თიბისი - 2014 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში - კვირის პალიტრა

თიბისი - 2014 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში

მსოფლიოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney, საუკეთესო ბანკების 23-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე თიბისი ბანკი დაასახელა 2014 წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში. ეს გამოცემა მესამე წელია ასახელებს თიბისი ბანკს გამარჯვებულად ამ კონკრეტულ ნომინაციაში.

ბანკების შეფასების კრიტერიუმი იყო მომსახურების ხარისხი, ინოვაციურობა. ევრომანიმ თიბისი ბანკის შეფასებისას გამოყო მისი დაკრედიტების სტაბილური ზრდა, ლიდერობა ტექნოლოგიურ პროდუქტებში, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაციები, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა და საბანკო დაზღვევის სხვადასხვა პროდუქტი.

„ჩვენთვის დიდი პატივია ჟურნალ Euromoney-ს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ფინანსური მომსახურების სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვისა და ამ ინდუსტრიაში არსებული უმაღლესი სტანდარტების დაცვის შედეგია“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

უკვე 23 წელია, Euromoney-ს ჯილდო  ფინანსური მომსახურების ინდუტრიაში ყველაზე პატივსაცემი დაჯილდოებაა. დაჯილდოება ავლენს 20-ზე მეტ გლობალურ კატეგორიას, ყველა რეგიონში „დარგის საუკეთესოს“ და საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

R