”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური” - პირველი ნოვაციური სამსახური საქართველოში - კვირის პალიტრა

”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური” - პირველი ნოვაციური სამსახური საქართველოში

ის, რაც აქამდე მხოლოდ ამერიკელი და ევროპელი მომხმარებლისთვის იყო ხელმისწავდომი, ახლა უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისწავდომი გახდა - საქართველოში პირველი, სრულიად ნოვაციური და ალტერნატიული გამოძიების სამსახური შეიქმნა.

კომპანია ”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური”  მომხმარებელს სრულიად ახალ მომსახურებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის მიერვე შერჩეულ ადვოკატთან ერთად კონკრეტულ საქმეზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები და პროფესიონალთა ჯგუფი იმუშავებს.

მოცემულ საქმეზე თითოეულ ჯგუფში არანაკლებ ხუთი ადამიანი იმუშავებს, მათ შორის დაქტილოსკოპი, ბალისტიკოსი, კრიმინალისტი, საგამოძიებო და ოპერატიული სამსახურის ყოფილი თანამშრომლები.

“ეს იდეა ამერიკაში ჩემი ყოფნისას,  ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ საადვოკატო ფირმასთან თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. ჩვენ შევქმენით სისტემა და თავი მოვუყარეთ საქართველოში, თავის სფეროში მომუშავე ყველა წამყვან სპეციალისტს, რომლებიც ამ  კონკრეტულ სამსახურში გავაერთიანეთ. ძალიან ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანი მართლაც წამყვანი, ყველაზე მაღალრეიტინგული, დიდი  გამოცდილების მქონე სპეციალისტი და ექსპერტია”,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ლედი ტუკვაძე.

ამასთან ერთად, კომპანიის მობილური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მომენტალურად გავლენ და ადგილზე ჩაატარებენ საჭირო სამუშაოებს. მომხმარებელს კი 24 საათის განმავლობაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას და მოითხოვოს შემთხვევის ადგილზე როგორც მობილური ჯგუფის, ასევე მხოლოდ ადვოკატის მისვლა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური” არა მხოლოდ დაზარალებულის ან ბრალდებულისთვის, არამედ ადვოკატებისთვის გაწეულ ცალკეულ მომსახურებასაც გულისხმობს.

”მომსახურებას ვთავაზობთ სხვადასხვა ადვოკატებსაც. ერთი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია შექმნას მტკიცებულებები, დაიქირავოს და დანიშნოს ექსპერტიზა. სწორედ ამიტომ ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია მოგვმართოს და გვთხოვოს ალტერნატიული გამოძიების წარმართვა.   ჩვენს სამსახურს შეუძლია მოაგროვოს კლიენტის ინტერესებისთვის სასარგებლო ის მასალები, რასაც მანამდე შესაძლოა  სათანადო ყურადღება არ მიექცა და სასარგებლო მტკიცებულებად არ იქნა მიჩნეული”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი კახა ჩიხლაძე.

კომპანია თავის მხრივ,  დაკომპლექტებულია ძლიერი ადვოკატებით, რომლებიც ასევე იმუშავებენ სამოქალაქეო და სამეწარმეო საქმეებზე.

კიდევ ერთი მომსახურება, რომელსაც ”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური” ადგილობრივ მომხმარებელს სთავაზობს, ეს ძიძისა და საქმიანი პარტნიორის სანდოობის დადგენაა. საქართველოსთვის აბსოლუტურად ახალი და ნოვაციური სერვისი ძიძებისა თუ საქმიანი პარტნიორის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სამუშაო ბეგრაუნდის დადგენას გულისხმობს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მოხდება მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობა და ისეთი ინფორმაციის გამოყენება, რომელიც ისედაც საჯაროა.

”ლედი ტუკვაძისა და ალტერნატიული გამოძიების სამსახურისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და  ემიგრანტებისა და მათი ოჯახების პრობლემებზე მუშაობა. სწორედ ამ მიზნით, კომპანია უფასო, 24-საათიან ონლაინ კონსულტაციებს გაუწევს სკაიპის მეშვეობით ქართველ ემგირანტებს.

იურიდიული კონსულტაცია ასევე უფასო იქნება ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. უახლოეს დღეებში ”ლედი ტუკვაძისა და ალტერნატიული საგამოძიებო სამსახურის” ოფისი გაიხსნება ქუთაისში, შემდეგ კი აჭარაში.

”ეს არის ნოვაცია ჩვენი მხრიდან, რომელსაც აქამდე ანალოგი არ ჰქონია საქართველოში. ჩვენ ვაპირებთ  გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.  კანონმდებლობით მონიჭებულ ზღვარში  მოვიპოვებთ  მტკიცებულებებს, დავამაგრებთ და შემდეგ წარვადგენთ სასამართლოში, რაც კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს ან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მას წარდგენილ ბრალდებას”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი დიმიტრი  მჭედლიშვილი.

მიუხედავად პროექტის უპრეცედენტობისა და მაღალხარისხიანი მომსახურებისა, რომელსაც მაღალკვალიფიციური, პროფესიონალებით დაკომპლექტებული იურიდიული კომპანია ”ლედი ტუკვაძე და ალტერნატიული გამოძიების სამსახური” სთავაზობს მომხმარებელს, მომსახურება არ გამოიწვევს ფასის კატასტროფულ ზრდას და საადვოკატო სივრცეში მოქმედი ფასების  შესაბამისი იქნება.

”ჩვენ ვზრდით ხარისხს და არა - ფასს. მომხმარებლის სამსახურში მყოფი ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი და მათი გუნდური მუშაობა უპირობოდ განაპირობებს შედეგს”, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ლედი ტუკვაძე.

R