგას საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნესჯგუფების უკან.
დაწვრილებით...
შრომის კოდექსის პროექტის ირგვლივ დებატები გამწვავდა. დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ახალი კოდექსი მათთვის მოსაწონი და მისაღებია, ხოლო დამსაქმებლები ჩივიან, რომ ამ კოდექსით მათი უფლებები საგრძნობლად ილახება.
დაწვრილებით...
ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეკონომიკური მაჩვენებლების კლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მენეჯმენტისა და ადმინისტრირების პრობლემის შედეგია.
დაწვრილებით...
გასულ კვირას გადაცემა "ბიზნესფაილმა", რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის, მსმენელსა და მაყურებელს მცირე ბიზნესის კიდევ ორი წარმატებული მაგალითი გააცნო.
დაწვრილებით...
ბოლო თვეებში ეკონომიკის სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობდა. გასულ კვირაში საბოლოოდ დაზუსტდა, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით სარგებლობენ ან ერთმანეთთან კარტელურ გარიგებაში შედიან, არა დაპირებული ანტიმონოპოლიური სამსახური, არამედ კონკურენციის სააგენტო გამოავლენს. კანონთა პაკეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
დაწვრილებით...
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შესამჩნევია ექსპორტის ზრდა. მაგალითად, 2013 წლის თებერვალში, წინა წლის იმავე დროსთან შედარებით, 10,5%-იანი ზრდა გვაქვს. იანვარში კი, ერთი წლით წინანდელთან შედარებით, მეტობა 27%-ს აღწევდა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?