ქართულმა მწვანე ჩაიმ შუა აზიაში ჩინურს აჯობა
ქართულმა მწვანე ჩაიმ შუა აზიაში ჩინურს აჯობა
07-10-2013
საქართველოს ბაზარზე საკმაოდ დიდი წილი, დაახლოებით, 75% იმპორტირებულ იაფ და დაბალხარისხიან ჩაის უჭირავს. მომხმარებელი რატომღაც ჯერაც მას ანიჭებს უპირატესობას, არადა, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების შედარებაც კი არ შეიძლება ჩაისთან. მარტივი ლაბორატორიული ტესტიც ცხადყოფს, რომ პროდუქცია საღებავებითა და არომატიზატორებით არის გაჯერებული. ადგილობრივად კი წელიწადში, დაახლოებით, 3 ათასი ტონა ჩაი მოჰყავთ და მისი დიდი წილი ექსპორტით გადის - მათ შორის, ნედლეულის სახით. მაგალითად, აზერბაიჯანში საქართველოდან გადის ჩაის ნედლეული, იქიდან კი ქართული ჩაი დაფასოებული გვიბრუნდება უკან, როგორც აზერბაიჯანული პროდუქტი. ბოლო წლებში, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის ბრენდების შექმნა-დამკვიდრებას ცდილობენ. "შემოქმედი" ერთ-ერთი მათგანია.

გიორგი მაისურაძე (შპს "მილმართის" დირექტორი): "გურიაში, სოფელ შემოქმედში, ჯერ კიდევ 1975 წელს, "შემოქმედის" ექსპერიმენტული საწარმო შეიქმნა, სადაც ადგილობრივ ჩაის ამუშავებდნენ. მერე, მოგეხსენებათ, ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის ჩაის წარმოება და "შემოქმედის" ჩაის ფაბრიკაც ათწლეულების განმავლობაში გაჩერებული იყო.

2011 წელს გადავწყვიტეთ, მის ბაზაზე ახალი წარმოება აგვეღორძინებინა. მაგრამ პრინციპულად შევცვალეთ მიდგომა და თუ საბჭოთა პერიოდში ჩაის წარმოებისას ძირითადი აქცენტი რაოდენობაზე კეთდებოდა, ჩვენ ორიენტაცია ხარისხზე ავიღეთ.

შევისყიდეთ საწარმო, უფრო ზუსტად, რაც მისგან იყო დარჩენილი, საწარმოო ხაზი გადავაიარაღეთ და ადგილობრივებისგან ნედლეულის მიღება დავიწყეთ. დანადგარები მეტწილად ხისაა, რაც პროდუქციის ლითონთან შეხებას მინიმუმამდე ამცირებს. ეს კი მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, 90-იანი წლებიდან, ადგილობრივ ჩაის პლანტაციებში სასუქი თითქმის არავის შეაქვს და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების წინაპირობა ესეც გახდა. წარმოების ფეხზე დაყენება მთლიანად ჩვენი სახსრებით მოვახერხეთ და ბანკის კრედიტი არ დაგვჭირვებია. გურიაში დღესაც სინანულით იხსენებენ იმ დროს, როცა ყველა ჩართული იყო ჩაის კრეფაში და მოსახლეობას ამით შემოსავალი ჰქონდა. ამიტომაც, ჩვენი ქარხნის ამუშავებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა.

პირველი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 2011 წელს გამოვიტანეთ. თავიდან მას, უბრალოდ, ქართული ჩაი დავარქვით. იმდენად დეფიციტური იყო ქართული ჩაი ბაზარზე, რომ ჩვენი სტრატეგიაც ამაზე გავთვალეთ - მიგვეთითებინა მომხმარებლისთვის, რომ პროდუქცია ქართულია. გათვლამ გაამართლა. "შემოქმედის" ჩაის კი ადრევე იცნობდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და მალე ჩვენი ჩაი ბაზარზე სწორედ ამ სახელწოდებით გამოჩნდა. პროდუქციას ახლაც ნახევრად ვფუთავთ. სამომავლოდ ვაპირებთ ევროპიდან ავტომატური შესაფუთი დანადგარის ჩამოტანას, მაგრამ ეს სოლიდურ ინვესტიციას საჭიროებს. ჩვენს პროდუქციას კი მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, რათა ადგილობრივმა მომხმარებელმა იცოდეს, რა უპირატესობა აქვს ქართულ ჩაის იმპორტირებულთან შედარებით. მაღალი ხარისხის, პრემიუმკლასის ჩაი საქართველოში იმპორტით საკმაოდ ცოტა შემოდის და დიდი ფასი აქვს - სამ-ოთხჯერ ძვირია ჩვენ მიერ წარმოებულ იმავე ხარისხის ჩაიზე. ხოლო ის იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც იაფად იყიდება, ძალიან დაბალი ხარისხისაა და შესაძლებელია, ეკოლოგიურად დაბინძურებული იყოს. იმპორტირებული პროდუქცია არაჯანსაღ კონკურენციაში გვაყენებს. ჩაის განბაჟება შეღავათიანი პირობებით ხდება, მაშინ როცა ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია იბეგრება. არის მონაცემები, რომ შემოდის კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული ჩაის პროდუქციაც.
ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიის წარმოების მოცულობა, დაახლოებით, 10 ტონაა, მაგრამ გვაქვს პოტენციალი, რომ წარმოება გავაორმაგოთ.
პროდუქციის სრული მოცულობის მხოლოდ ნახევარი იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი კი მცირე პარტიებით საზღვარგარეთ გადის.

ბოლო დროს გაიზარდა მწვანე ჩაის პოპულარობა ჩვენთანაც და უცხოეთშიც. მსოფლიოში ხარისხიანი მწვანე ჩაის დეფიციტიც კი არის. მაგალითად, ქართული ჩაი, კრიზისის პერიოდში, შუა აზიის ბაზრებზე ჩინურმა ჩაიმ ჩაანაცვლა. იქ მიღებულია დღეში ათ ჭიქაზე მეტი მწვანე ჩაის დალევა და ვინც ინტენსიურად მიირთმევდა ჩინურ მწვანე ჩაის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გაუჩნდა. ქართული მწვანე ჩაი კი ტანინის დაბალი შემცველობითა და ნაზი არომატით გამოირჩევა. ამის შემდეგ კვლავ გაჩნდა მოთხოვნა ქართულ ჩაიზე - მიუხედავად იმისა, რომ ის ჩინურზე ძვირია. ჩაის წარმოება საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია საკმაოდ მომგებიანიც არის, რადგან ჩაის შენახვის ვადა სამი წელია".

მის.: 3500, გურია, ოზურგეთის რაიონი, შემოქმედი
ტელ.: +995 599 952595;
info@milmartea.ge;
www.milmartea.ge;



P.S. გაგვიზიარეთ თქვენი ბიზნესის ისტორია, გახდით გადაცემა "ბიზნესფაილის" მონაწილე და გახადეთ თქვენი კომპანია კიდევ უფრო ცნობილი რადიოში, ტელევიზიასა და პრესაში. გადაცემაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 272-52-83.

გიორგი
23 აპრილი 2015 11:24
მართლაც უგემრიელესია "შემოქმედის" მწვანე ჩაი,და თან აშკარად ეტყობა რომ აბსოლუტურად სუფთაა,თუ დააგემოვნებთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ!!!
თეა
05 დეკემბერი 2013 15:09
აუცილებლად მოვიკითხავ და შევიძენ. იმედია მართლაც ხარისხიანი იქნება. მეტი პოპულარიზაცია კი ნამდვილად გჭირდებათ. არც ვიცოდი ამ ჩაის არსებობა.
სხვა სიახლეები
ანაკლიაში მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. უკვე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. 30 ივლისიდან კი კარები იხსნება და პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დამსვენებელსა და გართობის მოყვარულებს ელოდება.
დაწვრილებით...
“ევროპა-ბეთი“ დაარსების დღიდან, მომხმარებლებს  სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებულ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს.
დაწვრილებით...
ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის „Cruise-T“ პროექტის ფარგლებში ამა წლის 20–21 ივლისს
ქუთაისის უნივერსიტეტში დილის 10:00 სთ–დან 13:00 სთ–მდეჩატარდა 2 დღიანი ტრეინინგ–სემინარები ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
დაწვრილებით...
თუმცა, აჭარაში სტუმრობის ბევრი მიზეზი არსებობს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გთავაზობთ:
დაწვრილებით...
მიიღე ფასდაკლების ვაუჩერი ქუთაისის უნივერსიტეტში 15 აგვისტოს ჩათვლით და ისწავლე ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე 1650 ლარად!
დაწვრილებით...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით  27-29 ივლისს მორიგი მედიატური ტარდება.  საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია 11 ჟურნალისტი თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონის ქალაქებიდან (რიზე, სამსუნი, ართვინი, ტრაპიზონი, ართვინი).
დაწვრილებით...
"ენერგო პრო ჯორჯია" წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ მოგებაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ - უკანონო მოგებაზე"
დაწვრილებით...
მამუკა არეშიძე: "2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით "თბილავიამშენმა" აზერბაიჯანს  საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობ­ოდ გარემონტების შესაძლებლობა მიანიჭა"
დაწვრილებით...
სტეფან ბერქჰანი ახლა ალბათ, საშუალო დონის ფეხბურთელი მაინც იქნებოდა, ან შესაძლოა, გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავიც გამხდარიყო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა ერთმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეცვალა, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა.
დაწვრილებით...
პაშა ბანკის გენერალური სპონსორობით 2015 წლის 12-21 ივლისს, ქ. ფოთში  ჩატარდა მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 12-გზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციული მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.
დაწვრილებით...
დღიურად ქირავდება 2 ოთახიანი 60
ქირავდება 3 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება დღიურად 1-ოთახიანი კომფორტული ბინა
აქცია მხოლოდ სამი დღით! იყიდება