იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი! - კვირის პალიტრა

იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი!

“შეზღუდული უნარები არ არსებობს. შესაძლებლობები შეუზღუდავია!“- დღეს ეს ფრაზა ხშირად გვესმის და მართლაც, არ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია. „სირთულეები ქრება, თუ მათ მამაცად დავუხვდებით“- მწერს წერალი აიზეკ აზიმოვი და ამის დასამტკიცებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. უამრავმა ადამიანმა შეზღუდული შესაძლებლობით დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი საზოგადოების განვითარებაში  სპორტსმენიდან დაწყებული  ცნობილი მეცნიერით, მსახიობითა თუ მომღერლითდასრულებული.

რა თქმა უნდა, არსებობენ  საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანებიც, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან და ამარცხებენ საკუთარ ცხოვრებისეულ სირთულეებს და  თუნდაც სულ მცირედი წვლილი შეაქვთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებასა და გალამაზებაში.

აფრიკაში, იოჰანესბურგში დაბადებული პატარა ოსკარ პისტორიუსი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მიუხედავად იმ დიდი ფიზიკური ტრავმისა, რაც მან 11 თვის ასაკში მიიღო და რის შედეგადაც ორივე ქვედა კიდური დაკარგა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გახდებოდა.  „მე ვცხოვრობ სპორტით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე დავამტკიცო, რომ ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობით არაფრით განსხვავდებიან მათგან, ვისაც ხელებიც აქვთ და ფეხებიც. ჩემი წამები საუკეთესო პასუხია - ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც თქვენ და ბევრ რამეში შეგვიძლია უკეთესებიც ვიყოთ!“ - ეს სიტყვები ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონს, ტეგუს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილესა და აფრიკის 2012 წლის ჩემპიონატის მონაწილეს,  2008 წლის პლანეტის ყველაზე გავლენიან ადამიანს, მსოფლიოში პირველ მორბენალ -ამპუტანტს, ოსკარ პისტორიუსს ეკუთვნის. ის, ალბათ ბევრისთვის   მხნეობისა და ოპტიმიზმის მაგალითია. ყოველ შემთხვევაში, ერთი პატარა გოგონასთვის ის ნამდვილად მისაბაძი გახდა: რამდენიმე წლის წინ, ოსკარი 15-მეტრიან დისტანციაზე 5 წლის ელი ჩალლისს გაეჯიბრა. ელი 1 წლის იყო, როდესაც ავადმყოფობის გამო ოთხივე კიდურის ამპუტაცია გაუკეთდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პატარა ოპტიმისტისთვის აქტიურად დაკავებულიყო სპორტით.

მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა - სტივენ ჰოუკინგმა  კი შეიძლება ითქვას, რომ დრო და ექიმები დაამარცხა.  მას შარკოს დაავადების, იგივე გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი სრულიად ახალგაზრდა ასაკში დაუსვეს და უთხრეს, რომ მხოლოდ  2 წელიწადს იცოცხლებდა. დღეს ის 72 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ  არ შეუძლია სიარული, საუბარი, უჭირს ყლაპვა და აქვს სუნთქვის პრობლემა,  დღემდე აქტიურ ცხოვრებას ეწევა და  სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებს. ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგიერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერია თეორეტიკოსფიზიკოსთა შორის.

თქვენ შშმ - პირი ხართ? იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ! თქვენს გვერდით  უამრავი ადამიანია შეზღუდული შესაძლებლობით თუ მის გარეშე, რომელთაც თქვენ სჭირდებით და ვისთვისაც თქვენი გვერდით ყოფნა აუცილებელია!

R