სილქნეტმა მომხმარებლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა - კვირის პალიტრა

სილქნეტმა მომხმარებლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სილქნეტის სერვის ცენტრებში მომხმარებლებს საგანგებო გარემო დახვდათ. თითოეულ მათგანს კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ერთი დღით ადრე კი, სილქნეტმა "საშინაო სკოლის" ერთგულ მაყურებელს SILK arena-ს საზაფხულო კლუბში უმასპინძლა.

"საშინაო სკოლის" მოსწავლეები Funbus მიერ ორგანიზებულ გასართობ და შემეცნებით პროგრამაში ჩაერთვნენ - კოსტიუმირებული პერსონაჟები, თემატური შეჯიბრი და თამაშობები, ოჩოფეხები, მაგიდის ჰოკეი, რგოლების სროლა, ხელნაკეთობის შექმნა საკუთარი ხელით, სახის მოხატვა.

პატარები გაახალისა საგანგებოდ მოწვეულმა ფოკუსების ოსტატმა. "საშინაო სკოლის" მოსწავლეებსა და მშობლებს გემრიელი ფურშეტით გაუმასპინძლდნენ და დაასაჩუქრეს.

სოციალურ–შემეცნებითი პროექტი   “საშინაო სკოლა“ 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს. სერვისი უფასოა და ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის გაკვეთილების ახალი ფორმატით და მეთოდით ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. SILK TV -ის მომხმარებელი თავად ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

„საშინაო სკოლის“ მიერ შეთავაზებული სწავლების მეთოდი თანაბრად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. დღეს SILK TV -ის 100 000 მდე მაყურებელი ყავს და თითოეული მათგანისთვის ხელმისაწვდომია შემეცნებითი სერვისი

სილქნეტი ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს!

R