ფუდპანდას პარტნიორი „პიტა ფრეში“ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის - კვირის პალიტრა

ფუდპანდას პარტნიორი „პიტა ფრეში“ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის

23 იანვარს, 16:00  საათზე  ფუდპანდას პარტნიორი „პიტა ფრეში“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ახალ  ფილიალს ხსნის (მის: დ.აღმაშენებლის 108/110)

ფილიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ფუდპანდა ჯორჯიას  დირექტორი, გიგა ქერქაძე და „პიტა ფრეშის“  დირექტორი, ჯაბა სიამაშვილი.

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი ფუდპანდა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. ფუდპანდას ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. ყოველდღიურად  იზრდება მათი პარტნიორთა რიცხვი და კომპანია მომხმარებელს სულ  უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„ფუდპანდა ჯორჯიასა“  და  „პიტა ფრეშს“    შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  „პიტა ფრეშის“   სერვისი სრულად გახდა ხელმისაწვდომი  ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლებისთვის.

პარტნიორობის მემორანდუმი „პიტა ფრეშსა“-სა და ფუდპანდა ჯორჯიას კონკრეტულ  პარტნიორ ურთიერთობებს ითვალისწინებს, რის შედეგადაც ფუდპანდა ჯორჯიას მომხმარებლები „პიტა ფრეშის“ პროდუქციას საიტიდან - www.foodpanda.ge ან აპლიკაციიდან საშუალებით ახორციელებენ შეკვეთას.

„პიტა ფრეშის“ ბრენდი,  დაარსდა 2013 წლის დეკემბერში. ამჟამად ქსელი აერთიანებს ორ სწრაფი კვების ობიექტს თბილისში და 2015 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს კიდევ 2 ობიექტის დამატებას, აქედან 1 ბათუმში.

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

R