აისი ჯგუფმა აგრო დაზღვევის პროგრამაში ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - კვირის პალიტრა

აისი ჯგუფმა აგრო დაზღვევის პროგრამაში ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აღნიშნულ პროექტზე კომპანია ერთი წელია მუშაობს და ამჟამად აქტიურად აპირებს ბაზარზე შესვლას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტომ დღეს 1 სექტემბერს აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

სადაზღვევო რისკების განიფარება შემდეგი სასოფლო სამეურნეო კულტურები: მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, ვაზი, ხეხილი, კენკროვანი, კაკლოვანი, სუბტროპიკული, ციტრუსები, ვაზიდახეხილი.

აღნიშნული პროგრამით ხდება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საფერმერო ბიზნესის დაზღვევის სუბსიდერება მიახლოებით პრემიის 80% ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზიან GPS კოორდინატები.

დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მოსავლისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია: სეტყვისგან, ჭარბინალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან.

პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის განხორციელება 1 სექტემბრიდან დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.