ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი...
 
თმის ძირების გასამაგრებლად
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
ლარით თამაში ხალხის ყანაში!
ლარით თამაში ხალხის ყანაში! საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს. ამას ისე შევეჩვიეთ, რომ ოდნავ გახანგრძლივებული სიმშვიდე დეპრესიაშიც კი გვაგდებს. ჰოდა, ერი დეპრესიამ რომ არ მოიცვას, ხელისუფლება შიგადაშიგ შოკურ თერაპიას გვიტარებს. პირადად მე ორი კვირის წინ გავიარე თერაპია, როცა პირდაპირ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გვამცნო, მოსალოდნელია ლარის გაუფასურებაო. არადა, არც ამის წინა პირობა შეიმჩნეოდა და არც ექსპერტები აკეთებდნენ პროგნოზს.

უნდა გითხრათ, რომ მაშინვე უკეთური აზრები მომეძალა - სახელდახელოდ ჩაფიქრებულ მორიგ მაქინაციაზე დავიწყე ფიქრი. მეორე დღეს ლარის კურსმა კატასტროფული სისწრაფით იწყო ვარდნა და მეც ექსპერტებს მივმართე.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი: - შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ლარის კურსის ვარდნას ეკონომიკური ან ფინანსური საფუძველი არ ჰქონია.  ეროვნულ ბანკს საკმარისი სავალუტო რეზერვი, თითქმის 2 მილიარდი ჰქონდა. 20, 30 ან 40 მილიონი დოლარით მეტი ინტერვენცია რომ გაეკეთებინა ბაზარზე, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისე, არც ეს იყო საჭირო, ლარის კურსი თავისთავად საკმაოდ მაღალია. ადრინდელივით (როცა ლარი ერთ დღეში თითქმის 20%-ით გაუფასურდა) მოხდა, გარდა ფინანსთა მინისტრის განცხადებისა, ამის თაობაზე სხვა ინფორმაცია არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ არსებობს.

არ ვიცით, რა ორიენტირებზე დაიგეგმა 2010 წლის ბიუჯეტი. არ ვიცით, ლარის კურსი რა დონეზე აქვთ გათვლილი, არ ვიცით, რას გააკეთებს ეროვნული ბანკი ხვალ. სრული ინფორმაციული ვაკუუმია. რა უნდა ქნას ბიზნესმენმა ან იმპორტიორმა ასეთ ვითარებაში? ყოველივე ამას პანიკა და დოლარზე მოთხოვნის უსაფუძვლო გაზრდა მოსდევს. ის, რაც საქართველოში ხდება, განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენელი რამ არის. ასეთ მაქინაციებს ისეთი მასშტაბის რყევა მოჰყვება ფინანსურ ბაზრებზე, რომ შეიძლება ეკონომიკები კრიზისში აღმოჩნდნენ.

- გამოდის, საქართველოს განვითარება ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული?
- 20 წელია დამოკიდებული ვართ ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებაზე. ჩვენთან 20 წელია კრიზისია და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ ეკონომიკური ბლოკი უნდა იყოს განსაკუთრებულ პრინციპებზე აგებული და არა კონკრეტული პირების ნება-სურვილზე. მას, ვისაც წინასწარ აქვს ინფორმაცია ვალუტის კურსზე, შეუძლია უახლოესი 100 წელი არ იმუშაოს. ეს არის ეგრეთ წოდებული ინსაიდერული ინფორმაცია, რომლის მფლობელ ბიზნეს ან ფინანსურ ჯგუფს უზომოდ გამდიდრება შეუძლია. ოპერაცია მარტივია: იყიდი ვალუტას მაშინ, როცა ის იაფია და გაყიდი მაშინ, როცა უზომოდ გაძვირდება.

- საქართველოში მოსახლეობის დამცავი მექანიზმი და ორგანო არ არსებობს. ნავთობპროდუქტების, საკვებისა და წამლების ფასი არარეალურად მაღალია, მაგრამ მოსახლეობას არავინ არაფერს უხსნის.
- შეადარეთ ევროპასა და აშშ-ში საწვავის ფასი ჩვენსას და ყველაფერი ნათელი გახდება. ცხადია, ფასს მონოპოლიური სტრუქტურები აწესებენ და მათ არავინ აკონტროლებს. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ დაუშვებენ ბაზარზე ხელოვნურ მონოპოლიებს. არასრულყოფილი ინსტიტუციური გარემო, შიდა წონასწორობისა და შეკავების მექანიზმების არარსებობა ქმნის ამ პრობლემებს. ასეთ სიტუაციაში მოგებული მხოლოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფებია, მაგრამ მათი მოგებაც დროებითია. როგორც კი ხელისუფლებაში სიტუაცია იცვლება, ისინიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან მათი ჩანაცვლება ხდება.

ნოდარ ჯავახიშვილი, "ეროვნული ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი: - ერთი და ორი მაქინაცია მოაწყვეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებაში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა თუ რა? არავის გაუპროტესტებია, რომ ზოგიერთებმა დიდი ფული გააკეთეს. ვერ გეტყვით, რა მოხდა გასულ კვირას, რადგან ამ ხალხს  ისეთი რამეები აქვთ გაკეთებული, იმასთან შედარებით დღევანდელი ვარდნა ბავშვური თამაშია.

შარშან ერთ დღეში 17%-ით დაეცა ლარის კურსი. 1992 წლის 8-9 სექტემბერს ერთ ღამეში 1.35-დან დოლარის ფასი 2.40-მდე ავარდა. იგივე გააკეთა საბანკო მაფიამ 90-იან წლებში, როცა ფულად რეფორმას ვატარებდით. ბუნებრივია, საბანკო მაფია გარიგებული იყო ხელისუფლებასთან, მაგრამ არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული დამნაშავე არ გამოვლენილა. არავინ დაინტერესებულა, რამდენი წაართვეს საქართველოს მოსახლეობას.

- ვინ იყო ეს ხალხი?
- ჯერ კიდევ 1995 წელს ვთქვი, რომ ეს იყო "გქბ"-ის ხელმძღვანელობა, ეგრეთ წოდებული ახალი გურულები. ასეთი ტრიუკი 1998 წელსაც ჩაატარეს. 1998 წელს უმუშევარი ვიყავი  და ვერ გეტყვით, იქ კონკრეტულად რა დატრიალდა, მაგრამ საბანკო მაფიის ხელისუფლებასთან ან ეროვნულ ბანკთან კავშირი აშკარა იყო, რადგან ძალიან მარტივად აკეთებდნენ ყველაფერს: დააგდებდენენ ლარის კურსს, სავალუტო ჯიხურებიც (გადაცვლის ბაზარი) გამზადებული ჰქონდათ და წუთებში დიდ ფულს  აკეთებდნენ.

საქართველოში ჰიპერინფლაცია ამგვარმა ოპერაციებმა გამოიწვია. ხელისუფლების ახსნა-განმარტება, ასეთი რყევა რუსეთის ეკონომიკის ნგრევამ გამოიწვიაო, სასაცილო იყო. რყევა არ დაწყებულა სომხეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც რუსულ ეკონომიკასთან უფრო იყო მიბმული, ვიდრე ჩვენ. მათ შეგნებული დარტყმა მიაყენეს ქართულ ფულად რეფორმას და დიდი ფული გააკეთეს. ეს რომ ვთქვი, შევარდნაძემ მიპასუხა, შენ კარგი ბანკირი ხარ, მაგრამ გულღრძო კაცი ყოფილხარ, ახალგაზრდებს პატარა შეცდომა მოუვიდათ და შენ კიდევ წამოაძახეო.

- იქნებ გაგვიშიფროთ "პატარა შეცდომებს" როგორ უშვებენ?
- მთავარი ინფორმაციაა. თუკი მე, ნოდარ ჯავახიშვილმა, ვიცი, რომ ხვალ დოლარის კურსი აიწევს, ვიყიდი დოლარს დღეს და გავყიდი მაშინ, როცა კურსი მაქსიმალური იქნება, ან პირიქით. როცა გადაცვლის პუნქტები გაქვს შესაბამისი ვალუტითურთ, ფული წყალივით მოდის.

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს კურსის მომენტალურად გამოცხადება. სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს შეუძლია, კურსი მომენტალურად კატასტროფულად ასწიოს ან დააგდოს, რადგან ამ ვაჭრობაში ბანკი მონაწილეობს და მილიარდ-ნახევარზე მეტი სავალუტო რეზერვი აქვს. მას შეუძლია გააკონტროლოს ლარის კურსი, შეუძლია იყიდოს დიდი ოდენობით დოლარი და ლარსა და დოლარს შორის თანაფარდობა დაარღვიოს და პირიქით.

- ვის შეუძლია ეროვნულ ბანკს უბრძანოს და კონკრეტული კურსი გამოაცხადებინოს?
- სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავენ ყველაფერს, მათ გარეშე ვერავინ გაფაჩუნდება. ეროვნული ბანკისთვის ასეთი მითითების მიცემის უფლება არავის აქვს, მაგრამ ამას ვინ დაგიდევს. მათი გავლენის სფეროები განუზომელია.

მახსოვს, დილაადრიან გამოაცხადეს, რუსულ რუბლს აღარ ვიღებთო და ატყდა პანიკა. ხალხი რუსულ ფულს შავ ბაზარზე ნახევარ ფასად ყიდდა. პანიკა 4 საათში დამთავრდა, კაპიკებად ნაყიდი რუბლი თავიანთ ბანკებში გადაცვალეს და 100-პროცენტიანი მოგება ნახეს.

- გამოდის, პანიკა მთავარი მონაწილეა ასეთ საქმეებში.
- რა თქმა უნდა. 

- ბატონო ნოდარ, რას მივაწეროთ ეკონომიკური განვითარების მინისტრ ბაინდურაშვილის განცხადება, ლარის კურსი დაეცემაო.
- მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, აუცილებლად ვკითხავდი, ამის რა საფუძვლები არსებობდა, მერე  ეროვნულ ბანკს დავუკავშირდებოდი და გავიგებდი, რასთან გვქონდა საქმე - წინასწარ გამიზნულ აფერასთან, პანიკის დასათესად გაკეთებულ განცხადებასთან თუ რეალობასთან.

იანვარში ეროვნულმა ბანკმა 45 მლნ დოლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი გაყიდა.  მოთხოვნა 80 მილიონის სადეპოზიტო სერტიფიკატზე იყო. საკითხავია, თუ 45 მლნ დოლარის სერტიფიკატმა სიტუაცია არ დაასტაბილურა, გაეყიდათ 60 მილიონის და ეს ამბავი არ მოხდებოდა. გგონიათ, ხვალ ამას პარლამენტის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი წაიკითხავს და ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ? არა, იმიტომ, რომ შეთანხმებულია ყველაფერი. შარშან, შემოდგომას, პარასკევ საღამოს რომ ლარის კურსი დააგდეს, რა იყო ეს, თუ არა შეთქმულება სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ? მერე გამოაცხადეს, რომ თურმე ლარის კურსი რეალურზე მაღალი ყოფილა და უნდა გაესწორებინათ.

- პარასკევ დღეს რაიმე მნიშვნელობა აქვს?
- რა თქმა უნდა. შაბათ-კვირას ვაჭრობა არ იმართება და კურსი უცვლელია, ხალხიც გაურკვევლობასა და პანიკაშია. ასეთ რამეებს საგანგებოდ პარასკევს აკეთებენ და ის, ვინც ამას აკეთებს, მაშინვე ან ციხეში უნდა გააქანო, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
taa
08 თებერვალი 2010 22:09
რა კომენტარი უნდა გაკეტდეს ამ საკიტხზე. ან ვინ ცაიკიტხავს და არც არაფერი სჰეიცვლება ამიტ.
Nona
08 თებერვალი 2010 14:49
არც ერთი ამათგანი აზრზე არ არის რა ხდება, ეროვნული ბანკი ხელოვნურად კი არ ზრდის არამედ ამცირებს კურსს.. ჟურნალისტს რომ რამე განათლება ქონდეს ამას ეროვნული ბანკის საიტზე (სტატისტიკის ლინკზე) არსებული მონაცემებითვე დაინახავდა...ნოდარ ჯავახიშვილი კი თავისივე მაქინაციების მსგავსზე ლაპარაკობს, და მიანიშნებს რომ დროს ძალიან დიდი ხნით ჩამორჩა..
საინტერესო კი ისაა, რომ ეროვნული ბანკის მიერ კურსის მკვეთრად ზრდის ზუსტად წინა დღეს ბანკები ზედმეტად ბევრ დოლარს ყიდულობენ ხოლმე (მაგ. შეამოწმეთ 26-27 იანვარი, როცა კურსი ჯერ კიდევ დაბალი იყო), რაც ნიშნავს, რომ ბანკებმა წინასწარ იციან როდის გაიზრდება კურსი და დოლარს ყიდულობენ მანამ სანამ იაფია.. ამის დანახვა იმავე გვერდზე არსებულ მონაცემებში ძალიან მარტივია. კითხეთ აბა ეროვნული ბანკის დირექტორს ასეთი "დამთხვევები" როგორ ხდება? იქნებ პრემიერი ეუბნება საკუთარ ძმას საქართველოს ბანკში ამის შესახებ?
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge "საქართველოს ბანკი" ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს. ბანკი ახალი სადებეტო ბარათის Visa FIFA Card-ის 100 მფლობელს დაასაჩუქრებს. 100 გამარჯვებულიდან ერთი მიიღებს სუპერპრიზს - 2-კაციან საგზურს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე.
KvirisPalitra.Ge წლების განმავლობაში ურთიერთობის შედეგად, ჩვენი კომპანიის ცნობილი ავსტრიული ბრენდები საქართველოში ბევრი ოჯახის სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს ურთიერთობა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის უბრალო "ყიდვა-გაყიდვა" შეიძლება იყოს. გმადლობთ გამოხატული ნდობისთვის.
KvirisPalitra.Ge იანვარში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში წილის მფლობელებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადავიდა. ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ან მათთან დაახლოებულ პირებს შორის ქონების გადანაწილების პროცესი დასრულდა და ამიტომაც მსხვილი კომპანიების მფლობელების ვინაობის გამჟღავნება დაუშვეს. სინამდვილე სხვაგვარი აღმოჩნდა.
KvirisPalitra.Ge ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. საექსპერტო გათვლებით, სასაზღვრო პუნქტის გახსნა სომხეთის სატრანზიტო ხარჯებს 20-25%-ით შეამცირებს. საქართველო კი არანაირ ეკონომიკური ეფექტს არ ელის.
KvirisPalitra.Ge "ეკოპალიტრამ"სანდო წყაროზე დაყრდნობით ერთი მნიშვნელოვანი საკანონდებლო ინიციატივის შესახებ შეიტყო. ინიციატორები არიან ფინანსთა სამინისტრო და საბანკო სექტორი. ჯერ გაუხმაურებელი საკანონდებლო ინიციატივის თანახმად, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც სახელმწიფოს ან კომერციული ბანკების წინაშე დავალიანება აქვს, ქვეყნიდან გასვლის უფლება აეკრძალება.
KvirisPalitra.Ge ლონდონის ინაუგურაციულ სამიტზე One Young World, რომელიც 8-10 თებერვალს გაიმართა, საქართველოს სახელით თენგიზ ლომიტაშვილი მონაწილეობდა.
KvirisPalitra.Ge სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის "დაკანონებული რეკეტი" ისევ გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საბაბით დალუქული სავაჭრო ობიექტების რიცხვი ათასს აჭარბებს. რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი სტუმრობა გახდა კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ "ალტას" დახურვის მიზეზიც.
KvirisPalitra.Ge საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო იზრდება და უკვე 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების მიმართ 30%-ით არის გაზრდილი და ტენდენციაც მზარდია. წლეულს საქართველოს მთავრობა დამატებით მილიარდ 300 ათასამდე ლარის სესხებას აპირებს. ამის შემდეგაც ბიუჯეტს უკვე 7 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გასასტუმრებელი.
KvirisPalitra.Ge "ეკოპალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას - "დაკოდვა" განბაჟებით" - იმპორტიორები გამოეხმაურნენ. როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, ტვირთების განბაჟებისას ხელოვნურად ხდება დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა და დღგ-ის გადახდის ნაცვლად, იმპორტიორებს ტვირთის განბაჟება წონის შესაბამისად, კილოგრამობით უწევთ. ამგვარად განბაჟება კი ხშირად ორჯერ და მეტჯერ ძვირი ჯდება.
KvirisPalitra.Ge ეკონომიკის სამინისტროსგან ზოგიერთ მოიჯარეს წერილები მიუვიდა, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე მათ მიერ დაკავებული ფართობების საარენდო ღირებულება უფრო მაღალი ყოფილა, ვიდრე ისინი მეიჯარეს უხდიან. ფასთა შორის სხვაობა მოიჯარეებმა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაუხადონ. გადასახდელი თანხა ზოგ შემთხვევაში ათეულ ათასობით ლარია. საუბარია ფართებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.