იყავით ყურადღებით! - თქვენ შეიძლება ყოველდღიურად თაღლითობის მსხვერპლიც ხართ - კვირის პალიტრა

იყავით ყურადღებით! - თქვენ შეიძლება ყოველდღიურად თაღლითობის მსხვერპლიც ხართ

"მომხმარებლის მოტყუება კანონით დასჯადია, თუმცა, ჩვენთან ეს სფერო არ რეგულირდება"

წლების წინ, ჟურნალისტობის პარალელურად, ზუსტად ერთი კვირა საკმაოდ ცნობილი სუპერმარკეტის ერთ-ერთ ქსელში, კონსულტანტად ვიმუშავე. სწორედ მაშინ საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ეს ჯოჯოხეთური სამუშაო. ამიტომ, კონსულტანტის არაკეთილგანწყობას ზოგჯერ წავუყრუებ კიდეც, რადგან მათი ნაძალადევი ღიმილის მიღმა უდიდესი ჯაფა და დამცირება იმალება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ერთ კვირაში სუპერმარკეტის შიდა სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩავიხედე და ფასდაკლებების ხრიკებსაც ავუღე ალღო.

ხრიკი პირველი - პირველივე დღეს მაღაზიის მენეჯერმა სათითაოდ ყველა დახლი დამათვალიერებინა და ჩემი ვალდებულებებიც ამიხსნა. ყოველდღიურად პროდუქცის ვარგისიანობის ვადა უნდა შემემოწმებინა. რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კონსულტანტებიდან ამ მოვალეობას პირნათლად მხოლოდ მე ვასრულებდი - ვადას მაინც არავინ უყურებს, თავს ტყუილად იღლიო,- გამარკვიეს სტაჟიანმა "კოლეგებმა".

ხრიკი მეორე - დახლზე თვეობით დევს პროდუქცია, რომლის შენახვის ვადა ხანგრძლივია. ამიტომ, მისი რეალიზაცია ნაკლებად ხდება. მაგალითად, კონსერვები. ასეთ დროს პროდუქციის გადანაცვლება, ფერების თამაში ხდება, რაც მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელს თვალში ხვდება. ჰგონია, რომ დახლზე ახალი პროდუქტია და ყიდულობს.

ხრიკი მესამე - პროდუქცია დახლზე გაკრული ქაღალდის ქვეშ უნდა დალაგდეს, სადაც ამ სახეობის შტრიხკოდი წერია. თუმცა, ჩემმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ მომხმარებელი ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალს ყურადღებას არ აქცევს. შედეგად კი რას იღებს? - ჰგონია შედარებით იაფიანი პროდუქტი აიღო, მაგრამ სალაროსთან გაცილებით ძვირს იხდის. მოლარის განმარტებით, შეცდომით სხვა ფასი დააწერეს, ან ფასდაკლება დასრულდა და ა.შ. 30-40 თეთრით მეტის გადახდის გამო კლიენტი პროდუქტს უკან არ აბრუნებს და ყიდულობს. ეს საკმაოდ კარგად აპრობირებული მეთოდია სუპერმარკეტებში.

ამგვარად, "გაუგონარი ფასდაკლება", "შოკ-ფასები", "ორი ერთის ფასად" – სარეკლამო სლოგანების მცირე ჩამონათვალი, რომლის გაგონებასაც ბოლო წლებში მივეჩვიეთ, მხოლოდ მარკეტინგული გათვლაა. ექსპერტების თქმით...

იხილეთ სრულად