აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება - კვირის პალიტრა

აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარა 2015 წლის სეზონს მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება.

კერძოდ, ზაფხულის სეზონამდე უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს როგორც მცირე და საშუალო ზომის ახალი განთავსების ობიექტები, ისე მაღალი კლასის სასტუმროები. მიმდინარე წელს აჭარის განთავსების ობიექტებს 819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე განთავსების ადგილს მოიცავს.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours" (http://www.rainbowtours.pl/)  წელს ჩარტერულ ფრენებზე მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

InterPressNews.Geსეზონურ ფრენებს ისრაელიდან კვლავ გააგრძელებს ებრაული კომპანია „Eshet Tours“ (http://www.eshet-tours.com/), ხოლო დამატებით ჩარტერულ ფრენებს ისრაელიდან წელს პირველად ავიაკომპანია „AKRIA” http://www.arkia.com/) შეასრულებს. ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა (http://yanair.ua/, http://www.flyuia.com/eng/us.html, http://dniproavia.com/en/) დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე თითოეულ ავიაკომპანია კვირაში ორი ფრენას განახორციელებს, ხოლო ცხელ სეზონზე დამატებითი ფრენებით მარტო უკრაინიდან კვირაში 10-მდე ავიაფრენა იგეგმება.

სიახლეებით იქნება გამორჩეული 2015 წლის სეზონზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები. განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 20%-იან ფასდაკლებას "ბათუმველოზე", 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში. წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით მოემსახურება ქალაქის სტუმრებს.

2015 წლის სეზონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ახალი რკინიგზის სადგური "ბათუმი ცენტრალი" http://batumicentral.ge/, რომელიც ქალაქთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. კომპლექსში რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, გასართობი ცენტრები, კაფეები და სხვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტები იქნება განთავსებული.

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ისტორიები, გრაფიტის ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისის თვიდან სექტემბრამდე დაგეგმილია უფასო კონცერტები როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ისე ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით.

R