შეარჩიეთ ყველაზე საჭირო წიგნები თქვენი ოჯახისთვის! - კვირის პალიტრა

შეარჩიეთ ყველაზე საჭირო წიგნები თქვენი ოჯახისთვის!

სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული უკვე ბევრისთვის საყვარელ გამოცემად იქცა.

ეს წიგნები ყველასთვის საჭირო და აუცილებელია და მოთხოვნაც შესაბამისია. უკვე გამოვიდა სერიის ხუთი ტომი: "სიბრძნის ენციკლოპედია", "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია", "ქართული ხალხური ზღაპრები", "ცხოველების ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე". ორშაბათს კიდევ ერთმა ძალიან საჭირო საოჯახო წიგნმა იხილა დღის სინათლე - "მეურნის ენციკლოპედიამ". ეს გამოცემა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება და ყველას, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს სასარგებლო რჩევებს საოჯახო მეურნეობის შესახებ. შესაბამისად, როგორც სერიის წინა ტომები, "მეურნის ენციკლოპედიაც" საჭირო და პრაქტიკული რამაა, ყველა ოჯახს

რომ გამოადგება.

სამაგიდო უნივერსალური ათეულის შემდეგი ტომების არჩევა კი მკითხველის პრეროგატივაა - ეს გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. სხვადასხვა გამოცემას შორის სწორედ მკითხველი ირჩევს, რომელი შევიდეს უნივერსალურ ათეულში და რომელი გამოიცეს შემდეგ.

მორიგი წიგნის ვარიანტების შერჩევას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა - საზოგადოება რამდენიმე ნაწილად დაიყო, რამდენიმე ვარიანტს შორის საბოლოოდ 5 წიგნი შეირჩა და ახლა ამ 5 წიგნს შორის მიმდინარეობს პაექრობა, რომელშიც თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ და სასურველ წიგნს მისცეთ ხმა. ვარიანტები კი ისეთია, თითოეულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მაგალითად, მორიგი წიგნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ეპისტოლეთა კრებული. წიგნში შეტანილი იქნება მისი პატრიარქობის ყველა წლის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები. ეს კრებული კარგი საჩუქარი იქნება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ასევე საინტერესო "კანდიდატია" უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ასტროლოგია...

ერთი სიტყვით, სამაგიდო უნივერსალური ათეული იპყრობს მკითხველს და მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. თუ ჯერ არ გაგიგიათ ამ პროექტის შესახებ, აუწყვეთ დროს ფეხი, დაიწყეთ სერიის შეგროვება და აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მორიგი ტომის შერჩევაში - თქვენ ხომ ყველაზე საჭირო წიგნებს ირჩევთ თქვენი ოჯახისთვის!