რატომ და რა შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხით - კვირის პალიტრა

რატომ და რა შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ სწრაფი ონლაინ სესხით

მედიკამენტები, ავტომობილი, ოჯახი, წვეულება და კიდევ ათასი მიზეზია რის გამოც შესაძლოა გაუთვალისწინებელ დროს ადამიანს ფული დაჭირდეს, ამ დროს კი ხელფასი ერთ კვირაში ან ორ კვირაშია და ანგარიშზე თუ ჯიბეში არსებული თანხა არასაკმრისია. რა უნდა ვქნათ ამ დროს? დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც თუ ისე ადვილია ვინმესგან ფული ისესხო. ამას ემატება ისიც, რომ არ გინდა ყველას გაუმხილო მიზეზი თუ რაში გჭირდება მისგან ფული, არადა უმეტესობა ამას მოგთხოვს. ბანკი კიდევ ექსტრემალურ სიტუაციაში არ გამოდგება, თანხის მისაღებად შესაძლოა რამდენიმე დღიანი ლოდინი მოგიწიოს, ამას უსაშველოდ ბევრი დოკუმენტების შევსებაც ემატება, ეს ყველაფერი კი შენთვის ძვირფას დროს გაკარგვინებს.

საბოლოო ჯამში, ასეთ დროს უმჯობესია თუ სწრაფი სესხის კომპანიას მივმართავთ. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ”ემას კრედიტი”. www.emmascredit.ge -ზე შესვლით და ფაქტობრივად ერთი დაკლიკვით, თანხას 15 წუთში იღებ, თან შენ ანგარიშზე ირიცხება და შენივე სახელფასო თუ სხვა პლასტიკური ბარათით გამოგაქვს. რა მოგვცა ამ ნაბიჯმა? დროის დაზოგვა, მარტივი პროცედურა და ფული, რომელიც ძალიან გჭირდება.

ებრაული კომპანია ”ემას კრედიტი” საქართველოში გასული წლის ივლისში შემოვიდა. მიუხედავად არცთუ ისე ხანგრძლივი მოღვაწეობისა, უკვე დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო და უფრო ზრდება. კომპანია ფართოვდება და მალე იგეგმება სხვა ქვეყნებში გასვლაც, რაც მის წარმატებულობაზე მეტყველებს.

სესხის ასაღებად საჭიროა შესვლა ვებ.გვერდზე www.emmascredit.ge. ეკრანზე გამოსახულია კალკულატორი სადაც მომხმარებელი უთითებს რა ოდენობის თანხა უნდა და რამდენი ხნით. ივსება განაცხადის მარტივი ფორმა. განაცხადში მომხმარებელი წერს პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და შეყავს აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც პასუხი2-3 წუთში ეგზავნება. იმისთვის, რომ თანხა ჩაგერიცხოს, უთითებ შენთვის სასურველ ხელფასის თუ სხვა პლასტიკურ ბარათს. აღსანიშნავია, რომ ”ემას კრედიტი” დროის დაზოგვის კიდევ ერთ საშუალებას აძლევს მომხმარებელს. კლიენტი უთითებს სესხის დაფარვის თარიღს და მითითებულ რიცხვში თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება. ანუ, მომხმარებელს არ უწევს ფეიბოქსთან ან ბანკის რიგში დგომა. შესაძლებელია სესხის გადავადებას, ესეც ონლაინ ან ტელეფონის მეშვეობით.

პირველი სესხზე მაქსიმალური თანხა არის 300-ლარამდე და მაქსიმალური ვადა პირველი სესხის დროს დაფარვის ან გადავადების არის 30 დღე.

კომპანია ”ემას კრედიტს” ისიც გამოარჩევს, რომ მეორე სესხზე და მესამე სესხზე უკვე ფასდაკლებაა. კერძოდ, თუ დროულად ფარავს კლიენტი სესხს, შემდეგში უკვე მას შეუძლია ისარგებლოს გარკვეული ფასდაკლებებით, აიღოს უფრო მაღალი თანხა, უფრო ხანგრძლივი პერიოდით.

„ჩვენი სერვისი არის აბსოლუტურად დაცული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ხდება მომხმარებლის პირადობის მოწმობის მონაცემების და საბანკო რეკვიზიტების ჩაწერა. აბსოლუტურ გარანტიას ვიძლევით რომ ეს არის დაცული. სწრაფი სერვისია და 15-წუთში უკვე უზის თანხა მომხმარებელს. თუ ამ სესხს კეთილსინდისიერად მიუდგები, დროულად დაფარავ და აიღებ იმდენს, რამდენის გადახდაც შეგიძლია და გჭირდება, უეჭველად გიმარტივებს საჭირო ფულის მოძიებას. სესხს იღებ ისე, რომ არ კარგავთ ძვირფას დროს და ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად აკეთებ. აღსანიშნავია, რომ სესხის გადავადება ხდება ასევე სახლიდან თუ სამსახურიდან გაუსვლელად, ონლაინ ან ტელეფონით“, - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი ლიკა იმნაძე.

საბოლოო ჯამში, სწრაფი სესხის კომპანია, კონკრეტულად კი ”ემას კრედიტი” ყველას აძლევს საშუალებას, რომ სასურველ დროში სასურველი თანხა მიიღოს. აქედან გამომდინარე, თუ საჭიროებისთვის გამოიყენებ ფულს, ის მხოლოდ გეხმარება.