"საქართველოს რკინიგზამ" ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა - კვირის პალიტრა

"საქართველოს რკინიგზამ" ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა

"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდა.

როგორც "საქართველოს რკინიგზიდან" გვაცნობეს, ცვლილება შეეხო როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის, როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

კომპანიაში აცხადებენ,რომ  ტარიფების შემცირება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე პოზიტიურად აისახება. ასევე, განაპირობებს გაყიდვების სამომავლო ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში.

(R)