ლარის ეფექტი - კვირის პალიტრა

ლარის ეფექტი

ქართული პროდუქციის შეძენით ჩვენ დავეხმარებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას "ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს: იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!", საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოების, ისე ქართველი მწარმოებლების მხრიდან. ყველა თანხმდება, რომ ქართული პროდუქციის შეძენით ჩვენ დავეხმარებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას, გავაძლიერებთ სახელმწიფოს და მივაღწევთ საბოლოო მიზანს - ვიცხოვრებთ ძლიერ, წელგამართულ საქართველოში. საქართველოს აქვს პოტენციალი, თავად აწარმოოს ბევრი ხარისხიანი პროდუქტი და დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი მოთხოვნა, ასევე პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. თვალსაჩინოებისთვის გვინდა გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ქართულ პროდუქციაში გადახდილი 1 ლარით ქვეყანაში შექმნა დოვლათი, იმპორტირებული პროდუქციის ყიდვით კი ქვეყნიდან ფულის გადინებას შეუწყო ხელი (საშუალო დაშვებით, იმპორტირებული პროდუქციის შეძენისას გადახდილი თანხის 20% ქვეყანაში რჩება, დანარჩენი 80% კი გაედინება. ქართული პროდუქციის შეძენისას თანაფარდობა საპირისპიროა - ქვეყანაში რჩება 80% და 20% გაედინება).

გამოდის, რომ 1 ლარით ქართული პროდუქციის სამრაუნდიანი შეძენისას 1,952 : 0,248 = 7,87-ჯერ მეტი დოვლათი იქმნება, ვიდრე, როცა იმპორტირებულს ვყიდულობთ