"ქართული წარმოება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი წინა პირობაა" - კვირის პალიტრა

"ქართული წარმოება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი წინა პირობაა"

"ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს"

"არის თუ არა ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტი? რა თქმა უნდა, თან - ბევრი!"

ქვეყნის განვითარებისთვის ეროვნული წარმოების აღორძინება რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამაზე, დიდი ხანია, აღარავინ დაობს. მით უმეტეს, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივ ნაწარმს სრულად ჯერ ვერ აბალანსებს. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ამ ტენდენციის მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება - მარკეტების დახლებზე ეროვნული ნაწარმის რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ალბათ, თქვენც არაერთხელ გიგრძნიათ სიამაყის განცდა, როცა დახლებზე განვითარებულ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის გვერდით, არანაკლებ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ხედავთ. ასეთ დროს, პროდუქციის მრავალფეროვნების მიუხედავად, მე არჩევანის გაკეთება არასოდეს მიჭირს - ვირჩევ ქართულს, საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ და, რაც მთავარია, ხარისხიან პროდუქტს. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამით ეროვნული ბიზნესის განვითარებაში საკუთარი, თუნდაც მცირე წვლილი შემაქვს.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, ერთ-ერთ მარკეტში პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ყოველ საღამოს, როდესაც მარკეტში პროდუქტების შესაძენად შევიდოდი, სხვა მომხმარებლების გემოვნებას შორიდან, ჩუმად დავკვირვებოდი (ნუ გამკიცხავთ, ჟურნალისტები პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვერც სამუშაო საათების შემდეგ ველევით). "ექსპერიმენტის" პირველივე საღამოს თავი ისე ამაყად ვიგრძენი, რომ ჩემი ემოციების გარშემომყოფებთან გაზიარებისგან თავი ვერ შევიკავე - უმრავლესობა პრიორიტეტს ქართულ ნაწარმს ანიჭებდა.

თამარ გეგეშიძე, მყიდველი:

- არა აქვს მნიშვნელობა, რძის პროდუქცია იქნება, ხორცის ნაწარმი თუ საყოფაცხოვრებო ქაღალდი,

ყოველთვის ქართულ პროდუქციას ვყიდულობ. რაც მთავარია, საქართველოში დამზადებულ ნაწარმს ვენდობი. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ხარისხიან ნაწარმს ქართველი მწარმოებლები გვთავაზობენ.

რაც მთავარია, ეროვნული პროდუქციის უმრავლესობას საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატიც აქვს მინიჭებული. ქართველები მართლაც ნიჭიერები ვართ და უამრავი დასახელების ნაწარმის დამზადება თავადაც შეგვიძლია!

აღსანიშნავია, რომ კაპიტალისტურ წყობაში 20-წლიანმა ცხოვრებამ ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა და გამოცდილებაც მისცა. ვფიქრობ, უკვე დაინგრა სტერეოტიპი, რომ ქართული პროდუქცია სხვა ქვეყანაში წარმოებულ კონკურენტ ნაწარმთან შედარებით უხარისხოა.

ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა კარ.გე-ს ინიციატორი:

- საქართველოში ქართული პროდუქციის ყიდვა საყოველთაოდ პოპულარული ჯერ კიდევ არ არის. სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენს მეზობელ სომხეთში ჩინელებმა საქმიანობა ვერ შეძლეს იმის გამო, რომ სომეხი სომეხთან ყიდულობდა საქონელს და არა - ჩინელთან. დიდი ძალისხმევა სჭირდება ადამიანის ქცევის შეცვლას, მის  დარწმუნებას, რომ ქართულს მიანიჭონ უპირატესობა. თუმცა, კარ.გე-ს ორთვიანი აქტიური საქმიანობით ცხადი გახდა, რომ ხალხს ნაღდი ქართული, ხარისხიანი პროდუქტი "შია". არის თუ არა ხარისხიანი ქართული პროდუქტი? რა თქმა უნდა, თან - ბევრი! მართალია, მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქტი ბაზარზე არ არის, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა! ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაცია ყველას ინტერესის საგანია. ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს, ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს, ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე.

ავთანდილ წერეთელი, "პალიტრამედიის" ბიზნესის განვითარების დირექტორი:

- ქართული წარმოება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი წინა პირობაა. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხზეც აისახება. ქართული, ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული ეროვნული ნაწარმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი Eco-paper-ია, რომელიც ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. Eco-paper-ი საქართველოში გადამუშავებული ქაღალდით მიღებული პროდუქციაა, საყოფაცხოვრებო ჰიგიენური ქაღალდი, რომელიც მაკულატურის უმაღლესი ტექნოლოგიებით დამუშავებით მიიღება. ის პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს გვთავაზობს. ახლახან ახალი პროდუქტი გამოუშვა - eco comfort, რომელიც სპეციალური დამუშავების შედეგად დარბილებულია და სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ბაზარზე საუკეთესოდაც ითვლება. Eco-paper-ის პროდუქცია საკმაოდ ხელმისაწვდომი და ეკონომიურია.  რაც მთავარია, ჩვენ კაცობრიობისთვის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სიკეთეს - ქაღალდს არ ვფლანგავთ, რომლის წარმოებასაც უამრავი ხე ეწირება. მაკულატურას ჰიგიენურად ვამუშავებთ და მომხმარებელს ხარისხიან ქაღალდს ვაწვდით.

ეკოლოგიურ პროექტ Eco-paper-ში არამხოლოდ მწარმოებელია ჩართული, საკუთარი შენაძენით მასში თითოეული მომხმარებელიც მონაწილეობს. ზოგადად, ჩვენი საზოგადოება რაც უფრო მეტად გააცნობიერებს ეკოკულტურის მნიშვნელობას, მით უფრო სწრაფად განვვითარდებით.

რუსუდან შელია