"შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებით" - რა ეშველება ლარს?! - კვირის პალიტრა

"შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებით" - რა ეშველება ლარს?!

"აჯობებდა პარლამენტის საგანგებო სესია მოგვეწვია და ვეტო დაგვეძლია" - როდამდე გაგრძელდება ეროვნული ვალუტის  გაუფასურება?!

"ყველას პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ვინც სიტუაციის გამოსაწორებლად არასკამრისად ირჯება."

ლარის კურსი ყველაზე აქტუალური თემაა. ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ლარი მალე დასტაბილურდება. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ოპოზიცია. მთავრობა და ეროვნული ბანკი კი ერთმანეთის დადანაშუალებაში ისე გაერთნენ, ლამის პრობლემის მნიშვნელობა დაავიწყდათ.

თამაზ მეჭიაური: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე:

- შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებით. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. დღეს არსებული ვერცერთი პარამეტრით პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ

- კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი უკვე 2.44 ლარია, რაც რიგითი მოქლაქის ცხოვრებაზე საკმოად მძიმედ აისახება...

- ეს პანიკის ბრალი მგონია, რომელსაც მიზანმიმართული სახე აქვს და ეს ვიღაცის დახმარების გარეშე ვერ მოხდებოდა. თუ ვისი ინტერესია ეს, ამის თქმისაგან ახლა თავს შევიკავებ, უბრალოდ, ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს აუცილებლად დადებით გავლენას მოხადენს ლარზე.

- კანონს, რომელიც ითვალისწნებდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას, პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უმრავლესობის წევრთა განცახდებით სწორედ ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, განა ეს მართალია?

- ვეტომ ხელი შეუწყო პანიკის დათესვას, რამაც ლარის კურსის ცვლილება გამოიწვია თორემ ახალი სააგენტოს დაკომპლექტების შემდეგ ლართან დაკავშირებით პანიკის ნაკლები საფუძველი იქნებოდა.

- თუ ვეტოს დაძლევა იყო გამოსავალი, რატომ არ მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომა?

- გეთანხმებით, ალბათ სჯობდა ასე მომხდარიყო და ვეტო დაგვეძლია, თუმცა ერთი სესიით ეს საკითხი არ წყდებოდა. პირველი სესიით ვეტო დაიძლეოდა მერე ორი სხდომა კიდევ დასჭირდებოდა, რომ კანონპროექტი მიგვეღო. ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა ვეტოს დასაძლევად სესიის მოწვევა, მაგრამ არც იმდენად ეფექტიანი იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მაინც დროში გაიწლებოდა.

- ლარის კურსმა თუ ისევ ვარდნა გააგრძელა, ხომ არ დადგება დღის წესრიგში მთავრობის ეკონომიური გუნდის თანამდებობის დატოვების საკითხი?

- თავს შევიკავებ წინასწარ რაიმეს თქმისაგან, მაგრამ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ვინც სიტუაციის გამოსაწორებლად არასკამრისად ირჯება.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკურ საკითხთა ანალიტიკოსი:

- ლარის დასტაბილურება ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ესაა როგორც საგარეო, ისე საშინაო ფატქორები. ამ ეტპაზე რაიმეს თქმა და მით უფრო ახალ ნიშნულებზე ლაპარაკი სწორი არ იქნება, გააჩნია რა პროცესები განვითარდება. თუ გაჩნდა დადებითი ინფორმაცია, ინვესტიციის რაიმე ნაკადი თუ შემოვიდა, ეს ყველაფერი ბუნებრივია, ლარზე დადებით გავლენას მოახდენს, მაგრამ ძველ ნიშნულებს, ალბათ ვეღარ დაუბრუნდება.

- ფიქრობთ, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი შესაცვლელია?

- მთავარია რა გაკეთდება და არა ის, თუ ვინ სად იქნება. საქართველოს კოსნტიტუციით, იმაზე რაც დღეს ხდება პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა და ჩვენც სწორედ მთავრობის საქმიანობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ და არა რომელიმე გუნდის.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)